- რატომ ხდება, რომ ძალიან კარგ მსახიობებს ჩვენს ქვეყანაში სერიალებიდან იცნობენ?
- მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში იგივე ხდება და მსახიობები ამის გამო რომ გავბრაზდეთ, რას შევცვლით? სერიალით პირდაპირ ოჯახში
- "ჩემი ცოლის დაქალებში" ერთდროულად ორი მილიონერი მოხიბლეთ. რეალურ ცხოვრებაში თუ მოგწონთ მატერიალურად ძლიერი მამაკაცები?
- უნდა ვაღიარო, რომ რეალურ ცხოვრებაში ვერც ერთი მილიონერი ვერ მოვხიბლე. მამაკაცში ფულზე მეტად სხვა თვისებებს ვაფასებ. სიმდიდრე დღეს არის და ხვალ შეიძლება აღარ იყოს, სიყვარული და მზრუნველობის უნარი კი არ ქრება, ის წლების სიმძიმესაც უძლებს და დიდ განსაცდელსაც.
უსიყვარულოდ გათხოვების და ოჯახის შექმნის მომხრე არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ახლა რომ ვაკვირდები, აქაც ყველაფერი შეფარდებითია: შეიძლება ქალი სიყვარულით გათხოვდეს და რამდენიმე თვეში მიხვდეს, რომ ეს ადამიანი არ არის ის, ვისზეც ოცნებობდა. ამავე დროს, ვიცნობ გოგოებს, რომლებიც ანგარებით გათხოვდნენ, მაგრამ მერე შეიყვარეს და დღემდე ბედნიერად ცხოვრობენ თავიანთ ქმრებთან. მეტიც, რამდენიმე მაგალითი ვიცი, როცა გოგონა მისთვის არასასურველმა კაცმა მოიტაცა, დღემდე ერთად ცხოვრობენ და თავს ბედნიერად გრძნობენ.
- თქვენი მოტაცების მცდელობა თუ ჰქონია ვინმეს?
- იყო რამდენიმე მცდელობა, მაგრამ... საშინლად ჯიუტი ვარ, შემამჩნიეს, რომ არაფერი გამოუვიდოდათ და გამომიშვეს. მთავარი მიზეზი კი ის იყო, რომ გამიმართლა და კარგი ადამიანები შემხვდნენ.
- ოჯახის შექმნაზეც ასე გაჯიუტდით?
- როცა გავთხოვდი, 28 წლის ვიყავი და წინასწარ მქონდა გაცნობიერებული, რა სერიოზულ ნაბიჯს ვდგამდი. ჩემი მეუღლე შოთა გლურჯიძეა - თეატრის მხატვარი. ჯერ რუსთაველის თეატრში ვმუშაობდით ერთად, მერე - თეატრალურ სარდაფში, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ის იყო, ახლა თუმანიშვილის თაეატრშიც ერთად ვართ. უახლოესი მეგობრები ვიყავით და როცა სიყვარულში გამომიტყდა, ძალიან გამიკვირდა. გაგრძელება