12 სექტემბერი, 2019
ანი გიუნტერი რუსთავი 2-ის ახალ ხელმძღვანელობას სრულ ნდობას უცხადებს
,,რუსთავი 2″-ის დილის გადაცემის ერთ-ერთი ცნობილი წამყვანი, ანი გიუნტერი ჟურნალისტურ საქმიანობას კვლავ ,,რუსთავი 2″-ზე გააგრძელებს. ამასთან დაკავშირებით მან ჟურნალ ,,სარკესთან” ისაუბრა.

„ემოციები საქმიან ურთიერთობებში არასდროს არის მომგებიანი. სწორედ ისეთივე შემართებით მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავრჩე არხზე, სადაც 13 წელია ვაკეთებ საქმეს, რომელიც მიყვარს. 2006 წლიდან დილის გადაცემაში ვმუშაობ და ამის გამო ჩემ წილ პასუხისმგებლობას ყოველთვის ვგრძნობ საკუთარ თავთანაც და მაყურებლის წინაშე. სწორედ ამ ფაქტორმა გადაპირობა, რომ ახალ სეზონს ამ არხზე ვიწყებ“, – ამბობს ტელეწამყვანი.

ანი გიუნტერი
რუსთავი 2-ის ახალ ხელმძღვანელობას სრულ ნდობას უცხადებს და ამბობს, რომ ჟურნალისტებმა სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტია მიიღეს.


„რუსთავი 2-ისთვის საგანგებო რეჟიმში მუშაობა უცხო არ არის, ამიტომაც ზუსტად ერთ დღეში დაკომპლექტდა ახალი გუნდი,ისეთი, როგორიც აქამდე არ ყოფილა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ კვლავ პირველები ვიყოთ. მივიღეთ გარანტია, რომ ჟურნალისტებს გვექნება საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებული თავისუფლების დონე. მე მაქვს ნდობა იმ არხის მიმართ, სადაც ახლა ვმუშაობ, სხვაგვარად ვერ გავჩერდებოდი“, – აცხადებს ანი გიუნტერი.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია ,,რუსთავი 2” „დილამშვიდობისა საქართველოს“ პროდიუსერმა და რამდენიმე ჟურნალისტმა დატოვა. ისინი ახალ ტელეკომპანია „მესამეში“ გადავიდნენ.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS