11 სექტემბერი, 2019
რატომ წავიდა სახლიდან დუტა სხირტლაძე?
გთავაზობთ ინტერვიუს დუტა სხირტლაძესთან ჟურნალ "გზის" არქივიდან:

აღიარებს, რომ როცა პერსონაჟი მოსწონს, მის განსახიერებაზე აქტიურად მუშაობს, სხვა შემთხვევაში კი საქმეს ზერელედ ეკიდება. საინტერესოა, როგორი იყო მისთვის პირველი ინტერვიუ, პირველი ჰონორარი და ყველაფერი პირველი... ამის შესახებ დუტა სხირტლაძეს ჟურნალი "გზა" ესაუბრა.

- პირველი ინტერვიუ...
- ეს დედაჩემს ემახსოვრება, რადგან ყველაფერი შენახული აქვს. გაზეთი "ალაზნის განთიადი" არსებობდა. ჰოდა, ალბათ პირველი ინტერვიუ ამ გამოცემის ჟურნალისტს მივეცი, როგორც მუსიკალური ჯგუფის - "ღამურების" ერთ-ერთმა წევრმა
("ღამურებში" ბავშვობაში ვუკრავდი).

- პირველი
ჰონორარი...

- 70 მანეთი იყო. 14 წლის ვიყავი, როცა თელავში, ნადიკვარზე, საზაფხულო თეატრში პირველი კონცერტი ჩავატარეთ. სამწუხაროდ, ეს თეატრი აღარ არსებობს - დაიწვა. უნიკალური შენობა იყო. კომუნისტური რეჟიმის პერიოდშივე აღარ ფუნქციონირებდა. ბიჭები კრეატიულობას ვცდილობდით და თეატრის მიტოვებულ შენობაში კონცერტის გამართვა ამიტომაც გადავწყვიტეთ. როგორც კი ხმაური ავტეხეთ (დაკვრა დავიწყეთ), შენობიდან ღამურები გამოფრინდნენ. საზოგადოებამ მიიჩნია, რომ ეს სპეციალურად გავაკეთეთ და ამას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, თელავში ძალიან პოპულარულები გავხდით. პირველი ჰონორარი იქვე, "ინტურისტში" დავხარჯეთ - 14 წლის ბავშვები წავედით და ბევრი დავლიეთ!.. შემდეგ უკვე თითო კონცერტში ხუთჯერ მეტი შემოსავალი გვქონდა.

- ბავშვობაში ბევრი ფულის პატრონი ყოფილხართ...
- დედაჩემს ხელფასი 70 მანეთი ჰქონდა, მე კი 400 მანეთს ვშოულობდი. კონცერტებს ვატარებდით: ჭაბუკიანში, ლელიანში, ლაგოდეხში...

- პირველი სერიოზული უთანხმოება მშობლებთან...
- ალბათ 14 წლის ვიყავი. მახსოვს, იმ დღეს თელავში ქარიანი დღე იყო. სახლიდან წავედი და ღამე სკოლის სხვენში გავათენე.

- მშობლები დიდხანს ანერვიულეთ? შინ როდის დაბრუნდით?
- 2-3 დღეში.

- მიზეზი გახსოვთ, რის გამოც სახლიდან წახვედით?
- გარდატეხის ასაკისთვის ჩვეული პროტესტი იყო და თავისთავად, რაღაც სისულელე იქნებოდა. გაგრძელება

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS