24 ოქტომბერი, 2019
"წლების წინ, მეგონა რომ მიყვარდა, მაგრამ..." - გაიცანით ლივ ტაილერის ქართველი ორეული
ახალი სატელევიზიო სეზონი დიდი განხილვის თემა გახდა. ერთ პატარა საქართველოში იმდენი ტელევიზია გაიხსნა, რომ მაყურებელი დიდი არჩევანის წინაშე დადგა, თუ რომელ არხზე გადართოს. ზოგმა ერთი ტელევიზიიდან მეორეში გადაინაცვლა და ამასთან ძველი სახეებიც ახლებმა ჩაანაცვლეს. ნუ მოკლედ, ამ დიდ გაუგებრობაში ყურადღება რუსთავი 2-ის გადაცემა «გვიანი შოუს» ერთ-ერთმა მსახიობმა ნინი მოხევიშვილმა მიიქცია. მას  მაყურებელი უკვე ქართველ ლივ ტაილერსაც კი უწოდებს.

- ნინი, როგორ მოხვდი «კომედი ჯგუში» ?
- ერთი წელი ვმუშაობდი გადაცემა „ფარულ კონვერტში“, სადაც არაჩვეულებრივ გუნდთან
ერთად ვითანამშრომლე. ახალ სეზონზე კი ყველაფერი ისე სპონტანურად მოხდა, ვერც კი წარმოვიდგენდი. შესაძლებლობა მომეცა, რომ მსახიობის ამპლუაშიც მომესინჯა ძალები, რაც, რა თქმა უნდა, „კომედის“ შემოქმედებითი ჯგუფის დამსახურებაა. ჯერ იყო „გვიანი შოუ“ , რასაც კომედის სკეჩებში მონაწილეობაც მოჰყვა.

- ნინი, მაყურებლის ყურადღება გამოჩენისთანავე მიიქციე, ელოდი თუ არა ასეთ გამოხმაურებას ?

- ჩემთვის დიდი გამოცდა აღმოჩნდა ამ ამპლუაში ყოფნა. რაც ყველაზე მეტად მიხარია ის არის, რომ მაყურებელი ჩემს მიმართ დადებითად განეწყო. ბევრი მათგანი პირადად მწერს, კომპლიმენტებს მეუბნებიან, ქუჩაში მცნობენ - რაც სტიმულს მაძლევს, რომ კიდევ მეტად ვიმუშაო საკუთარ თავზე.

Rating

- მაყურებელი ჰოლივუდელ მსახიობს ლივ ტაილერსაც კი გამსგავსებს...
- დიახ (იცინის), ძალიან ბევრმა მიმამსგავსა, რაზეც ძალიან მეცინება. თუმცა, ასეთი კომპლიმენტი სასიამოვნოა. სანამ ამ სფეროში მოვხვდებოდი ბევრჯერ უთქვამთ ჩემთვის, რომ ლივ ტაილერს ვგავარ და ამაზე სულ მეღიმებოდა. მაყურებლის მხრიდანაც ამაზე ხაზგასმა უკვე ინტერესში მაგდებს, რაიმე ნათესაური კავშირი ხომ არ გვაქვს ( იცინის).

- კომედის მსახიობებმა როგორ მიგიღეს?
- ბევრ მათგანს „რუსთავი 2“-ში მუშაობის დროს უკვე ვიცნობდი, თუმცა, თანამშრომლობამ მოლოდინს გადააჭარბა. ყველა მათგანმა ძალიან კარგად მიმიღო და დავმეგობრდით კიდეც. სულ მეხმარებიან და მამხნევებენ, რომ ჩემი შესაძლებლობები ბოლომდე გამოვავლინო. ამისთვის კი მათ ძალიან დიდი მადლობა.

- ასეთი ლამაზი გოგო, რომ ჰყავთ ჯგუფში შენს თაყვანისმცემლებს როგორ უმკლავდებიან ?
- სულ მეხუმრებიან ამ თემასთან დაკავშირებით და უკვე ჩქარობენ ჩემს გათხოვებასაც კი. (იცინის) მაგრამ ვერ მომიშორებენ (იცინის).

- სანამ „კომედი ჯგუფში“ მოხვდებოდი რას საქმიანობდი ?
- ვმუშაობდი ტელევიზია „music box -ში“ საბავშვო გადაცემა “lost league –ში“ ტელეწამყვანად და ასევე ჟურნალისტად. მოდის ონლაინ ჟურნალ „street style -ში” ჟურნალისტად და მარკეტინგის გაყიდვებში. ვმონაწილეობდი სხვადასხვა ფოტო თუ ვიდეო გადაღებებში. თუმცა, ძალიან დიდი სკოლა და გამოცდილება გადაცემა „ფარულ კონვერტში“ მუშაობის დროს მივიღე, სადაც პროფესიონალ ადამიანებთან ერთად ვიმუშავე.

- რა ხდება პირად ცხოვრებაში ?
- (იცინის) ამ ეტაპზე არაფერი არ ხდება ჩემს პირად ცხოვრებაში, რადგან სრულიად გადართული ვარ კარიერულ წინსვლაზე.

- როგორი ბიჭი უნდა იყოს ის, ვინც შენი გულის მოგებას შეეცდება? გაქვს თუ არა კრიტერიუმები?
- ასე რომ ვთქვათ, კრიტერიუმები არ მაქვს ან მოდით, საიდუმლოდ დავტოვებ, რადგან საინტერესოა, ვინ რა გზით შეეცდება ჩემი გულის მოგებას (იცინის).

- განსაკუთრებული საჩუქარი თუ მიგიღია?
- დიახ, ძირითადად, ლეკვებს მჩუქნიან, რომლებსაც ვზრდი და შემდეგ მეგობრების ოჯახებში ვანაწილებ საცხოვრებლად, რადგან ჩემს ოჯახს ახალ-ახალი ლეკვი ემატება ხოლმე (იცინის). ძალიან მიყვარს ცხოველები და ალბათ ფარული წყაროები მივრცელებენ ხმებს.

- შეყვარებული ყოფილხარ თუ არა?
- წლების წინ მეგონა, რომ მიყვარდა, თუმცა, აღმოვაჩინე, რომ არ მყვარებია. ეს არ ყოფილა სიყვარული. (იღიმის)





FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS