24 ივლისი, 2019
"სიტყვის თავისუფლება მხოლოდ "რუსთავი 2"-ით არ იწყება და არ მთავრდება!"
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის თაობაზე სტასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ტელევიზია ქიბარ ხალვაშის მფლობელობაში გადავიდა, ჩვენში დღემდე რეზონანსულია. ცნობილი მუსიკოსი, ფოლკლორისტი და მომღერალი გიორგი უშიკიშვილი შექმნილ ვითარებას აფასებს:

- თავისუფალი სიტყვის გარეშე არ შეიძლება დემოკრატიული ქვეყანა შედგეს. არიან ადამიანები, რომლებსაც შეიძლება სამართლიანად არ მოსწონდეს "რუსთავი 2", ვიღაცა არ უყურებდეს, მაგრამ ეს არ არის მთავარი... ზოგადად უნდა იყოს თავისუფალი სივრცე, სადაც შეიძლება ის ილაპარაკო, რისი სურვილიც გაქვს... თუ ვინმესთვის შენი პოზიცია მიუღებელია, მას შეუძლია ძალიან მარტივ ხერხს მიმართოს
და სხვა არხი აირჩიოს...

- "რუსთავი 2" თავისუფალი სიტყვის გამომხატველია თუ პარტიული ტელევიზიაა?
- მთელ მსოფლიოში ნებისმიერი ტელევიზია რაღაც დონით პარტიულია... გარკვეულ სიტუაციებში შეიძლება ნეიტრალური იყოს, გარკვეულში - მხარეს წარმოადგენდეს! დასავლეთშიც კი ასეა, მაგალითად, რომელიღაც ტელევიზია განსაკუთრებულად გამოირჩევა ამერიკის პრეზიდენტის კრიტიკით, ზოგი უფრო - ნაკლებად... ზოგადად, ტელევიზია და მასმედიის საშუალებები ხელისუფლების კონტროლისთვის შეიქმნა, რათა ხელისუფლებამ უფრო ნაკლები შეცდომა დაუშვას.

- მიიჩნევთ, რომ ახლა პირიქით ხდება და "რუსთავი 2"-ის კონტროლის სურვილი ხელისუფლებას აქვს?

- მხოლოდ ეს ხელისუფლება კი არა, წინა ხელისუფლებაც ცდილობდა და, რიგ შემთხვევაში, ახერხებდა კიდეც ტელევიზიებზე კონტროლის დამყარებას... მგონია, რომ ახლაც იგივე პროცესები გრძელდება. ხელისუფლება ცდილობს, მის კონტროლქვეშ იყოს ტელევიზიები... ვფიქრობ, ძალიან ცუდია, როდესაც ყველა ტელევიზია ერთი, სახელისუფლებო მიმართულებით მიდის და ხელისუფლებას აქვს გარკვეული მონოპოლია. ეს ქვეყანაში ძალიან ცუდ პროცესებს გამოიწევს! არ შეიძლება ქვეყანაში სიტყვის გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდოს! გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
დათო
სირი
17:05 / 25-07-2019
გამოხმაურება / 0 /
Zaza
სიტყვა თავისუფლება რუსთავი2-ისგან ძალიან შორს არის!.. გადახედეთ რუსთავი2-ის წარსულს, მთელი განვლილ ისტორიას, ყოველთვის ვიღაცის კონტროლის ქვეშ იყო და არის და რა თავისუფლებაზეა ლაპარაკი, რუსთავი2 პირად საკუთრებაში ქონდათ ნაცებს, ეს ხომ ყველამ ძალიან კარგად ვიცით და არ გინდათ ზედმეტად დრამატიზირება, თქვენ ყველამ ძალიან კარგად იცით რომ რუსთავი2 არასოდეს ყოფილა არც დამოუკიდებელი და არც სიტყვის თავისუფალი ტელევიზია...
12:51 / 25-07-2019
გამოხმაურება / 0 /
დეა
სიტყვის თავისუფლება სხვაა და ჩასაფრებული სხვა ,როცა ჟურნალისტს ეცყინა ხანცარი რომ ჩაქრა ეს ქვეყნის მტრობაა და არა თავისუფლება ,მათ უხარიათ ქვეყნის დანგრევა ,
16:04 / 24-07-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS