ჟურნალ „თბილისელებთან“ ეკა კვალიაშვილმა ამ თემაზე კომენტარი გააკეთა:
- სრულიად შემთხვევით წავაწყდი, სოციალურ ქსელში, ჩემს სიმღერას ლუბა უსპენსკაიას შესრულებით. არც უფლება, არც კთხვა, შეიძლება თუ არა… ამ სიმღერაზე, აფანატებს სრულიად რუსეთი. ასე არ შეიძლება. თან, ავტორის სახელი და გვარიც არ აქვს მიწერილი. ყველაფერს საზღვარი აქვს. ალიონა ივანცოვამ დამირეკა და მკითხა:
– თუ გაარკვევ ამ ამბავს, როგორ აპირებ დასჯას სამართლებრივი კანონის დაცვით?
– დასჯა, ეს ზედმეტად ხმამაღალი და არაცივილური ნათქვამია, თუმცა, აუცილებლად მოვახდენ რეაგირებას, რა თქმა უნდა, ჩემი უფლებებისა და კანონის ფარგლებში. დიდ პატივს ვცემ ყველა კოლეგას მთელ მსოფლიოში, ვაფასებ მათ შემოქმედებასა და შრომას და რა თქმა უნდა, მათ არჩევანს, რომელიც ჩემს სიმღერაზე შეაჩერეს და ეს არა მხოლოდ უსპენსკაიაა…
წყარო: თბილისელები