01 ოქტომბერი, 2019
"და­ა­ვა­დე­ბა მწვა­ვე ფორ­მებ­ში ჰქონ­და, რის გა­მოც ძვლის ტვი­ნის გა­და­ნერგვა დაგ­ვჭირ­და" - გიგა კვენეტაძის ცოლმა ლეიკემია დაამარცხა
მომ­ღე­რა­ლი გიგა კვე­ნე­ტა­ძე წლე­ბია, მოს­კოვ­ში ცხოვ­რობს და მე­ზო­ბელ ქვე­ყა­ნა­ში საკ­მა­ოდ პო­პუ­ლა­რუ­ლი კომ­პო­ზი­ტო­რია. მის სიმ­ღე­რებს რუ­სუ­ლი ესტრა­დის ყვე­ლა­ზე კაშ­კა­შა ვარ­სკვლა­ვე­ბი მღე­რი­ან.

სამი წლის წინ, გი­გასა და მისი მე­უღ­ლის, მა­რი­ა­ნა კა­რა­მო­ვას ცხოვ­რე­ბა­ში მძი­მე გან­საც­დე­ლი დად­გა, მუ­სი­კო­სის მე­უღ­ლეს ლე­ი­კე­მი­ის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს. მა­რი­ა­ნა კა­რა­მო­ვას ხან­გრძლი­ვი მკურ­ნა­ლო­ბა დას­ჭირ­და და ახლა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას გა­დის. AMBEBI.GE გიგა კვე­ნე­ტა­ძეს მოს­კოვ­ში და­უ­კავ­შირ­და და მას­თან ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რა:

- გიგა, რა ეტაპ­ზეა ამ­ჯე­რად თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა რუ­სეთ­ში?

- ყვე­ლა­ფე­რი კარ­გა­დაა, მაქვს ჩემი სტუ­დია, ვწერ ახალ სიმ­ღე­რებს ჩვე­ნი ესტრა­დის
ვარ­სკვლა­ვე­ბის­თვის, თუმ­ცა, მხო­ლოდ რუ­სუ­ლი ესტრა­დის ვარ­სკვლა­ვებ­ზე არ ვმუ­შა­ობ. აქ კა­რი­ე­რა საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლად ამე­წყო. რო­გორც სიმ­ღე­რე­ბის ავ­ტო­რი, ვმუ­შა­ობ ბას­კოვ­თან, კირ­კო­როვ­თან, ა-სტუ­დი­ოს­თან და სხვა რუს ვარ­სკვლა­ვებ­თან.

- რამ გა­ნა­პი­რო­ბა თქვე­ნი ასე­თი წარ­მა­ტე­ბა რუ­სულ შოუ-ბიზ­ნეს­ში?

- ალ­ბათ, უფრო სა­ნაც­ნო­ბო წრის ზრდა და­მეხ­მა­რა. ჩემი სა­ნაც­ნო­ბო წრე რუ­სეთ­ში ყო­ველ­დღი­უ­რად ფარ­თოვ­დე­ბა, მო­თხოვ­ნა­დია ჩემი სიმ­ღე­რე­ბი და წარ­მა­ტე­ბა სწო­რედ ამან მო­მი­ტა­ნა. ჩემი სა­ქარ­თვე­ლოც არ მა­ვი­წყდე­ბა, ხში­რად ჩა­მოვ­დი­ვარ. ამ ზა­ფხულს ოჯახ­თან ერ­თად თვე­ნა­ხე­ვა­რი ვი­ყა­ვი ჩა­მო­სუ­ლი.



- სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი თუ აი­სა­ხე­ბა რუ­სეთ­ში თქვენს ცხოვ­რე­ბა­ზე?


- პო­ლი­ტი­კუ­რი ბა­ტა­ლი­ე­ბი და და­უმ­თავ­რე­ბე­ლი ქარ­თულ-რუ­სუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი რუ­სეთ­ში მცხოვ­რებ ქარ­თვე­ლებ­ზე ნამ­დვი­ლად აი­სა­ხე­ბა. კარ­გი ცხოვ­რე­ბის გამო, არც მოს­კოვ­შია ვინ­მე გაქ­ცე­უ­ლი და არც ევ­რო­პა­ში. ბუ­ნებ­რი­ვია, დის­კომ­ფორ­ტი გვექ­მნე­ბა, მაგ­რამ არა­ვინ დაგ­ვსდევს და არა­ვინ გვერ­ჩის.

- გიგა, სამი წლის წინ თქვე­ნი ოჯა­ხი დიდი გან­საც­დე­ლის წი­ნა­შე დად­გა, თქვენს მე­უღ­ლეს ლე­ი­კე­მი­ის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს, რა ეტაპ­ზეა მკურ­ნა­ლო­ბა?

- უკვე მე­სა­მე წე­ლია, ვებ­რძვით და­ა­ვა­დე­ბას, რო­მე­ლიც არის სის­ხლის კიბო. მე ვფიქ­რობ და იმე­დი მაქვს, უკვე და­ვა­მარ­ცხეთ. ამას ანა­ლი­ზე­ბი გვიჩ­ვე­ნებს. ერთი წე­ლია, სამ თვე­ში ერთხელ ვი­ღებთ ანა­ლი­ზებს და ასპრო­ცენ­ტი­ა­ნი შე­დე­გი მი­ვი­ღეთ. სამ­წუ­ხა­როდ, ქი­მი­ამ და წამ­ლებ­მა ფე­ხის კი­დუ­რე­ბი და­ა­ზი­ა­ნა, პირ­ვე­ლი ოპე­რა­ცია გა­კეთ­და ერთ ფეხ­ზე და ოქ­ტომ­ბერ­ში მე­ო­რე ფეხ­ზეც გა­უ­კეთ­დე­ბა. იმე­დი მაქვს, ამით ჩვე­ნი გა­მოც­და დას­რულ­დე­ბა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS