29 ივლისი, 2019
"მესამე შვილი შევიძინე" - ნინო ნადირაძის და გუგა კუზანოვის ქალიშვილის მოკრძალებული ქორწილის დეტალები
ცნობილი ექიმების ნინო ნადირაძის და გუგა კუზანოვის ქალიშვილი ბაია კუზანოვა გათხოვდა. ახალგაზრდა ექიმის მეუღლე გიორგი ბეჟაშვილია. დაქორწინებამდე წყვილს ხანგრძლივი სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდათ, თუმცა, ყოველთვის ცდილობდნენ, მედიის ყურადღების ცენტრში არ მოხვედრილიყვნენ.

ბაიამ და გიორგიმ ქორწილიც ვიწრო წრეში გადაიხადეს. თუ სხვები საკუთარ დაქორწინებას ძვირადღირებულ რესტორნებში აღნიშნავენ და ასეულობით ადამიანს ეპატიჟებიან, ისინი ამ მხრივაც გამორჩეულად მოკრძალებულები აღმოჩნდნენ და ქორწილი კუზანოვების ფეშენებელური სახლის ეზოში ვიწრო წრეში გადაიხადეს.

წყვილი რამდენიმე კვირის წინ დაინიშნა. „რეიტინგი“ ბაია კუზანოვას დედას, ცნობილ ექიმს და
ტელეწამყვანს ნინო ნადირაძეს დაუკავშირდა და შეეცადა მისგან გაერკვია ქორწილის დეტალები.

- ჩემს ქალიშვილს და სიძეს არ უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა. შესაბამისად, ბევრს ვერ ვისაუბრებ მათ შესახებ და ქორწილის დეტალებზე. ღრეობები არც ჩვენ გვიყვარს და არც მათ, ამიტომ ვიწრო წრეში გადავიხადეთ ქორწილი, სადაც 50 კაცი გვყავდა მოწვეული, პირველი რიგის ნათესავები, დედა, მამა და ა.შ. ასევე, ბაიას და გიორგის მეგობრები. თავად როგორც უნდოდათ, ზუსტად ისეთი ქორწილი გადაიხადეს. ბაიას სურვილით, ქორწილი ჩვენი სახლის ეზოში გადავიხადეთ, ვერ გველევა. რეტრო საქორწინო ცერემონიალი იყო, შავი ძველი ბეემვეთი მოვიდნენ.

- ვისი კაბა ეცვა ბაიას ქორწილში?
- „ლუი ვიტონის“ კაბა ეცვა, რომელიც მე შევუძინე. მეჯვარეები იყვნენ ანი ღლონტი და ბასო მახათაძე. ბაიას მეჯვარის დედას, თეა გიორგაძეს 6 წლიდან ვიცნობ, ჯერ კლასელები ვიყავით, შემდეგ ჯგუფელები. იმ ასაკში ვერც ვიფიქრებდი, რომ მისი შვილი ჩემი შვილის მეჯვარე იქნებოდა, მაგრამ ბაია და ანიც დამეგობრდნენ. ბაიას ეკლესიურად ბარბარე ჰქვია, ამიტომ ჯვარი წმინდა ბარბარეს ეკლესიაში დაიწერეს. შემდეგ შედგა ხელისმოწერის ცერემონიალი.


Rating

- როგორც ინტერნეტში ვნახე, წყვილმა ხელი თქვენი სახლის ეზოში მოაწერა და ბაია სიძესთან მამამ გუგა კუზანოვმა მიიყვანა...
- კი, ასე იყო. არც მინახავს არაფერი ინსტაგრამზე. მათი სურვილით ერთადერთი ჩემი ფოტო დავდე ინსტაგრამზე მხოლოდ, რადგან წინააღმდეგი იყვნენ. თავიანთ ქორწილში დიჯეებიც თვითონ იყვნენ, ზუსტად ისეთი ცერემონიალი ჰქონდათ, როგორიც შეეფერება 22-23 წლის ადამიანებს. დასასრულს, გუგას მოთხოვნით, სიძე საცურაო აუზში ჩააგდეს.

Rating

- როგორი ბიჭია თქვენი სიძე?
- იმდენად კარგი ბიჭია, ისე შემოვიდა ჩვენთან ურთიერთობაში, ვამბობ, რომ მესამე შვილი შევიძინე. არ მეგონა, სიძესთან ასეთი ურთიერთობა თუ მექნებოდა.

- თქვენს ჩაცმულობას ინტერენტში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ვისი კაბა გეცვათ თავად?
- ძვირიანი კაბა არ მეცვა, იტალიური ბრენდის კაბა მეცვა, რომელიც თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ მაღაზიაში შევიძინე. მანეკენს ეცვა, მომეწონა, მოკლე კი მქონდა და ვიფიქრე, დავაგრძელებ-მეთქი, მაგრამ არ დამიგრძელებია. ბოლოს გამოვიცვალე ეს კაბა და სხვა ჩავიცვი.

- ქორწილში დაპატიჟებული არ გყავდათ თქვენი მეგობრები, ხომ არ განაწყენდნენ ისინი ამის გამო?
- აბსოლიტურად არავინ განაწყენებულა. მე რომ ჩემი სამეგობრო დამეპატიჯებინა ქორწილში, დიღმიდან ვაკემდე უნდა გამეშალა სუფრა. ვერავის გამოვარჩევდით. ქორწილი არის ორი ადამიანის პირადი დღესასწაული, სადაც მშობლების დაქალები, მეგობრები და გარე ბიძაშვილების დაპატიჟება არ არის აუცილებელი. ჩემი მეგობრები ბაიას ქორწილის დღეს, აჭარის მოდის კვირეულზე იმყოფებოდნენ და იქედან გვგულშემატკივრობდნენ.

- საქორწინო მოგზაურობაში როდის მიდიან ბაია და გიორგი?

- დღეს მიფრინავენ კრეტაზე. 


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
mad
ქორწილში მთავარ როლს სიდედრი ასრულებს ??????პატარძალიც დაგვანახეთ რაა თუ შეიძლება
13:11 / 06-08-2019
გამოხმაურება / 0 /
ჯავახაზე ირმა
უფალმა დაგილოცოთ, გამრავლდით და გაიხარეთ.
09:59 / 05-08-2019
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ამდენ მანჭვა-გრეხას, გოგოსჩაცმულობაზე ცოტა მეტი რომ გეფიქრა, ვიდრე შენი ტანისამოსის ცვლაზე-აჯობებდა. ან ცხვირის ოპერაცია გაუკეთეთ, ან ცოტა შეალამაზეთ კუზანოვებმა. ძალიან კარგია, შენსავით თავში ავარდნილი რომ არ ააქვს,არ ცანცარებს, სადა და უბრალო გოგოა, მაგრამ შეს ფონზე ძალიან დაჩაგრული ჩანს-ვიზუალურადაც და ჩაცმულობითაც. შენ კიდე ცოტა დაოკდი რაა, არ გიხდება ასე აცეტება
15:15 / 29-07-2019
გამოხმაურება / 0 /
vvv
ხოო, კრეტინებმა კრეტაზე უნდა იმოგზაურონ...შენც თუ გაყვები, სრული ბუკეტი იქნება
13:14 / 29-07-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS