02 აგვისტო, 2019
"ყოველთვის ვგრძნობ, მის გვერდით დგომას" - ქეთი ხატიაშვილი ცნობილ მორაგბესთან ურთიერთობასა და თავის წარმატებულ ბიზნესზე
ცნო­ბი­ლი ტან­მო­ვარ­ჯი­შე ქეთი ხა­ტი­აშ­ვი­ლი სპორ­ტის პა­რა­ლე­ლუ­რად, სა­ტე­ლე­ვი­ზიო საქ­მი­ა­ნო­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. ის ჯან­სა­ღი წესით ცხოვ­რე­ბას აქ­ტი­ურ პრო­პა­გან­დას უწევს. ქე­თიმ ცოტა ხნის წინ, სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სი წა­მო­ი­წყო და ტან­ვარ­ჯი­შის აკა­დე­მია ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა. რამ­დე­ნი­მე თვის წინ, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში სი­ახ­ლეა, ქეთი და ცნო­ბი­ლი მო­რაგ­ბე და­ვით კა­ჭა­რა­ვა შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან. წყვი­ლი პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე ლა­პა­რაკს თავს არი­დებს, თუმ­ცა, აშ­კა­რაა, რომ ჰარ­მო­ნი­უ­ლად გრძნობს თავს.

AMBEBI.GE-მ ქეთი ხა­ტი­აშ­ვილ­თან ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რა, სა­დაც ცნო­ბილ­მა ტან­მო­ვარ­ჯი­შემ და ტე­ლე­წამ­ყვან­მა პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე და საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე ისა­უბ­რა. რად­გან ზა­ფხუ­ლია,
ბუ­ნებ­რი­ვია, ინ­ტერ­ვიუ სა­ზა­ფხუ­ლო თე­მით და­ვი­წყეთ...

- დღეს არის ჩემი პირ­ვე­ლი დას­ვე­ნე­ბის დღე, რო­გორც კი შვე­ბუ­ლე­ბა და­ი­წყო, ანას­ტა­სი­ას­თან ჩა­მო­ვე­დი ლა­გო­დეხ­ში. აქ ის­ვე­ნებს ჩვენს ნა­თე­სა­ვებ­თან. ბავ­შვო­ბის წლე­ბი მეც აქ მაქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი, ვნა­ხე ჩემი ძვე­ლი მე­გობ­რე­ბი და კარ­გად ვგრძნობ თავს. აქე­დან მივ­დი­ვარ ბა­თუმ­ში და შემ­დეგ აზი­ა­ში - ია­პო­ნი­ა­ში.

- დატ­ვირ­თუ­ლი სა­მუ­შაო წელი გქონ­დათ?



- დატ­ვირ­თუ­ლი წელი მქონ­და, ამას ნამ­დვი­ლად არ ვე­ლო­დი. წინა სექ­ტემ­ბრის მერე ბევ­რი რა­ღაც შე­იც­ვა­ლა და მოხ­და. ჩემი აკა­დე­მი­ის გარ­და, სამი ფი­ლი­ა­ლი გავ­ხსე­ნით, მქონ­და სამი დიდი საქ­მი­ა­ნი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, რა­მაც წინსვლა გა­ნა­პი­რო­ბა, ამას კი, უფრო მეტი საქ­მი­ა­ნი წი­ნა­და­დე­ბა მოჰ­ყვა. ასე­ვე, ვი­ყი­დე ახა­ლი ბინა, რო­მელ­საც ახლა ვა­რე­მონ­ტებ.



- რო­გორც ვიცი, დუ­ბა­ი­შიც გაქვთ საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი...

- კი ასეა, დუ­ბა­ი­ში ასე­ვე არის მხატ­ვრუ­ლი ტან­ვარ­ჯი­შის აკა­დე­მია, სა­დაც მწვრთნე­ლი არ ვარ, მაგ­რამ, მე ავა­წყვე ქარ­თველ კომ­პა­ნი­ო­ნებ­თან ერ­თად. ადრე ყო­ველ­თვე დავ­დი­ო­დი, ახლა სამ თვე­ში ერთხელ ჩავ­დი­ვარ.



- მას შემ­დეგ, რაც გა­მოჩ­ნდით "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში", აქ­ტი­ურ პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას უწევთ ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესს და ტან­ვარ­ჯიშს, რო­გორ მო­ა­ხერ­ხეთ სა­კუ­თა­რი საქ­მის წარ­მა­ტე­ბულ ბიზ­ნე­სად ქცე­ვა?

- როცა მეს­მის, რომ სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია გა­მოგ­ვდის, მსი­ა­მოვ­ნებს. თავ­და­პირ­ვე­ლად, მე მინ­დო­და, უბ­რა­ლოდ საყ­ვა­რე­ლი საქ­მე მე­კე­თე­ბი­ნა და ამი­ტომ შე­იქ­მნა ტან­ვარ­ჯი­შის აკა­დე­მია, მაგ­რამ ნელ-ნელა წა­მო­ვი­და სა­ინ­ტე­რე­სო იდე­ე­ბი, შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი, და­ვა­მა­ტეთ რამ­დე­ნი­მე ფი­ლი­ა­ლი და წარ­მა­ტე­ბულ ბიზ­ნე­სად იქცა ეს საქ­მე. ახლა სხვა ეტაპ­ზე გა­და­ვე­დით. გვყავს გუნ­დის ახა­ლი წევ­რი, მწვრთნე­ლი, რო­მე­ლიც ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი და მსოფ­ლიო თასე­ბის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია, მის­გან ბევრ რა­მეს ვსწავ­ლობთ და უკვე თა­მა­მად შეგ­ვიძ­ლია ოლიმ­პი­ა­დე­ბის­თვის აღვზარ­დოთ ბავ­შვე­ბი. როცა ეს საქ­მე და­ვი­წყე, მხო­ლოდ ორი ადა­მი­ა­ნი ვი­ყა­ვით, დღეს დიდი გუნ­დი და დიდი ოჯა­ხი ვართ. ჩვე­ნი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ის არის, რომ მოხ­დეს ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის პრო­პა­გან­და ბავ­შვებ­ში თა­ვი­დან­ვე. მო­შორ­დნენ ტე­ლე­ფო­ნებს, აი­პა­დებს და ა.შ. მინ­და, ისე­თი ჯან­მრთე­ლი იყოს ეს თა­ო­ბა, ისე ჯან­სა­ღად გა­ი­ზარ­დოს, რო­გორც ჩვე­ნი თა­ო­ბა.



- თქვე­ნი შვი­ლი ანას­ტა­სი­აც ტან­მო­ვარ­ჯი­შეა?


- ანას­ტა­სია ჩარ­თუ­ლია მხატ­ვრულ ტან­ვარ­ჯიშ­ში. ემო­ცი­უ­რია, მე მგავს მი­მი­კე­ბით და ემო­ცი­ე­ბით. სა­ღა­მოს ისე­თი დაღ­ლი­ლი მო­დის სახ­ლში, მხო­ლოდ ჭამა, შხა­პის მი­ღე­ბა და და­ძი­ნე­ბა უნდა.

- რო­გორ ახერ­ხებ მუდ­მი­ვად ფორ­მა­ში ყოფ­ნას?გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS