26 აგვისტო, 2019
"ახლა ვინც შემიყვარდება, აუცილებლად ქორწინებით დაგვირგვინდება" - გიორგი ჩიკვაიძე ნინი ბადურაშვილთან ურთიერთობასა და ბრწყინვალე კარიერაზე
ბიზ­ნეს­მე­ნი გი­ორ­გი ჩიკ­ვა­ი­ძე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბის ქვეშ მას შემ­დეგ მო­ექ­ცა, რაც აქ­ტი­უ­რად და­ი­წყეს სა­უ­ბა­რი ნინი ბა­დუ­რაშ­ვილ­თან მისი შე­საძ­ლო სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ.

გი­ორ­გი ამ დრო­ის­თვის იახ­ტე­ბის ბიზ­ნეს­შია, თუმ­ცა, ჟურ­ნალ "თბი­ლი­სე­ლებ­თან" ამ­ბობს, რომ პრო­ფე­სი­ით ვე­ტე­რი­ნა­რია, შემ­დეგ კი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში, კერ­ძოდ - სურ­სა­თის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტო­ში და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა, თუმ­ცა, ხელ­მძღვა­ნე­ლებ­თან უთან­ხმო­ე­ბის გამო, სამ­სა­ხუ­რის და­ტო­ვე­ბა მო­უხ­და, რაც მის­თვის ძა­ლი­ან მძი­მე აღ­მოჩ­ნდა, მაგ­რამ რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბა მა­ლე­ვე შეძ­ლო.

ჩიკ­ვა­ი­ძე "თბი­ლი­სე­ლებ­თან" ამ­ბობს, რომ მის­თვის ყვე­ლა­ზე დიდი პრობ­ლე­მა წონა იყო - 126 კი­ლოგ­რამს იწო­ნი­და და
ამის გამო უამ­რა­ვი კომ­პლექ­სი ჰქონ­და.


„გა­დავ­წყვი­ტე, და­სას­ვე­ნებ­ლად კან­ში წავ­სუ­ლი­ყა­ვი, სა­დაც კა­ნის იახ­ტე­ბის ფეს­ტი­ვალ­ზე მოვ­ხვდი და მივ­ხვდი, რომ მინ­დო­და, ამ სამ­ყა­როს ნა­წი­ლი გავმხდა­რი­ყა­ვი. ჩემი სურ­ვი­ლი რომ გა­ვამ­ჟღავ­ნე, თა­ვი­დან ყვე­ლა დამ­ცი­ნო­და. სა­ი­ახ­ტო ინ­დუსტრია ძა­ლი­ან ძლი­ერ მა­ტე­რი­ა­ლურ მხა­რეს­თან ასო­ცირ­დე­ბა. მე­ო­რე წელს ისევ დავ­ბრუნ­დი იახ­ტე­ბის ფეს­ტი­ვალ­ზე, მი­ვა­დე­ქი წამ­ყვან კომ­პა­ნი­ას და ვკი­თხე - რო­გორ იწყე­ბენ თქვენ­თან მუ­შა­ო­ბას მეთ­ქი. მა­შინ ისევ 126 კგ ვი­ყა­ვი. ყვე­ლა, ვინც იქ მუ­შა­ობ­და, სა­ო­ცარ ფორ­მა­ში იყო. მა­თაც არა­სე­რი­ო­ზუ­ლად მი­ი­ღეს ჩემი ინ­ტე­რე­სი. ბუ­ლინ­გი არ ყო­ფი­ლა, მაგ­რამ მი­თხრეს, რომ ამ წო­ნით იახ­ტე­ბის ინ­დუსტრი­ა­ში გზის გაკ­ვალ­ვა ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­დე­ბო­და. ეს ერ­თგვა­რი ლაქ­შე­რი ცხოვ­რე­ბის სტი­ლია - ამ ინ­დუსტრი­ა­ში ადა­მი­ა­ნე­ბიც შე­სა­ბა­მი­სად უნდა გა­მო­ი­ყუ­რე­ბოდ­ნენ, ამა­ზე ძა­ლი­ან ბევ­რი რა­მაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. მაგ­რამ ეს ჩემი ოც­ნე­ბა იყო. დღეს ჩვე­ნი კომ­პა­ნია „აზი­მუტ ბე­ნე­ტი“ მსოფ­ლი­ო­ში ლი­დე­რია. ბო­ლოს მათ მი­თხრეს, თუ მა­ინც არ იშლი, მოდი, ჯერ შენს თავ­ზე იმუ­შა­ვეო. ერთ წე­ლი­წად­ში 68 კი­ლოგ­რა­მით ნაკ­ლე­ბი და ნა­ვარ­ჯი­შე­ვი ჩა­ვე­დი მათ­თან, სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლად ჩაც­მუ­ლი და ჩემი თავი გა­ვახ­სე­ნე.

ექ­ვსი წლის თავ­ზე, ამ კომ­პა­ნი­ის გა­ყიდ­ვე­ბის მე­ნე­ჯე­რი ვარ კა­ნის, ნი­ცის, მო­ნა­კო­სა და იტა­ლი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ჩვენს მხა­რე­ში კი - რე­გი­ო­ნუ­ლი მმარ­თვე­ლი, რაც ცოტა და­უ­ჯე­რე­ბე­ლი ამ­ბა­ვია. გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS