- რა ბედი ეწია პროფესიულ სასაწავლებელს, რომელიც თქვენ დააფუძნეთ?
- სამწუხაროდ, ამ წუთებში ჩემი ძველი სასწავლებლის რეაბილიტაციას ვერ ვახერხებ, რადგან ჯერ კიდევ სასამართლო მიმდინარეობს. როდესაც პროფესიული სასწავლო ცენტრი სახელმწიფოს გადავეცით, პირობა იყო დადებული, რომ სასწავლებელი მე დამრჩებოდა საკუთრებაში და წარმოება იქნებოდა თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში, ეს იყო წინა ხელისფლების დროს. დღემდე სასამართლო იწელება... არც პროცესები ტარდება. ახლა ახალი სარჩელი გვაქვს შეტანილი, 30 სქეტემბერს პირველ სასამართლო პროცესს ველოდებით.
- რა მოთხოვნით მიმართეთ სასამართლოს?
- კომპანია "დემეტრე 96" სამეწარმეო საქმიანობას ვერ ახორციელებს, რადგან სახელმწიფო ბიუჯეტის ვალი დაუგროვდა, რომელიც 2 მილიონ ლარს აღემატება, ანგარიშებს "ინკასო" ადევს... ზუსტად კომპანიის გადასარჩენად სასამართლოს ახალი სარჩელით მივმართე. მოვითხოვ, რომ დირექტორის თანამდებობაზე აღმადგინონ.
- რა მოლოდინი გაქვთ?
- ძალიან მინდა ვთხოვო მათ, ვისაც ჯეროვანი გადაწყვეტილების მიღება შეუძლია, რომ შემხვდნენ და დამელაპარაკონ, რადგან ეს ყველაფერი ისევ და ისევ სახელმწიფოს ინტერესებში შედის... იმისათვის, რომ ქართული ჯარი საქართველოში იმოსებოდეს და ჩემს სასწავლებელში ახალგაზრდები ეუფლებოდნენ პროფესიას, რომელიც მათ წარმატებული საქმიანობისკენ გაუხნის გზას. ჩვენი კურსდამთავრებულები მიმობნეულები არიან მთელ საქართველოში. მათ "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში, საკუთარი სახელოსნოები გახსნეს და ახლა სხვებსაც ასწავლიან პროფესიას.
- ახლა რას საქმიანობთ? რამე სიახლე ხომ არ გაქვთ პროფესიული კუთხით? გაგრძელება