11 ნოემბერი, 2019
"ამ დროს ჩემი ვარსკვლავის გახსნა, ღმერთის ნება იყო" - გივი სიხარულიძე გეიდრამის გარშემო განვთარებულ მოვლენებს აფასებს
ბოლო სამი დღეა, ქართული საზოგადოების ყურადღება კინოთეატრებისკენ არის გადატანილი, სადაც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა შედგა. პრემიერას ლევან ვასაძე და სხვადასხვა ექსტრემისტული ძალები კინოთეატრებთან აპროტესტებდნენ, დაგეგმილი იყო ჩვენებების ჩაშლა, თუმცა, პოლიციის დახმარებით, კინოჩვენება მაინც მოხერხდა და ფილმის შემქმნელებმა აპლოდისმენტებიც დაიმსახურეს.

სწორედ იმ დროს, როცა თბილისში გეიდრამის ჩვენებებს აპროტესტებდნენ, ფილარმონიის წინ მსახიობ გივი სიხარულიძის ვარსკვლავი გაიხსნა. ჰქონდა თუ არა სიმბოლური დატვირთვა, დავით ოქიტაშვილის მიერ, ქართველი მამულიშვილის ვარსკვლავის გახსნას სწორედ იმ მომენტში, როცა საქართველოს მასშტაბით რაინდები გეიდრამის
ჩაშლას აპროტესტებდნენ, ამის გასარკვევად გივი სიხარულიძეს ვკითხეთ.

- ბატონო გივი, პირველ რიგში, გილოცავთ ასეთ აღიარებას, რას ნიშნავს თქვენთვის სახელობითი ვარსკვლავი დიდების ხეივანში?
- მე რთული ბავშვობა მქონდა, შემდეგ ღმერთმა და ღვთისმშობელმა დამადო ხელი, ეს ვარსკვლავიც ამას ნიშნავს. უფლის და ხალხის გარეშე ვერაფერი მოხდება. ჩემს ხალხს და ნამდვილ ინტელიგენციას პატივს ვცემ.

- ბატონო გივი, თქვენ როგორ შეაფასებთ ამ ფილმს და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს?
- მე ჩემს საქართველოს ვუსამძიმრებ. რადგან ჩემს ქვეყანაში ასეთი უმსგავსობის პრემიერა შედგა, ე.ი საქართველო გარდაიცვალა.

- ამ ფილმის ჩვენებას ვინც აპროტესტებს და გმობს, „და ჩვენ ვიცეკვეთ“ არ აქვს ნანახი...

- გოგონა, მაგ ფილმზე რომ ვაჟკაცი წავა, იმ დღიდან უნდა დაუქნიოს ხელი კაცობას. ყველა ტელეწამყვანი მხარს უჭერს იმათ და არა ვაჟკაც ხალხს. დარბევის წინააღმდეგი ვარ, ყველას აქვს არსებობის უფლება. ვახტანგ ჭაბუკიანი იყო ჩემი პედაგოგი, ჩემი იდეალია, მას რომ დაეწყო: ბავშვებო ეს კარგია, მე ის შემზიზღდებოდა. მე ვერ ვიტან იმას, რომ ამას რეკლამა უკეთდება. მეც შეიძლებოდა ასეთი დავბადებულიყავი, მაგრამ არავის შეურაცხყოფა არ უნდა მოეყენებინა, მაგრამ როცა ვაჟკაც, რაინდ ხალხს იქეთ აყენებენ შეურაცხყოფას და მეუბნებიან, ჩვენი შვილები ასეთები გავზარდოთო - მიუღებელია.

- ბატონო გივი, გეიდრამის პრემიერის კვალდაკვალ, თქვენი, როგორც ქართველი მამულიშვილის ვარსკვლავის გახსნას სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა?
- ეს ალბათ ღმერთის ნება იყო.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS