ჟურნალმა "გზამ" ამ საკითხზე ცნობილი ადამიანების მოსაზრებები ჩაწერა, რომელთაგან ერთ-ერთს, ჟურნალისტ ნათია ბანძელაძის და ყველასთვის საყვარელი მსახიობის გიორგი გოგიჩაიშვილის ფრაგმენტს გთავაზობთ.
- მეც ასე ვფიქრობ: ხშირად ძნელია, იპოვო ადამიანი, ვინც შენი ცხოვრების ნავსაყუდელი, იმედი და მამოძრავებელი ძალა იქნება.
მნიშვნელობა არა აქვს, ადრე იპოვი თუ გვიან,
მე და გოგიჩა ძალიან ადრე დავქორწინდით, მე 18 წლის ვიყავი, ის 20 წლის. 23 წლის უკვე ორი შვილის დედა ვიყავი და არ მიჭირდა, რადგან გოგიჩა ყოველთვის მხარში მედგა.
ის ხშირად ხუმრობდა: ბავშვებს დედაც მე ვგონივარო. სწორედ მისგან ვისწავლე, რომ ოჯახი ჩვენი ცხოვრების მთავარი ფასეულობაა.
გოგიჩა იმდენად მოსიყვარულე და კარგი მამა იყო, ვნანობ, მესამე შვილი, რომ არ გავაჩინე. ამ ქვეყნად ერთით მეტი, კიდევ ერთი უკეთილშობილესი გოგიჩა ივლიდა და ამაზე უკეთესი რა იქნებოდა.
ჩემს აზრს არავის ვახვევ, მაგრამ მგონია, რომ ბოლო დროს ოჯახის ინსტიტუტი არათუ გაუფასურდა, გაითელა კიდეც.
თუ ოჯახების ნგრევის სტატისტიკას გავითვალისწინებთ, ოჯახების შექმნა ბევრისთვის ტრავმის მომტანი უფროა, ვიდრე ბედნიერების და ეს ძალიან საწყენია.
ჟურნალი "გზა"
ხათუნა ჩიგოგიძე