07 ნოემბერი, 2019
რატომ აბარებს "მასტერშეფის" მონაწილე დეზერტირების ბაზარში ბოთლებს?
ცოტა ხნის წინ, 29 წლის მარ­ტა ბა­რა­მი­ძე "მას­ტერ­შე­ფის" შო­უ­ში გა­სუ­ლი სი­უ­ჟე­ტით მთელ­მა ქვე­ყა­ნამ გა­იც­ნო. მისი ბავ­შვო­ბის მძი­მე ის­ტო­რი­ამ სრუ­ლი­ად ინ­ტერ­ნე­ტი მო­იც­ვა.

მარ­ტამ მა­ყუ­რე­ბელს უამ­ბო თა­ვი­სი რთუ­ლი ბავ­შვო­ბის, გა­ჭირ­ვე­ბის, ძა­ლა­დო­ბი­სა და იმ მძი­მე წლე­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­საც თა­ვი­სი მტკი­ცე, მებ­რძო­ლი ხა­სი­ა­თი­სა და და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მის წყა­ლო­ბით გა­და­ურ­ჩა. ეკ­რან­ზე ვი­ხი­ლეთ ახალ­გაზ­რდა ულა­მა­ზე­სი გო­გო­ნა რთუ­ლი წარ­სუ­ლით, ის ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი ყო­ფი­ლა.

სა­ნამ მისი ნიჭი კვი­რას, 22:00 სა­ათ­ზე "მას­ტერ­შეფ­ში" კი­დევ ერთხელ გა­მოჩ­ნდე­ბა, გა­დავ­წყვი­ტეთ, მარ­ტას შე­სა­ხებ უფრო მეტი გი­ამ­ბოთ. რო­გორც თა­ვად გვი­თხრა, პრო­ფე­სი­ით
ის არის-ხოლ­მე, რი­თიც და­ინ­ტე­რეს­დე­ბა და რა­საც შე­ის­წავ­ლის. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, ბა­თუმ­ში ფი­ლო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტი და­ამ­თავ­რა, თბი­ლის­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა შე­ის­წავ­ლა. აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რომ მარ­ტა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად კე­რავს და ეს ყვე­ლა­ფე­რი არ არის. და­ნარ­ჩენ­ზე თა­ვად გვი­ამ­ბობს:

- მარ­ტა, რო­გო­რია შენი სხვა­დას­ხვა პრო­ფე­სი­ი­სად­მი ინ­ტე­რე­სი? ეს უბ­რა­ლო გა­ტა­ცე­ბე­ბია თუ პრო­ფე­სი­ებს იც­ვლი-ხოლ­მე?

- ბავ­შვო­ბი­დან სხვა­დას­ხვა ად­გილ­ზე ვმუ­შა­ობ­დი. ბოლო დროს, ძა­ლი­ან გა­მი­ტა­ცა მო­დის სფე­რომ. და­ვი­წყე კერ­ვის შეს­წავ­ლა და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბა. ეს სფე­რო შე­მო­სავ­ლის წყა­რო ცოტა ნაკ­ლე­ბად იყო, უფრო ჰო­ბი­ვით სამ­სა­ხუ­რი გახ­და. ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვკე­რავ­დი ჩან­თებს და სურ­ვი­ლი მქონ­და, ისი­ნი ძა­ლი­ან მო­ხერ­ხე­ბუ­ლი და სა­ტა­რებ­ლად პრაქ­ტი­კუ­ლი, ამავდრო­უ­ლად, მო­დუ­რი ყო­ფი­ლი­ყო.

ოღონდ ეს ჩან­თე­ბი გან­კუთ­ვნი­ლი იყო მა­ღა­ზი­ის­თვის. მა­გა­ლი­თად, რო­დე­საც ბა­ზარ­ში ან მარ­კეტ­ში წა­ვი­დო­დით, არ გა­მოგ­ვე­ყე­ნე­ბი­ნა ბევ­რი სხვა პარ­კი და არ დაგ­ვე­ბინ­ძუ­რე­ბი­ნა გა­რე­მო. ამის­თვის კარ­გი ვა­რი­ან­ტი იყო ეს ჩან­თე­ბი. ასე­ვე, ტან­საც­მლის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც მა­ინ­ტე­რე­სებს მუ­შა­ო­ბა. მივ­დი­ვარ მე­ო­რად ბაზ­რო­ბა­ზე, ვყი­დუ­ლობ ახალ ნაჭ­რებს, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ ბევ­რია და ისიც მი­ხა­რია, რომ ეს მე­ო­რა­დი ნა­ჭე­რია და არა პირ­ვე­ლი, რად­გან ქსო­ვი­ლის დამ­ზა­დე­ბა­საც ძა­ლი­ან ბევ­რი წყა­ლი სჭირ­დე­ბა. შე­მიძ­ლია, ნაჭ­რით, რო­მე­ლიც ვი­ღა­ცას არ დას­ჭირ­და, რა­ღაც ახა­ლი შევ­ქმნა. ასე­ვე, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში ჟურ­ნა­ლის­ტად ვმუ­შა­ობ­დი, რო­გორც სა­მეც­ნი­ე­რო თე­მა­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბულ გა­და­ცე­მებ­ში, ისე ვი­დე­ობ­ლო­გის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც.

- რო­გორც მივ­ხვდი, საკ­მა­ოდ ეკო­მე­გობ­რუ­ლი ხარ, ცდი­ლობ, გა­რე­მო­ზე იზ­რუ­ნო. რო­გო­რია შენი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა ამ კუ­თხით?

- სახ­ლში ვი­ჯე­ქი და ვხე­დავ­დი, რამ­დე­ნი პლასტმა­სის ნივ­თი მედო ან რამ­დე­ნი მქონ­და უკვე გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი და გა­დაგ­დე­ბუ­ლი. ამის შემ­დეგ და­ვი­წყე მა­გა­ლი­თად, კვერ­ცხის ყუ­თე­ბის, წყლის ბოთ­ლე­ბის შეგ­რო­ვე­ბა. 1 თვის შემ­დეგ, და­ვი­წყე დაგ­რო­ვე­ბუ­ლი პლასტმა­სის ნივ­თე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბა. მა­გა­ლი­თად, დავ­დი­ვარ "დე­ზერ­ტი­რე­ბის ბა­ზარ­ში" და უკვე გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი კვერ­ცხის ყუ­თე­ბი მი­მაქვს მათ­თვის, ვინც სოფ­ლის კვერ­ცხს ყი­დის, რათა მყიდ­ველს ჩა­უ­წყონ და ისე გა­ა­ტა­ნონ. ასე­ვე, სოფ­ლი­დან ჩა­მო­ტა­ნილ ღვი­ნოს, ჭა­ჭას და არაყს ვინც ყი­დის, პლასტმა­სის ბოთ­ლე­ბი მათ­თვის მი­მაქვს. ასე ვცდი­ლობ, ჩემი გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი პლასტმა­სის ნივ­თე­ბი მრა­ვალ­ჯე­რა­დი გახ­დეს. თით­ქოს, ამით სინ­დი­სი ნაკ­ლე­ბად გა­წუ­ხებს.



- ბავ­შვო­ბა­ში რა პრო­ფე­სი­ა­ზე ოც­ნე­ბობ­დი?

- პრო­ფე­სი­ა­ზე არ მი­ოც­ნე­ბია. უბ­რა­ლოდ, სურ­ვი­ლი მქონ­და, რომ ბა­ზარ­ში მწვა­ნი­ლის გამ­ყიდ­ვე­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. არ ვიცი, რა­ტომ. ბავ­შვებ­თან ერ­თად ეზო­ში რომ ვთა­მა­შობ­დი, ბა­ლახს ვკრეფ­დი, კო­ნე­ბად ვკრავ­დი და ვყიდ­დი. ადრე, ლი­მო­ნათს რკი­ნის თა­ვე­ბი ჰქონ­და და ეს იყო ფული, რომ­ლი­თაც ჩემს მიერ დაკ­რე­ფი­ლი მწვა­ნი­ლის ყიდ­ვა შე­იძ­ლე­ბო­და.

- კუ­ლი­ნა­რი­აც მო­რი­გი გა­ტა­ცე­ბაა სხვა პრო­ფე­სი­ე­ბის მსგავ­სად?

- კუ­ლი­ნა­რი­ით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი სულ ვი­ყა­ვი. ბავ­შვო­ბა­ში თა­მა­შის დროს ლი­თო­ნის კონ­სერ­ვის ქი­ლებ­ში ვამ­ზა­დებ­დი კერ­ძებს. ნი­ორს და ხახვს ვჭრი­დი და ვი­თომ საჭ­მელს ვა­კე­თებ­დი. ერთი მე­გო­ბა­რი მყავ­და, ვის­თან ერ­თა­დაც ექ­სპერ­ი­მენ­ტებს ვა­ტა­რებ­დი. კერ­ძის მომ­ზა­დე­ბა ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და და მინ­დო­და, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ქვაბ­ში მე­კე­თე­ბი­ნა. როცა გა­ვი­ზარ­დე, სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის კერ­ძის მომ­ზა­დე­ბა მე თვი­თონ მი­წევ­და. ჩემ­თან იმ­დე­ნად ახ­ლოს იყო ეს ყვე­ლა­ფე­რი, რომ შო­რი­დან არას­დროს არ შე­მი­ხე­დავს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ვე­რას­დროს ვერ გავ­ყე­ვი ამ ხაზს იმის გამო, რომ სხვა­დას­ხვა სამ­სა­ხურ­ში ვმუ­შა­ობ­დი, კუ­ლი­ნა­რია კი ძა­ლი­ან სა­ფე­ხუ­რე­ობ­რი­ვი პრო­ფე­სი­აა და ხან­გრძლი­ვი სწავ­ლის პრო­ცესს მო­ი­თხოვს.

- ოდეს­მე თუ ყო­ფილ­ხარ მზა­რე­უ­ლის ამ­პლუ­ა­ში და რა გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ი­ღე ამ პე­რი­ო­დის­გან?


- 22 წლის ვი­ყა­ვი, როცა სას­ტუმ­რო "რე­დი­სონ­ში" მზა­რე­უ­ლის დამ­ხმა­რედ და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა, შემ­დეგ უკვე მზა­რე­უ­ლად გა­და­ვე­დი. ამ პე­რი­ოდ­ში გა­მიჩ­ნდა სურ­ვი­ლი, ჩემი კაფე გა­მეხ­სნა. კა­ფეს როცა აკე­თებ, გარ­და მზა­რე­უ­ლო­ბი­სა, სხვა პრო­ფე­სი­ე­ბის შეს­წავ­ლაც გი­წევს. სწო­რედ ამი­ტომ, ვი­მუ­შა­ვე სამ­ზა­რე­უ­ლო­შიც, ბარ­მე­ნა­დაც, მიმ­ტა­ნა­დაც.

სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ჩემი იდე­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრო­ცე­სი წლო­ბით გა­ი­წე­ლა, თუმ­ცა, გა­სულ წელს, პარტნი­ორ­თან ერ­თად გავ­ხსე­ნი კაფე, რო­მე­ლიც სე­ზო­ნის გამო ერთი თვეა, და­ი­კე­ტა. იმ­დე­ნად მიყ­ვარს ეს საქ­მე და იმ­დე­ნად მომ­წონს ამის კე­თე­ბა, რომ რა თქმა უნდა, აღ­დგე­ნას ვა­პი­რებ.

- "მას­ტერ­შე­ფი" კუ­ლი­ნა­რი­ის თე­მა­ტი­კის გა­და­ცე­მებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე რე­ი­ტინ­გუ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო შოუა. რო­გორ მი­ი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ შენ მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი კერ­ძი ყვე­ლა­ზე კომ­პე­ტენ­ტურ ჟი­უ­რის ათა­სო­ბით მა­ყუ­რებ­ლის თვალ­წინ შე­ე­ფა­სე­ბი­ნა?

- "მას­ტერ­შე­ფის" პირ­ველ სე­ზონ­ზეც ვფიქ­რობ­დი მის­ვლას, თუმ­ცა, ძა­ლი­ან შევ­შინ­დი და და­ვი­ძა­ბე. ასე­თი მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად ტარ­დე­ბო­და. მსგავს არა­ქარ­თულ პრო­ექ­ტებ­ში იმ­დე­ნად დიდი და­ძა­ბუ­ლო­ბაა, შეფ-მზა­რე­უ­ლე­ბი იმ­დე­ნად გა­მოც­დი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, რომ ვი­ფიქ­რე, იქ მის­ვლის­თვის მზად არ ვი­ყა­ვი. წელ­საც ვფიქ­რობ­დი, მოდი, ნა­ხე­ვა­რი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ვემ­ზა­დე­ბი, სა­ნამ პრო­ექ­ტი მიმ­დი­ნა­რე­ობს და შემ­დეგ მი­ვალ-მეთ­ქი. სრუ­ლი­ად უეც­რად და­ვი­წყე ფიქ­რი იმა­ზე, რომ "ცხოვ­რე­ბამ მოგ­ცა ეს შან­სი და მიდი, არ გა­და­დო, რა იცი, რა მოხ­დე­ბა-მეთ­ქი". მი­ვე­დი, მარ­თლაც ვცა­დე, ჟი­უ­რის გა­ვუ­კე­თე კერ­ძი, მომ­ცეს გარ­კვე­უ­ლი შე­ნიშ­ვნე­ბი და რჩე­ვე­ბი, გა­და­ვე­დი შემ­დეგ ტურ­ში და მივ­ხვდი, რომ ნამ­დვი­ლად უნდა მე­ცა­და. გაგრძელება




FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS