- მას შემდეგ, რაც „რუსთავი 2“ „კურიერის“ გუნდთან ერთად დატოვეთ, „გაუჩინარდით“, იყო ვერსიები, რომ ჟურნალისტიკიდან საერთოდ წახვედით.
- 13-წლიანი მუშაობის შემდეგ, პირველად მქონდა თავისუფალი თვენახევარი და ბევრი აღმოჩენა გავაკეთე. მათ შორის ის, რომ გარშემო ბევრი საინტერესო მოვლენა ხდება. ვისიამოვნე ჩემი სახლით, შვილებით, ურთიერთობებით, მეგობრებით. ეს ყველაფერი დამეხმარა იმ სტრესის გამკლავებაში, რასაც „რუსთავი 2“-დან წამოსვლა ერქვა.
- იყო მოლოდინი, რომ „კურიერის“ ძირითად გუნდთან
- „რუსთავი 2“-დან წამოსვლის შემდეგ პაუზა ძალიან მჭირდებოდა. შემოთავაზება „მთავარიდანაც“ მქონდა და „ფორმულადანაც“. ყველა ღია ფანჯარასთან ვიკონტაქტე, კითხვას, თუ რატომ ავირჩიე „ფორმულა“, მინდა, რომ პასუხი არ გავცე და თავი ავარიდო.
- იქნებ ერთი არგუმენტი მაინც დაასახელოთ.
- „კურიერის" გუნდის წამოსვლის შემდეგ, გაჩნდა ორი ახალი ტელეარხი, რომლებზეც მოხდა ამ გუნდის გადანაწილება. ისე მოხდა, „ფორმულაზე“ წასულ ადამიანებთან უფრო სიღრმისეული ურთიერთობა მეგობრობა მქონდა. ამიტომ გადავწყვიტე, რომ მათთან ერთად უფრო საინტერესო გამოვიდოდა ჩემი მუშაობა. „ფორმულა“ უფრო ჰგავს, ახალ, სუფთა ფურცელს. მგონია, რომ „ფორმულა ნიუსი“ უფრო მაღალი ხარისხის, აკადემიურ ახალ ამბებს შექმნის და დაამკვიდრებს საქართველოში.