11 ნოემბერი, 2019
"მინდა სიცოცხლე, რატომ იცით?" - 86 წლის ლეო ანთიძე ოჯახზე და გეგმებზე
მსახიობი ლეო ანთაძე შაბათ-კვირის დილამ „იმედზე“ ჩაწერა. ინტერვიუს დროს მან თავის პროფესიაზე და საკუთარ ცხოვრებაზე ისაუბრა.

„მიხაროდა, რომ მაყურებლის გამოხმაურება, რეაქციები იყო სხვადასხვა როლის დროს, არასდროს ვიყავი კმაყოფილი, უფრო მეტის გაკეთება მინდოდა. სხვათა შორის, თუ დაკმაყოფილდები რაღაც მიღწევით, იქ დაღუპულია შენი საქმე. ვოცნებობდი ტარიელი ვყოფილიყავი, მაგრამ არასდროს მითამაშია. ცხოვრება წინაა, იქნებ, ოდესმე ვითამაშო“.

„ჩემი საქმე მიყვარს და ამით ძალიან ბედნიერი ვარ. მეორე იმით ვარ ბედნიერი, რომ ოთხი შვილი მყავს… ჯერჯერობით. შვილიშვილები, შვილთაშვილები. რომ ჩავეკონები… ისე
ვუყვარვარ… ამაზე დიდი ბედნიერება რა არის…“

„ცხოვრების დევიზია, რომ დიდხანს ვიცოცხლო… მინდა სიცოცხლე. რატომ იცით? ჩემი საქმეც ვაკეთო და ჩემს შვილებს, შვილიშვილებს ვუპატრონო, თუ რამე შემიძლია, დავეხმარო. ასეთი ფილოსოფიაა, რომ კიდევ დაიბადება ადამიანი და ისეთივე კარმა ექნება, მინდა, რომ დავიჯერო. უსამართლობაა, როცა ადამიანი ცხოვრობს და მერე ქრება…“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS