09 აგვისტო, 2019
"მინდოდა ქალიშვილი მყოლოდა... ესაა აუხდენელი ოცნება" - თეონა თავართქილაძე ოჯახზე, ახალ საქმესა და იდეალური ფორმის საიდუმლოზე
თე­ო­ნა თა­ვარ­თქი­ლა­ძე ყვე­ლას მეხ­სი­ე­რე­ბა­ში ყო­ველ­თვის იყო და არის გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი, მოვ­ლი­ლი, ლა­მა­ზი ქალი, რო­მე­ლიც მუ­დამ კარ­გად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. დი­ზა­ი­ნე­რი დღეს ზუს­ტად იმ სფე­რო­ში საქ­მი­ა­ნობს, სა­დაც უნდა იყოს და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ტან­საც­მლის დი­ზა­ი­ნის კე­თე­ბას თავი და­ა­ნე­ბა, ახლა უფრო მეტს აკე­თებს, რო­დე­საც გო­გო­ნებს უმ­ზა­დებს პა­ტა­რა ყუ­თებს, რომ­ლე­ბიც ჩვენს სი­ლა­მა­ზეს კი­დევ უფრო კაშ­კა­შა­სა და ბრჭყვი­ა­ლას გახ­დის...

მაშ ასე, ყვე­ლას­თვის კარ­გად ნაც­ნო­ბი თე­ო­ნა თა­ვარ­თქი­ლა­ძე ჟურ­ნალ "OK!"-ის სი­ლა­მა­ზის სა­ი­დუმ­ლოს, ოჯა­ხუ­რი იდი­ლი­ის შე­სა­ხებ ესა­უბ­რე­ბა და აუხ­დე­ნელ ოც­ნე­ბა­საც უმ­ხელს...

Rating


"...როცა ამ­ბობ­დნენ, 40 წლის
შემ­დეგ ახა­ლი ცხოვ­რე­ბა იწყე­ბაო, ყო­ველ­თვის მე­გო­ნა, რომ ეს იყო თა­ვის დამ­შვი­დე­ბა. სი­ნამ­დვი­ლე­ში, მარ­თლა ასე ყო­ფი­ლა. ამა­ში ჩემ­მა მა­გა­ლით­მა და­მარ­წმუ­ნა: 40 წლის შემ­დეგ და­ვი­წყე ახა­ლი საქ­მე ახა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბით და ახა­ლი სა­ნაც­ნო­ბო წრით, გავ­ხდი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი, მაქვს სა­ავ­ტო­რო რუბ­რი­კა სი­ლა­მა­ზე­ზე, ვარ ჟურ­ნალ "OK!"-ის ბუ­ქის მოწ­ვე­უ­ლი რე­დაქ­ტო­რი.

მთლი­ა­ნად გა­და­ვერ­თე ჩემს ახალ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე - Beauty and the Box. თუმ­ცა, უშუ­ა­ლოდ სფე­რო­ე­ბი არ არის ერ­თმა­ნე­თის­გან შორს. რომ იცო­დე ტენ­დენ­ცი­ე­ბი მა­კი­აჟ­ში, აუ­ცი­ლებ­ლად თვალს უნდა ადევ­ნებ­დე მსოფ­ლიო მო­დის სამ­ყა­როს. შე­სა­ბა­მი­სად, გა­მო­დის, რომ მო­დის სფე­როს არ მოვ­წყვე­ტი­ვარ, სა­მუ­შაო მი­მარ­თუ­ლე­ბა შე­ვიც­ვა­ლე ვიწ­რო პრო­ფი­ლით - სი­ლა­მა­ზის პრო­დუქ­ტე­ბის ინ­დუსტრია გახ­და ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბა.

Rating


სი­ლა­მა­ზე თქვენ­თვის...

სი­ლა­მა­ზე ჩემ­თვის არის ის ეს­თე­ტი­კუ­რი სი­ა­მოვ­ნე­ბა, რო­მელ­საც ყო­ველ­დღი­უ­რად იღებს ადა­მი­ა­ნი. შექ­სპი­რის სი­ტყვე­ბია, რომ ობი­ექ­ტუ­რი სი­ლა­მა­ზე არ არ­სე­ბობს, რად­გან ყვე­ლა ადა­მი­ანს სი­ლა­მა­ზის შე­ფა­სე­ბის სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი, სუ­ბი­ექ­ტუ­რი კრი­ტე­რი­უ­მი აქვს. მთა­ვა­რია მონ­დო­მე­ბა და სურ­ვი­ლი, რომ ყვე­ლა­ფერ­ში და­ვი­ნა­ხოთ და­დე­ბი­თი დე­ტა­ლი, და მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში შევ­ძლებთ ბევ­რი კარ­გი და ლა­მა­ზი რა­მის აღ­მო­ჩე­ნას.

ლა­მა­ზი ქალი თქვენ­თვის უფრო ბუ­ნებ­რივ სი­ლა­მა­ზეს­თან ასო­ცირ­დე­ბა თუ მოვ­ლილ ქალ­თან?


გულ­წრფე­ლად მი­მაჩ­ნია, რომ ყვე­ლა ქალი ლა­მა­ზია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვფიქ­რობ, ქა­ლის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია თა­ვის მოვ­ლა. არ ვამ­ბობ, რომ მთე­ლი დღე გა­დაყ­ვეთ თა­ვის მოვ­ლის სხვა­დას­ხვა პრო­ცე­დუ­რას, მაგ­რამ დღეს იმ­დე­ნად ბევ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა არ­სე­ბობს, სწრა­ფად და სა­შუ­ა­ლო ბი­უ­ჯე­ტით მო­უ­ა­რო თავს, რომ მგო­ნია ეს ნაკ­ლებ დაბ­რკო­ლე­ბას უნდა წარ­მო­ად­გენ­დეს ქა­ლე­ბის­თვის.

პი­რა­დად მე მოვ­ლი­ლი ქალი მირ­ჩევ­ნია ბუ­ნებ­რი­ვად ძა­ლი­ან ლა­მაზს და თუ ეს ორი­ვე ერ­თა­დაა, მა­შინ საქ­მე გვაქვს სრულ­ყო­ფილ სი­ლა­მა­ზეს­თან გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS