20 სექტემბერი, 2019
"რაც პრეზიდენტმა გააკეთა, ეს ოჯახისთვის უფრო მძიმეა" - რა წყენას უხსენებს ზურაბიშვილს და რას ამბობს მკვლელის შეწყალებაზე მსახიობი ნანა ლორთქიფანიძე
პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის სკან­და­ლუ­რი შე­წყა­ლე­ბე­ბის შემ­დეგ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ვნე­ბა­თა­ღელ­ვა არ წყდე­ბა. მოკ­ლუ­ლე­ბის ოჯა­ხე­ბი გან­მარ­ტე­ბას ელი­ან, რა­ტომ შე­ი­წყა­ლა პრე­ზი­დენ­ტმა მათი ახ­ლობ­ლე­ბის მკვლე­ლე­ბი და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ამ საქ­მე­ე­ბის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­მო­ძი­ე­ბას თხო­ვენ.

შე­წყა­ლე­ბულ­თა შო­რის აკა­დე­მი­კოს მა­რი­კა ლორ­თქი­ფა­ნი­ძის 18 წლის შვი­ლიშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში მსჯავ­რდე­ბუ­ლი არ­სენ ბეჟა­ნი­ძე­ცაა. ის უკვე თა­ვი­სუ­ფა­ლია, არა­და დამ­ნა­შა­ვის დას­ჯას ოჯა­ხი 12 წელი ელო­და. მოკ­ლუ­ლის მამა, ის­ტო­რი­კო­სი გი­ორ­გი ოთხმე­ზუ­რი მომ­ხდა­რით იმ­დე­ნად შეძ­რუ­ლია, მე­დი­ას­თან არ სა­უბ­რობს.

მსა­ხი­ო­ბი ნანა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, რო­მე­ლიც ლორ­თქი­ფა­ნი­ძე­ე­ბის დიდი ოჯა­ხის წევ­რია, მისი მა­მი­დაშ­ვი­ლის შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში მსჯავ­რდე­ბუ­ლის გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ოჯა­ხის
შე­უ­რა­ცხყო­ფად თვლის. ის ამ­ბობს, რომ სულ­ში ჩა­ა­ფურ­თხეს.


ქალ­ბა­ტონ­მა ნა­ნამ AMBEBI.GE-ს სკან­და­ლუ­რი ამ­ბა­ვიც უთხრა - თურ­მე ამ ხმა­უ­რის შემ­დეგ, პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­დან აც­ნო­ბეს, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა არ იცო­და შე­წყა­ლე­ბუ­ლი ბეჟა­ნი­ძე და­ვით ოთხმე­ზუ­რის მკვლე­ლი თუ იყო. ეს ზარი კი მეტ ეჭ­ვებს აჩენს...

ახლა ოჯა­ხი ითხოვს გა­ირ­კვეს, რო­გორ აღ­მოჩ­ნდა ეს უმ­ძი­მე­სი საქ­მე­ე­ბი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მა­გი­და­ზე.

ნანა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, მსა­ხი­ო­ბი:

"ტე­ლე­ვი­ზით შე­ვი­ტყვეთ ეს ამ­ბა­ვი. ჩვე­ნი ოჯა­ხი სა­შინ­ლად შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლია, გა­ოგ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, სულ ვფიქ­რობ, რა ახ­სნა უნდა მო­ე­ძებ­ნოს ამას, მაგ­რამ აქ ხომ მარ­ტო ჩვენს ოჯახ­ზე არ არის სა­უ­ბა­რი?! რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს იმას, რომ ეს ეხე­ბა მა­რი­კა ლორ­თქი­ფა­ნი­ძის შვი­ლიშ­ვილს, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა სა­ერ­თოდ 18 წლის ბი­ჭის მკვლე­ლი ქუ­ჩა­ში გა­უშ­ვა, ისე­ვე რო­გორც პო­ლი­ცი­ე­ლის მკვლე­ლი?!

იმ­დე­ნად აღ­შფო­თე­ბუ­ლია, იმ­დე­ნად ტრავ­მი­რე­ბუ­ლი და წყო­ბი­დან გა­მო­სუ­ლია ჩემი მა­მი­დაშ­ვი­ლი გი­ორ­გი ოთხმე­ზუ­რი, რომ ვერც ლა­პა­რა­კობს... მეც პირ­ვე­ლად ვარ ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, ლა­პა­რა­კი მი­ჭირს, სა­ოც­რე­ბა ჩა­ი­დი­ნა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა!



- თუ გაქვთ ინ­ფორ­მა­ცია, რო­გორ აღ­მოჩ­ნდა ას­ლან ბეჟა­ნი­ძე ამ სი­ა­ში?

- ამ ფაქ­ტის გახ­მა­უ­რე­ბის შემ­დეგ დაგ­ვი­კავ­შირ­დნენ პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­დან და გვიყ­ვე­ბი­ან, პრე­ზი­დენ­ტმა არ იცო­და ოთხმე­ზუ­რის მკვლელს რომ იწყა­ლებ­და, არ იცო­და ვინ იყო და­ზა­რა­ლე­ბუ­ლიო. ეს უფრო დიდი სა­ში­ნე­ლე­ბა და ტრა­გე­დი­აა, რას ნიშ­ნავს არ იცო­და? არ იცის პრე­ზი­დენ­ტმა ხელს რას აწერს? ამას ახ­სნა არ აქვს და თუ იცი, ეს მე­ო­რე ტრა­გე­დია! რა გვი­თხრან აღარ იცი­ან, ამი­ტომ ბო­და­ვენ რა­ღა­ცე­ებს.

აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ აქვს ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბა, იცო­და თუ არ იცო­და, ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში სა­ში­ნე­ლე­ბაა, მკვლელს რომ გა­რეთ უშ­ვებ და თუ არ იცო­და, რას აწერ­და ხელს, ეს უკვე ქვეყ­ნის ტრა­გე­დი­აა.

- რო­დის და ვინ და­გი­კავ­შირ­დათ?

- რო­გორც კი ეს ამ­ბა­ვი გახ­და ცნო­ბი­ლი, იმ დღეს­ვე დაგ­ვი­კავ­შირ­დნენ პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­დან, ვინ დაგ­ვი­კავ­შირ­და, მის გვარს ვერ და­ვა­სა­ხე­ლებ. გე­ტყვით რომ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა თქვა, წუ­ხი­ლი გა­მოთ­ქვა ამით პრე­ზი­დენ­ტმაო, არ ვი­ცო­დი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ვინ იყოო. ეს სი­სუ­ლე­ლეა. კი­დევ უფრო წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი და უფრო მძი­მეა! მა­მა­ჩე­მი, გიგა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, როცა პარ­ლა­მენ­ტში იყო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სის თავ­მჯდო­მა­რე გახ­ლდათ. კარ­გად მახ­სოვს, ღა­მე­ებს ათე­ნებ­და, სახ­ლში ტო­მე­ბი ეწყო და სა­თი­თა­ოდ კი­თხუ­ლობ­და ყვე­ლა შე­სა­წყა­ლე­ბე­ლი პი­რის მთლი­ან საქ­მეს. განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS