როგორც ინტერვიუდან გაირკვა, ბაია, მეუღლესთან ერთად, დედ-მამასთან ცხოვრობს, რაც,
„ჩემს სიძეს აქვს საკუთარი, ჩემზე დიდი სახლი, მაგრამ ჩემი შვილი ვერ მელევა (იცინის). სიძის ბებია და მშობლები მეწუწუნებიან, რატომ არიან თქვენთან, ეს ერთი შვილი გვყავსო. რა ვიცი, ამბობენ, აქ კომფორტულად ვართო…“, - აღნიშნავს „თბილისელების“ რესპონდენტი.
შვილებისთვის მკაცრი დედა ხარ და სიძისთვისაც მკაცრი სიდედრი ხარ?
ეს მას უნდა ჰკითხოთ (იცინის). ზოგადად, ჩემთვის ფამილარობა ყველაზე დიდი პროვინციალიზმის გამოხატულებაა. უზრდელობად მიმაჩნია. რა თქმა უნდა, სიძესთან მაქვს დისტანცია, მაგრამ თბილი და ტკბილი ურთიერთობა. მომწონს, მასაც როგორ უჭირავს თავი. დისტანცია მხოლოდ სიძესთან კი არა, საკუთარ ქმართანაც მაქვს. მომხრე ვარ, ყველას ჰქონდეს თავისი პირადი სივრცე, რომლის იქითაც შეჭრა უზრდელობა და უხერხულობაა.