02 აგვისტო, 2019
"თითქმის 2 წელია, ერთად ვართ და ლოს-ანჯელესში ვცხოვრობთ" - ახალგაზრდა ქართველი მსახიობის ჰოლივუდური ცხოვრება
თემო მელიქიძე ლოს-ანჯელესში ცხოვრობს. დაახლოებით 22 წლის წინ მისი ოჯახი საქართველოდან საზღვარგარეთ გაემგზავრა, ორ მცირეწლოვან ვაჟთან ერთად. ბელგიაში გაჩნდა თემოს და. ემიგრაციაში ცხოვრება ბევრ სირთულეს უკავშირდება და არც ეს შემთხვევა იყო გამონაკლისი, მაგრამ ზოგიერთი მტკიცე ხასიათისა და ოცნების ახდენის იმედით ახერხებს "გადარჩენას".

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:

"5 თუ 6 წლის ვიყავი, საქართველოდან რომ გავემგზავრეთ. მოგეხსენებათ, მაშინ საქართველოში როგორი მძიმე პირობები და ქაოსი იყო. პირველი დიდი სხვაობა რაც
ამ ორ ქვეყანას შორის დავინახე,
ეს ეკონომიკური მდგომარეობა გახლდათ. მახსოვს პირველად კომპიუტერი და ფერადი ტელევიზორი რომ ვნახე, გაკვირვებული ვუყურებდი. იყო გათბობა, დენი, ონკანიდან ცხელი წყალი მოდიოდა, რაც საქართველოს მოსახლეობას უკვე დავიწყებული ჰქონდა (იღიმის)..."



"ბავშვობაში ბრუს ლის მონაწილეობით ფილმები რომ ვნახე, ჩემთვის ემოციური იყო და ასე ვთქვათ, ის გახდა ჩემი შთაგონების წყარო. ერთხელ სკოლაში დავალება მოგვცეს, წერილი მიგვეწერა საკუთარი თავისთვის მომავალში, 20 წლის მერე. დავწერე, რომ იმ დროს უკვე მსახიობი ვიქნებოდი ისევე, როგორც ბრუს ლი და ვიმუშავებდი ჰოლივუდში. ეს აზრი არასოდეს შემიცვლია..." გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS