05 სექტემბერი, 2019
"მოხდა ისე როგორც უნდა მომხდარიყო" - ივანა მელაის ამერიკული ცხოვრების დეტალები
უკრაინელი მომღერალი და ტელეწამყვანი, ივანა მელაი, რამდენიმე წლის წინ საცხოვრებლად და სამუშაოდ საქართველოში გადმოვიდა, სადაც ისეთივე წარმატებული კარიერა შეიქმნა, როგორიც უკრაინაში დატოვა.

წლების შემდეგ, ივანამ ხმაურიან ცხოვრებაზე უარი თქვა, ოჯახი შექმნა და საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა.

ივანა მელაი და „ქუჩის ბიჭების“ წევრი გურამიკო ლომიძე ამერიკაში პატარა ქალიშვილს ზრდიან. ოჯახის პარალელურად, ივანა საკუთარ კარიერას განაგრძობს, ამის პარალელურად სწავლობს - ის კოლუმბიის უნივერსიტეტში ჩაირიცხა.

მომღერალი ხშირად სტუმრობს საქართველოს და ოცნებობს, წლების შემდეგ ბორჯომში იცხოვროს.


Rating

- უკვე მესამე წელია,
ამერიკაში ცხოვრობთ, რა შეიცვალა მას მერე, რაც ამერიკაში გადახვედით საცხოვრებლად?


- ასე გადაწყვიტა ბედისწერამ, რომ მე ამერიკაში გადავსულიყავი საცხოვრებლად, რომელიც ვარსკვლავური მექაა, ჩემი შვილი ამერიკაში დაიბადა, აქ ვიღებ განათლებლებას კოლუმბიის უნივერსიტეტში, ცხოვრება იმდენად საინტერესოა, არ ვიცი ხვალ სად აღმოვჩნდები, თუმცა, პატარა საიდუმლოსაც გაგიმხელთ, ჩემი ოცნებაა, რომ ბორჯომში სასტუმრო ავაშენო, სადაც ჩემს შვილიშვილებს გავზრდი და ბოლომდე მათ დავუთმობ ჩემს დროს.

- როგორ გამოგდით ასე ადვილად ქვეყნების შეცვლა, ჯერ უკრაინიდან საქართველოში, შემდეგ საქართველოდან ამერიკაში და ყველგან წარმატებას აღწევთ?


- სინამდვილეში ეს რთული გზაა, ვტოვებ საყვარელ ადამიანებს, ადგილებს, რომლებიც ჩემი გულის ნაწილები არიან, სულ ვეუბნები ჩემს თავს, რომ ჩვენ ადამიანები, რაც მთავარია, ერთ პლანეტაზე ვცხოვრობთ და დისტანცია არც ისე შორია.

Rating

- როგორ შეძელით საქართველოში უკვე ცნობილი მომღერალის სტატუსის დათმობა და გადასვლა ამერიკაში, ცოლის, დედის და სტუდენტის ამპლუაში, არ გაგჩენიათ სურვილი ისევ ვარსკვლავური ცხოვრების?


- მე მზად ვარ მუდმივი განვითარებისთვის და ვერაფერი შემაჩერებს, ჩემი ცხოვრება ამ ეტაპზე ბედნიერებით არის მოცული.

- ვინ არის თქვენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი?
ჩემი ოჯახი და ლოცვა, რომელიც მაძლიერებს, ჩემმა ბაბუამ ეკლესია ააშენა წმინდა პეტრეს სახელობის, რომლის მადლიერიც ვარ, ასევე ჩემი ბებია დედაო ამა, ყოველ დღე ჩემთვის ლოცულობს, ჩემი მეუღლე გურამი, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდშია, ჩემი უძვირფასესი მშობლები, ჩემი უსაყვარლესი შვილი ელიზაბედ-ნატალია, და ჩემი ძვირფასი ქართველი ხალხი, მათგან სულ ვგრძნობ მხარდაჭერას, თუმცა საკუთარი თავის გულშემატკივარი თავად მეც ვარ.

- ბევრს აქვს კითხვა, რატომ გაყევით ქართველ გურამ ლომიძეს, როდესაც ვიცით, რომ ბევრი მილიონერი თაყვანისმცემელი გყავდათ ჰოლივუდიდან, ფრანგები, იტალიელები, ამაზე უკრაინული პრესაც წერდა...

- მოხდა ისე, როგორც უნდა მომხდარიყო.

Rating

- ამერიკაში ყველაზე პრესტიჟულ კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლობთ, რატომ გადაწყვიტეთ სწავლის თავიდან დაწყება?

- რაც უფრო მეტი ვიცი, ვხვდები, რომ არაფერი არ ვიცი - ამ ციტატით გიპასუხებთ.



- თქვენი სამომავლო გეგმები რა არის?
- ხომ გაგიგიათ - გინდათ, გააცინოთ ღმერთი? მაშინ მოუყევით მათ თქვენი გეგმების შესახებ.

მინდა ვიცხოვრო, ვმღეროდე, ვისიამოვნო ცხოვრებით, ამ ეტაპზე ვემზადები მნიშვნელოვანი პროექტისთვის, ამისთვის კი კაბა ცნობილმა უკრაინელმა დიზაინერმა და ჩემმა მეგობარმა სერგეი ერმაკოვმა უკვე შემიკერა.

ბოლოს მინდა, წარმატებები ვუსურვო ყველა ქართველს, მე საქართველოში გავატარე ზაფხული და ვგულშემატკივრობ ამ ქვეყნის ტურიზმს, ხშირი სტუმარი ვიყავი ციხისძირის და ბათუმის, სადაც ფოტოსესიაც მქონდა, ჩემი გამომწერები სულ მეკითხებიან საქართველოზე და ყოველთვის ამაყად ვპასუხობ, რომ საქართველო უნდა ნახონ და შეიგრძნონ.

Rating
Rating



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS