მაშ ასე, ყველასთვის კარგად ნაცნობი თეონა თავართქილაძე ჟურნალ "OK!"-ის სილამაზის საიდუმლოს, ოჯახური იდილიის შესახებ ესაუბრება და აუხდენელ ოცნებასაც უმხელს...

"...როცა ამბობდნენ, 40 წლის
მთლიანად გადავერთე ჩემს ახალ საქმიანობაზე - Beauty and the Box. თუმცა, უშუალოდ სფეროები არ არის ერთმანეთისგან შორს. რომ იცოდე ტენდენციები მაკიაჟში, აუცილებლად თვალს უნდა ადევნებდე მსოფლიო მოდის სამყაროს. შესაბამისად, გამოდის, რომ მოდის სფეროს არ მოვწყვეტივარ, სამუშაო მიმართულება შევიცვალე ვიწრო პროფილით - სილამაზის პროდუქტების ინდუსტრია გახდა ჩემი საქმიანობა.

სილამაზე თქვენთვის...
სილამაზე ჩემთვის არის ის ესთეტიკური სიამოვნება, რომელსაც ყოველდღიურად იღებს ადამიანი. შექსპირის სიტყვებია, რომ ობიექტური სილამაზე არ არსებობს, რადგან ყველა ადამიანს სილამაზის შეფასების სხვადასხვაგვარი, სუბიექტური კრიტერიუმი აქვს. მთავარია მონდომება და სურვილი, რომ ყველაფერში დავინახოთ დადებითი დეტალი, და მთელი დღის განმავლობაში შევძლებთ ბევრი კარგი და ლამაზი რამის აღმოჩენას.
ლამაზი ქალი თქვენთვის უფრო ბუნებრივ სილამაზესთან ასოცირდება თუ მოვლილ ქალთან?
გულწრფელად მიმაჩნია, რომ ყველა ქალი ლამაზია. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ქალისთვის აუცილებელია თავის მოვლა. არ ვამბობ, რომ მთელი დღე გადაყვეთ თავის მოვლის სხვადასხვა პროცედურას, მაგრამ დღეს იმდენად ბევრი საშუალება არსებობს, სწრაფად და საშუალო ბიუჯეტით მოუარო თავს, რომ მგონია ეს ნაკლებ დაბრკოლებას უნდა წარმოადგენდეს ქალებისთვის.
პირადად მე მოვლილი ქალი მირჩევნია ბუნებრივად ძალიან ლამაზს და თუ ეს ორივე ერთადაა, მაშინ საქმე გვაქვს სრულყოფილ სილამაზესთან გაგრძელება