30 სექტემბერი, 2019
"მე და მარიამი უკვე სერიოზულად ვფიქრობთ, ბავშვი გავაჩინოთ. აქამდე ასე არასდროს გვნდომებია"
"გაორებული, არაორგანიზებული, ზედაპირული და მოუთმენელია. მასში ყოველთვის ორი ადამიანი ცხოვრობს და ხასიათიც ელვის სისწრაფით ეცვლება, ასეთივე სისწრაფით იცვლის სამსახურს, გადაწყვეტილებებს და საცხოვრებელ ადგილს. ხშირად ცინიკოსია, არაკეთილსინდისიერი მეთოდებით თამაშსაც არ ერიდება. ტემპერამენტიანი და ფეთქებადია, კონფლიქტურ სიტუაციაში წონასწორობას მარტივად კარგავს, მაგრამ მისი რისხვა ხანმოკლეა", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ცხენის წელში დაბადებულ ტყუპს, ეს მსახიობ გიორგი მახარაძის ზოდიაქოს ნიშანია.


- ასტროლოგია ძალიან მაინტერესებს. ჩემი ნიშნის დახასიათებიდან ჩემს ხასიათს ბევრი რამ ემთხვევა. სულსწრაფი ვარ, ამ შემთხვევაში, ტყუპის მოუთმენლობას გურულობაც
ემატება და მერწმუნე, ეს უკვე სხვა ხარისხია (იცინის).

- თუ იცი, შენი ნიშნის თილისმა რა არის?
- არა.

- ნიღაბი.
- მსახიობობა ამიტომ ავირჩიე? ვა! ეს მართლა არ ვიცოდი. ვიცი, რომ ჰაერის სტიქია ვარ.

- გაორებული ადამიანი ხარ?
- მაგაზე სულ ვფიქრობ და ვერ გავიგე. ხანდახან მგონია, რომ გაორებული ვარ, ხანდახან საპირისპიროს ვფიქრობ.

- გაორებულობაც ეს არის.

- ხასიათი ძალიან სწრაფად მეცვლება. ერთმა სიტყვამ, ერთმა გამოხედვამ, რაღაც უმნიშვნელო დეტალმა შესაძლოა, რადიკალურად განსხვავებულ ხასიათზე დამაყენოს.

- ეს დამღლელია?

- რთულია, საკუთარ თავთან ჭიდაობა გიწევს.

- "არაორგანიზებული, ზედაპირული და მოუთმენელია".
- ძალიან მოუთმენელი ვარ. თუ ვიცი, რაღაც უნდა მაჩუქონ, რაღაც უნდა მომიტანონ, რაღაც უნდა შევიძინო ან გავაკეთო, ის ამბავი ხვალისთვის თუ გადაიდო, ძალიან ცუდად ვხდები, ვგიჟდები.

- სულსწრაფობა და მოუთმენლობა საქმის კეთების დროსაც გჩვევია?
- კი. ერთდროულად შეიძლება 7 საქმე დავიწყო, მერე დროს სწორად ვეღარ ვანაწილებ. ზოგიერთ საქმეს შუა გზაში ვტოვებ, ზოგიერთი ბოლომდე მიმყავს. საფუძვლიანად ვერ ვეკიდები, ეს ჩემი მინუსია და ამის გამოსწორებაზე აუცილებლად უნდა ვიმუშაო.

- "მას უყვარს ტყუილების თქმა".

- (იცინის) ბოროტი ტყუილები არასდროს მითქვამს. ჩემს სიტყვას არასდროს არავინ დაუზარალებია, ვინმესთვის გული არასდროს მიტკენია. უმნიშვნელო ტყუილს კი ყველა ჩვენგანი ვამბობთ.

- "არ უყვარს ერთ რამეზე ან ერთ ვინმეზე მიჯაჭვა, ხასიათის ადამიანია".

- ეს ტყუპისთვის დამახასიათებელი და მე ვფიქრობ, მკვეთრად გამოკვეთილი თვისებაა. ერთფეროვნება მკლავს, ძალიან მალე მბეზრდება. სულ ვცდილობ, რაღაც სიახლე მოვძებნო. ვერ ვუძლებ რუტინას, სულ თავგადასავალს ვეძებ. ზოგჯერ სიახლისკენ სწრაფვის სურვილი მცირე დეტალითაც შეიძლება დავიკმაყოფილო. გაგრძელება

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS