25 ოქტომბერი, 2019
„ვისაც ჰგონია, რომ ბიძინისტები ვართ და „რუსთავი 2“-ზე ამიტომ დავრჩით, მათ ვეტყვი...“
შოთიკო ნოზაძე და ქეთი ხუციშვილი სუპერპოპულარულები მას შემდეგ გახდნენ, რაც სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ და-ძმის, ლუნა და თენგო მაზიაშვილების როლები მოირგეს. შოთიკო სერიალში – 5, ქეთი კი – 4 წლის განმავლობაში თამაშობდნენ.

მას შემდეგ, რაც მათ ალეკო მალხაზიშვილისგან „რუსთავი 2“-ზე „კომედი შოუში“ გამოჩენის შეთავაზება მიიღეს, გადაწყვიტეს, ახალ ამპლუაში თავი მოესინჯათ, თუმცა, „ჩემი ცოლის დაქალების“ გუნდისთვის მათი „რუსთავი 2“-ზე წასვლა მისაღები არ აღმოჩნდა. შოთიკო და ქეთი სერიალში აღარ გამოჩნდებიან, თუმცა, მაყურებელს კვლავ ერთად ხვდებიან, ამჯერად „კომედი
შოუს“ სკეტჩებში.

შოთიკო და ქეთი ერთად ჩავწერეთ, როგროც მეწყვილეები და მეგობრები.

ისევ ერთად ხართ, მაგრამ არა „ჩემი ცოლის დაქალებში“. ალბათ, გული გწყდებათ, რომ სერიალში აღარ ხართ…

შოთიკო:

ამ გულისწყვეტას ვინ როგორ გაიგებს, არ ვიცი, მაგრამ დიდი დრო მაქვს „ჩემი ცოლის დაქალების“ გუნდთან გატარებული და დავტოვე ჩემი ძვირფასი ადამიანები, ამიტომაც მწყდება გული. სერიალში 5 წლის განმავლობაში ვთამაშობდი.

ვიცი, რომ შენი გადაწყვეტილება არ ყოფილა სერიალის დატოვება…

ჩემი გადაწყვეტილება იყო, სურვილი არა. სურვილი სხვა რამეა და გადაწყვეტილება – სხვა. გადაწყვეტილება მივიღე და წამოვედი სერიალიდან, მიზეზებზე საუბარი არ მინდა.

ქეთი:

ოთხი წელი გავატარე ამ გუნდთან ერთად. ქუჩიდან რომ პირდაპირ ასეთ პოპულარულ სერიალში აგიყვანენ, ძალიან სერიოზული ტრამპლინია. ამ კუთხით მართლა გული მწყდება… რომ არა „ჩემი ცოლის დაქალები“, ბევრი რამ არ იქნებოდა. ცხოვრებაა. რას ვიზამთ. გაგრძელება


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ვაჟა
კარგი მსახიობი ხარ ძალიან მომწონდ, მაგრამ როგორც ადამიანი ნაგავი გამოდექი, ეგ ლუნა არც მსახიობად უქნია ღმერთს და არც ადამიანად!
12:15 / 28-10-2019
გამოხმაურება / 0 /
დაიკიდე
სადაც არ უნდა იყოთ ყველგან წარმატებულები იქნებით , ხოლო რუსთავში დარჩენა ბიძინისტობა არ არის საყვარელი საქმის ღირსეულად გაგრძელების საშვალებაა აი გიულის არხზე გადასვლა კი ისეთივე საცოდაობაა როგორიც გიულა-ტვ
14:20 / 26-10-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS