03 სექტემბერი, 2019
"მაშინ დავიწყე პლანის მოწევა და წამლის გაკეთება" - გია სურამელაშვილს ცხოვრება ქმრიანმა ქალმა აუწეწა
მომღერალი გია სურამელაშვილი ჟურნალ სარკესთან "ინტერვიუში" ჰყვება, რომ ერთადერთ სიყვარულზე არ იყო დაქორწინებული.

გთავაზობთ მომღერლის ინტერვიუდან ამონარიდს.

– თქვენს ერთადერთ სიყვარულზე დაქორწინებული იყავით?

– არა. მეუღლესთან მხოლოდ 2 წელი ვიცხოვრე. ცოლი არასოდეს მყვარებია.

– რა გამოდის, რომ ვისზეც დაქორწინდით, ის არ გიყვარდათ და ვინც გიყვარდათ, ცოლად არ შეირთეთ?


– კი.

– სად შეხვდით თქვენს დიდ სიყვარულს?


– ერთხელ ტელევიზიაში შევედი, ეს ა
დამიანი დავინახე და იმ წამს დამთავრდა ჩემთვის ყველაფერი. ორივე გავშეშდით. ერთხელ მე ტროლეიბუსიდან ჩავედი და ის თავის მეუღლესთან ერთად ადიოდა…

– გათხოვილი ქალი შეგიყვარდათ?

– ორივენი დაქორწინებულები ვიყავით. ერთმანეთს რომ ვხედავდით, ვითიშებოდით.

ფილარმონიას ვავსებდი, ჯაბა იოსელიანის დაცვა მემსახურებოდა, ფილარმონიიდან ფულს ვეზიდებოდი. ერთ-ერთი კონცერტის წინ საგრიმიოროს კარი გაიღო და ჩემი მეგობარი შემოვიდა, რომელსაც ეს გოგო შემოჰყვა.

ნახევარ საათში სცენაზე ვიყავი გასასვლელი, მაგრამ დავინახე თუ არა, გავითიშე. აბაზანაში შევიკეტე და ვკანკალებდი, ხელები, ფეხები წამერთვა. მეგონა, სიზმარში აღმოვჩნდი და კონცერტს ვეღარ ჩავატარებდი, რადგან ჩემს თავში ათასი რაღაც ხდებოდა. მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ თავისი ფეხით ჩემს საგრიმიოროში მოვიდა. გავიყინე, მოვკვდი, ტუჩები გამილურჯდა. მივხვდი, რომ ეს იყო ის დღე, როდესაც ჩვენ უკვე ერთად უნდა ვყოფილიყავით.

– კონცერტი ჩაშალეთ?

– ადამიანად აღარ ვვარგოდი, მაგრამ ერთი საათის დაგვიანებით მაინც გავედი სცენაზე. სულ კულისებში ვიყურებოდი, რომ დამენახა, ხომ ნამდვილად იქ იყო. რაღაც პერიოდი ვეღარ დავინახე, თურმე ისიც ცუდად გახდა… მაგ დღის შემდეგ ზუსტად 6 თვე ერთი წუთითაც არ დავშორებივართ ერთმანეთს.

– 6 თვის შემდეგ რამე მოხდა?


– 6 მაისს ჩემს ცხოვრებაში საშინელი დღე გათენდა. ვერაფერი გავიგე, ისე უცებ შეურიგდა მეუღლეს. მისთვის არ მითქვამს, ქმარს გაშორდი-მეთქი, თავისი სურვილით გაშორდა.

– თქვენც გაშორებული იყავით ცოლს?

– არა. ოფიციალურად ახლაც არ ვარ მეუღლეს გაშორებული.

– საყვარელი ქალისგან ღალატი როგორ გადაიტანეთ?

– 35 კონცერტი მქონდა დაგეგმილი, ყველა ბილეთი გაყიდული იყო და მითხრეს, გაუქმების შანსი არ არისო. ნერვიულობით 40 კილო დავრჩი, სულ შავები მეცვა. კონცერტებზე ერთი და იმავე ფორმით გავდიოდი, არ ვიცოდი, რა დროს წამომივიდოდა ცრემლები. ყველა კითხულობდა, ეს როგორი გიააო.

სწორედ მაშინ დავიწყე პლანის მოწევა და წამლის გაკეთება, მაგრამ ნარკოტიკზე დამოკიდებული არასოდეს ვყოფილვარ. გასინჯვის პერიოდები მქონდა, დიდად არ მომეწონა და თავის დანებებაც არ გამიჭირდა.

ხელებზე შემხედეთ, დღემდე მაქვს იარები. გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
giorgi
ვის დაკარგვია თავისი ზღაპრებით?
21:32 / 03-09-2019
გამოხმაურება / 0 /
ქართველი
რაღაც არ მჯერა ასეთი სიყვარულის, ეს შეიძლება ახალგაზრდას დაემართოს 18-20 წლის ასაკში, მერე ღვინდები, მანამდე დუღს ყველაფერი, ვნებაა დაუოკებელი, მერე ლაგდება ვნებები, კალაპოტში დგება.
17:41 / 03-09-2019
გამოხმაურება / 0 /
ვაიიიიმეეეეეეე
ვაი ამის პატრონს
16:12 / 03-09-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS