- როდესაც თუმანიშვილის თეატრი დაარსდა, მაშინ ორი წლის ვიყავი. მამაჩემი თუმანიშვილის სტუდენტი გახლდათ და ამ თეატრის თანადამფუძნებელი იყო. მეც თეატრში გავიზარდე - ბავშვობიდან ჩემი მიზიდულობის წერტილი თუ გრავიტაციის ძალა იყო. დედა მუსიკოსია და
შინ სულ კლასიკური მუსიკა ისმოდა. რომ გავიზარდე, ვერც წარმომედგინა, ვინ შეიძლებოდა გამოვსულიყავი, თუ არა მსახიობი, მაგრამ მამაჩემი ამ არჩევანის
- უამრავ ფესტივალზე ყოფილხართ, მაგრამ "ოსკარი", ალბათ, მაინც გამორჩეულია.
- 22 საერთაშორისო ფესტივალის პრიზი მივიღეთ და ამის შემდეგ წარდგა "მანდარინები" ოსკარზე საუკეთესო უცხოენოვან ფილმთა ხუთეულში... ჩავფრინდით ლოს-ანჯელესში. როგორც დრესკოდი მოითხოვს, ჩავიცვით ფრაკები, გამოგვიარა ლიმუზინმა და წაგვიყვანა. გრძელი გზა იყო - სანამ მივედით, სამჯერ გავჩერდით სიგარეტის მოსაწევად. ცერემონიალზე რაიმე ექსცესი რომ გამოირიცხოს, ჯარისკაცები და პოლიციელები თითოეულ სტუმარს საგულდაგულოდ ამოწმებენ. მიუხედავად იმისა, რომ გრანდიოზული კინოთეატრია, იქ შესულს მყუდროების შეგრძნება გიპყრობს და თავს კომფორტულად გრძნობ.
სიმართლე რომ გითხრათ, თავიდან ბევრი ვარსკვლავი ვერ ვიცანი. მერილ სტრიპი რომ შემოვიდა, მთელი დარბაზი ფეხზე ადგა და ტაში დაუკრა. მერე ქევინ სპეისი გამოჩნდა... ყოველ 15 წუთში იხსნება დარბაზის კარი და მაყურებელს შეუძლია ცოტა ხნით გავიდეს, თუმცა, ცერემონიალი გრძელდება.
კარის გაღებას ვუცდი, გავიხედე და გვერდით ედვარდ ნორტონი მიდგას. მის მიმართ დიდი სიმპათია გამოვხატე და დიალოგი გავაბით. დაინტერესდა, ვინ ვიყავი, საიდან... ნორტონი ხუმრობდა, ისეთი გამოპრანჭულები ვართ, ალბათ, ღმერთთანაც ასე უნდა წარვდგეთ და ის გადაწყვეტს, რომელ მხარეს გაგვიშვასო. ამ ლაპარაკში აღმოვაჩინე, რომ ჩემ უკან ულამაზესი ქალბატონი დგას ყვითელფარფლებიანი, მოტკეცილი კაბით. ისეთი მომხიბლავი იყო, თვალი ვერ გავუსწორე და მოვტრიალდი... მოკლედ, დავსხედით ჩვენს ადგილებზე და ერთ-ერთი ნომინანტის დაჯილდოების დროს გამოაცხადეს, რომ ნიკოლ კიდმანი გადასცემდა პრიზს. გავიხედე და ის ყვითელკაბიანი არ ავიდა სცენაზე?!.. თურმე რამდენიმე წუთის წინ კიდმანი მედგა ზურგს უკან. ვერ ვიცანი, კამერა მაინც ცვლის ადამიანს.
თუმცა, დე ნირო და ალ პაჩინო მაშინვე ვიცანი. ერთ-ერთ ნომინანტს შონ პენმა გადასცა პრიზი. მერე ლედი გაგამ და ბევრმა ვარსკვლავმა გამარჯვებული ფილმების საუნდტრეკები შეასრულეს. ამ ხალხის გარემოცვაში ვიყავი, ეს სანახაობაც საინტერესოა, თუმცა, თითქოს განსაკუთრებული არაფერი ხდება. თუ იმას არ ჩავთვლით, რომ ტუალეტის რიგშიც კი რომელიმე ვარსკვლავთან ერთად შეიძლება მოგიწიოს დგომამ. მე ჯო პეშთან ერთად ვიდექი... იმის თქმა მინდა, რომ ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ოღონდ არაჩვეულებრივად დიდი ჰონორარებით.
ახლა დიტო ცინცაძის "შინდისია" წარდგენილი ოსკარზე და ძალიან ვგულშემატკივრობ.
- ოჯახზე მიამბეთ.
- არ მიყვარს პირად თემებზე საუბარი... მყავს ორი შვილი, ლევანი და ალექსა, სხვადასხვა მეუღლისგან. როგორც ყველა შემოქმედს, მეც რთული ხასიათი მაქვს და ისე მოხდა, რომ დღეს მეუღლეებთან ერთად არ ვცხოვრობ.
- ალექსი გიორგი 2-ია?
- ყველა მეუბნება, ძალიან გგავსო. მე და დედამისი უფრო დედაჩემს ვამსგავსებთ. ხასიათით მე მგავს. უფროსი, ლევანი, უკვე 25 წლისაა, სარეკლამო სფეროშია და მიხარია, რომ თავის პურის ფულს გამოიმუშავებს.
- მკაცრი მამა ხართ?
- არა, პირიქით, ვცდილობ, მათი მეგობარი ვიყო და ერთმანეთთან დასამალი არაფერი გვქონდეს. აკრძალვის მეთოდი არ მუშაობს, თანაც ბრელოკივით ხომ ვერ გამოებმები... აკრძალული ხილი უფრო გემრიელია და შეიძლება, პირიქით უბიძგო... ჩემი აზრით, თუ მეტს მოვუსმენთ ჩვენს შვილებს, უკეთესი იქნება.
- ყოფილ მეუღლეებთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?
- ვმეგობრობ, რჩევებსაც ვეკითხებით ერთმანეთს, ვგულშემატკივრობთ, ვსტუმრობთ. კონფლიქტი არ გვაქვს. განშორების მიზეზებს ჩემს თავში ვეძებ...
- ზოგი ამბობს, თუ დასანგრევია ოჯახი, მოთმენა მხოლოდ დროის გაწელვააო, ზოგი კი ირწმუნება, თუ მოითმენ, მოიგებო...
- ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, დღეს ოჯახებში ქალისა და მამაკაცის ფუნქციები არეულია... ჩემი აზრით, თუ დასანგრევია ოჯახი, ჯობს, დაიშალოს და ადამიანი ამას შეეგუოს.
თავშეკავება და მოთმენა არასდროს ამართლებს, სადღაც აუცილებლად ამოხეთქავს ვულკანივით და შეიძლება უფრო დააზიანოს ორივე მხარე. მე 11 და 10 წელი ვიცხოვრე მეუღლეებთან. ალბათ, ჩემს ცხოვრებაში 10 წლის თავზე კრიტიკული პერიოდები დგება. რა მომდის, არ ვიცი. არ ვარ მარტივი ადამიანი...
- ბრძანეთ, ქალისა და მამაკაცის ფუნქციები არეულიაო... ძლიერი ქალის ბევრს ეშინია. თქვენ თუ გაშინებთ ასეთი ქალები?
- ეს რეალობაა, რასაც ვერსად გაექცევი და უნდა შეეგუო. თუ ქალი ძლიერია, მამაკაცის ფუნქციები იტვირთა და პურს ჩვენი არსობისას თვითონ მოიპოვებს, ღმერთმა შეარგოს... რატომ უნდა მეშინოდეს მისი?! ასეთებიც მინახავს, ისეთებიც... ათასნაირი ადამიანი შემხვედრია.
- თქვენი აზრით, ნინა ჟვანია ძლიერი ქალია?
- რატომ მეკითხებით? მგონი, ძალიან ძლიერი ადამიანია.
- თუ "ოსკარის" შემდეგ ქართული დელეგაციის ვიზიტს ბევრი მითქმა-მოთქმა მოჰყვა და მაშინ მიშა მესხი იყო ეპიცენტრში, ახლა თქვენ ხართ მითქმა-მოთქმის ეპიცენტრში და ნინა ჟვანია ტყუილად არ მიხსენებია...
- რა მითქმა-მოთქმაა? გაგრძელება