გრიგოლს ნაკლებად უყვარს პრესასთან ურთიერთობა, მითუმეტეს პირად ცხოვრებაზე საუბარი, თუმცა, „რეიტინგმა“ მასთან ინტერვიუ ჩაწერა და საინტერესო სიახლეები შეიტყო.
- გრიგოლ, საქართველოში წარმატებული კარიერა გაქვთ, თუმცა, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველო დატოვეთ და ახლა საზღვარგარეთ იმყოფებით, მოგვიყევით, რატომ დატოვეთ ქვეყანა, სად ხართ და
- დიახ, ამჟამად საქართველოში არ ვიმყოფები, კონტრაქტით ვარ ანტალიაში ზაფხულის სეზონზე მოწვეულ ქორეოგრაფად, ჩემი საქართველოს დატოვების მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ზაფხულის სეზონი არც თუ ისე მომგებიანი და შემოსავლიანია ჩვენი პროფესიის ადამიანებისთვის, გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ჩვენთვის, შეიცვალო ადგილი, მიიღო მეტი გამოცდილება. განვითარებაშიც გეხმარება სხვადასხვა ქვეყნის მოცეკვავეებთან თანამშრომლობა, მე თითოეული მათგანისგან ასევე ვსწავლობ იმას, რაც ჩემთვის უცხოა, მიუხედავად იმისა, რომ ქორეოგრაფი ვარ მათი!
- გამოდის, რომ მალე დაბრუნდებით საქართველოში და ისევ გიხილავთ, როგორც სატელევიზიო ასევე სხვა პროექტებში?
- დიახ, მალე დავბრუნდები. ნოემბერში საქართველოში ვიქნები. ჩემი სეზონური კონტრაქტიც მთავრდება! რა თქმა უნდა, ვიქნები თუ ტელევიზიები შეგვიწყობენ ხელს და ექნებათ ჩვენთვის - მოცეკვავეებისთვის საინტერესო პროექტები.
ბოლო ათი წლის მანძილზე, ყველა სატელევიზიო პროექტში მივიღე მონაწილეობა. ბუნებრივია, ყველა საინტერესო პროექტს შევუერთდები, თუმცა, მხოლოდ ჩემი სურვილი არაა საკმარისი, პროდუსერებსაც უნდა ჰქონდეთ ამის სურვილი.
თუმცა, მაქვს ჯანსაღი ამბიცია, ვიყო ყველა პროექტში.
- ფინანსური კუთხით, რამდენად საინტერესოა მოცეკვავეებისთვის ტელეპროექტები? პოპულარობის გაზრდის გარდა, რას გაძლევთ?
- მოცეკვავეებისთვის და არა მხოლოდ მოცეკვავეებისთვის, ტელეპროექტები საკუთარი თავის რეკლამირების საუკეთესო საშუალებაა. ასევე, საკუთარი პროფესიის. ამის შემდეგ უფრო ადვილად შეგიძლია აჩვენო დამკვეთს, რომ ნებისმიერი პროექტის განხორციელება შეგიძლია და დადო სასურველი რეიტინგი. ტელეპროექტების გარდა, არის სხვადასხვა ღონისძიებები, კორპორატიული წვეულებები, გადაღებები, სადაც უფრო კარგად არის წარმოჩენილი შენი იმიჯი. ამ ეწ. რეკლამირებით, ყიდი საკუთარ თავს, პროფესიას და ესაა შემოსავლის წყარო. დღეს რომ საზღვარგარეთ ვიმყოფები, სწორედ, ტელეპროექტების დამსახურებაა!
და ბოლოს შემიძლია დავამატო, ბედნიერებაა ჩემთვის, წავრსდგე ისეთი ფართო საზოგადოებოს წინაშე, რომლებიც ტელევიზიიდან გვადევნებენ თვალს და გვაფასებენ, ეს მეტ პასუხისმგებლობას მმატებს.
ხალხის სიყვარულია ის, რასაც ვერ ვიყიდი, ეს უნდა მოვიპოვო შემოქმედებით.
- გრიგოლ, პირად ცხოვრებაში რა ხდება?
- როგორც წესი, ეს ის კითხვაა, რომლის მიმართ კრიტიკული ვარ! სიტყვა იმდენად კარგად იშიფრება - პირადი - რომ ეს უნდა დარჩეს პირადად! ჩემ პირადში ისეთი არაფერი ხდება, არ ვარ დაოჯახებული! ამ სეზონზე გავიცანი ძალიან საყვარელი გოგონა, მაგრამ მოვლენებს არ ვუსწრებ წინ და არც საკუთარ თავს. არ ვიცი, შემდგომ როგორ განვითარდება მოვლენები, ეს იქნება სეზონური ფლირტი, თუ მიიღებს სერიოზულ სახეს. ამ ეტაპზე კმაყოფილი ვარ, რა ურთიერთობაც მაქვს.
- ვინ არის ეს გოგონა?
- ის ქართველი არაა, კონტრაქტითაა მოწვეული ჯგუფში მოცეკვავედ და მე გახლავართ მისი ქორეოგრაფი. ამ თანამშრომლობამაც დაგვამეგობრა.
- რითი მოგხიბლათ?
- ის სულ ხალისიანია, ენერგიული, იმხელა ენერგეტიკა და პოზიტივი აქვს, მასთან ერთად არასდროს ვიწყენ, რა თქმა უნდა, ჩემთვის ის სექსუალური და ლამაზიცაა.
- - საზაფხულო რომანები ხშირად გქონიათ?
- რომანების მოყვარული არ ვარ.
- ფლირტის?
- ვფიქრობ, არ არსებობს ადამიანი, ვისაც ფლირტი არ მოსწონს.
- რომანები რატომ არ გიყვარს?
- იმიტომ რომ თავისუფლება და ფლირტი მომწონს.
- ალბათ უცხოელ გოგონებსაც ამიტომ ირჩევ ფლირტისთვის?
- მე არავის სპეციალურად არ ვირჩევ და არც ჩვენ გოგონებს აქვთ თავისუფლებასთან პრობლემა.
ადამიანი, რომელიც შენს საქმეშია, საშუალებას გაძლევს, უკეთესად გაიცნო, შეეჩვიო და შემდეგ სხვა სახეს იღებს.
- ვფიქრობ, პრეტენზიულიც ხარ გოგონებთან მიმართებაში...
- ვფიქრობ, ყველა მამაკაცს რაღაც მოსწონს ქალში და რაღაც არა. ან ვიზუალი, ან ხასიათი, ან ჩაცმულობა. ეს პრეტენზიები არაა - ეს ჩემი სურვილია! როგორი გოგონა შეიძლება იყოს ჩემს გვერდში.
თუ ადამიანს ვერ გავუგე, არც იმის სილამაზე მაინტერესებს. ნებისმიერი გარეგნობის და ხასიათის ადამიანის შეყვარება შემიძლია, თუ მომეწონება და გავუგებ.
- აშკარაა, დაოჯახებას ჯერჯერობით არ გეგმავ, საქმის მხრივ რა გეგმები გაქვს?
- ვფიქრობ, რაღაც პროექტებზე, მაგრამ ამას ფინანსები სჭირდება და არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო. უცხოეთიდან მაქვს ორი შემოთავაზება, მაგრამ საქართველოში ყოფნა მუშაობა მირჩევნია ჯერჯერობით. თუ უკეთესი მდგომარეობა დამხვდა ჩემს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, არსად არ წავალ. იმედია, სატელევიზიო პროექტების ნაკლებობაც არ იქნება, მითუმეტეს, ეხლა უკვე არა ერთი ტელევიზია გვაქვს და პროექტები მათ ხელს უწყობთ თავის არხის რეიტინგისთვის.