31 ივლისი, 2019
გიორგი წერეთელი აჩი ფურცელაძემ ჩაანაცვლა - ლოლიტას პირველი ინტერვიუ ქმართან დაშორების შემდეგ
რამდენიმე თვის წინ „რეიტინგისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ პოპულარული სარესტორნო წყვილის ოჯახი დაინგრა. ლოლა და გიორგი წერეთლები დაშორდნენ. მართალია, მაშინ ჩვენთან საუბარი გიორგი წერეთელმა არ ისურვა, ლოლამ კი ინფორმაცია უარყო, მაგრამ ამბავი გამართლდა და დღეს უკვე ყველამ იცის, რომ მათი ოჯახი ნამდვილად დაინგრა.

ლოლამ ოჯახის დანგრევის შემდეგ, პირველი ინტერვიუ ჟურნალ „სარკეს“ მისცა, სადაც მარტოობაზე, ცხოვრების ახლანდელ ეტაპზე და სამომავლო გეგმებზე გულახდილად ისაუბრა.

- ქალბატონო ლოლა, თქვენი ახალი სიმღერის გამოსვლის შემდეგ ხალხი ალაპარაკდა, რომ შემოქმედებით საქმიანობაში გიორგი
წერეთელი აჩი ფურცელაძემ ჩაანაცვლა...

- გიორგის არასდროს არავინ ჩაანაცვლებს, არც სიმღერით და არც არაფრით. ის არის ჩემთვის ადამიანი, რომელსაც ვერავინ ჩაანაცვლებს. აჩის აქვს ადგილი სიმღერაში, გიორგის როგორც ჰქონდა თავისი ადგილი სიმღერებში, ასე არის და იქნება.


Rating

- ფიქრობთ, რომ ისევ იმღერებთ ერთად?
- ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შეიძლება ოდესმე ისევ ვიმღეროთ ერთად. ყველაფერი ხდება ცხოვრებაში.

- ისე ჩანს, რომ გაშორებამ არაფერი შეცვალა და ყოფილი ქმრის მიმართ თქვენი დამოკიდებულება არ შეცვლილა.
- დიახ, ნამდვილად ასეა. ჩემი ქმარი მიყვარდა, მიყვარს და სიცოცხლის ბოლომდე მეყვარება. ეს არის კანონი და სხვა არაფერი არსებობს ჩემთვის.

Rating


- და მაინც ძნელია მარტოხელა ქალის სტატუსით ცხოვრების გაგრძელება.

- ცხოვრება ყოველთვის გრძელდება, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, მარტოხელა ქალის სტატუსში კარგი არაფერია. მჯერა და ვგრძნობ, რომ ჩემს ქმარს ვუყვარვარ და მეც მიყვარს. მე ვარ მარტოხელა ქალის სტატუსით და ჩემი ქმარი როგორ არის, არ ვიცი. ჩემი მეუღლე სულ ამბობდა, მე რომ ვუყურებ ცოლის თვალებს და ვხედავ ბედნიერია, ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი სიხარული და სიყვარული ერთადო.


Rating

ლელა დევდარიანი
ჟურნალი „სარკე“


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
ბესამე
გავარტყი ყველა ყიფილ გადაჯიშებულ ქართველს რომელიც თავისი ქვეყნის ტკივილს ვერ გრძნობს და თავისი გაღორებული სტომაქისთვის დანარჩენ საქართველოსაც რუსეთისკენ უკიჯინებს
22:03 / 03-08-2019
გამოხმაურება / 0 /
ნინო
mecineba tkvens komentarebse da deda-shvilur rchevebse,ikneb tavisi piradi ,tavisi piradi cxovrebaa?kvelas rom uxtebit sazinebelshi da sacvlebshi....
15:09 / 03-08-2019
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ფურცელაძე გარტყმაშიც არ არის სიმღერაში. რამდენჯერაც მოვუსმინე ლაივში, გაკვირვებული დავრჩი–მე1000ხარისხოვანი მომღერალი. ამან რუსეთში როგორ გაიკვალა გზა? საქართველოში ბარე ასიათასი კაცი მაინც მღერის მაგაზე უკეთესაააად.
02:32 / 01-08-2019
გამოხმაურება / 1 /
აჩის ფანი
რუსეთში მოსწონთ აჩისნაირი ქართველები, იმიტომ, რომ ისინი რუსულ პოზიციას ამყარებენ ხოლმე საკუთარი მოსაზრებებით, რომლებსაც უხვად აფრქვევენ მედია საშუალებების თუ სოციალური ქსელების საშუალებით _ რომ რა კარგი ქვეყანაა რუსეთი, როგორი თბილი, როგორ უყვართ ქართველები, როგორ ვცხოვრობდით ძმურად და მეგობრულად საუკუნეების განმავლობაში და მაინც, როგორ არ ვისვენებთ ეს უმადური ქართველები, ვუწყებთ ომს (საკუთარ ტერიტორიაზე) ამ მეგობრულ სახელმწიფოს და ა.შ. ასეთი ქართველები არიან ქეთა თოფურია, სოსო პავლიაშვილი და სხვები.
19:37 / 03-08-2019
ქართველი
ეხ ლოლა ლოლა. გიორგი შვილად გეკუთვნოდა, თან ძალით დაითრიე შეეშვი მასზე ფიქრს, შენი შესაფერისი მონახე. გიორგი ახალგაზრდაა და თავის შესავერს ნახავს.
18:16 / 31-07-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS