23 ივლისი, 2019
"ბიძინა ჩემი სახლის თავზე გადაიფრენს ხოლმე..." - ადგილი, სადაც მამუკა ღლონტმა დაკარგული ბედნიერება დაიბრუნა
ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტროს" ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, მა­მუ­კა ღლონ­ტი, წლე­ბია, თბი­ლი­სი­დან შა­ვი­ზღვის­პი­რეთ­ში გა­და­სახ­ლდა და მას შემ­დეგ მთლი­ა­ნად ჩა­მო­ცილ­და იმ პრო­ცე­სებს, რაც ქვე­ყა­ნა­სა და ტე­ლე­სივ­რცე­ში ხდე­ბა. დღეს, ურ­ბა­ნუ­ლი გა­რე­მო­დან შორს მყოფს, სა­კუ­თა­რი კა­ტის - ვე­ფხოს და ძაღ­ლის - ბზი­კის და­ვი­სა და წვრთნის ამ­ბე­ბი უფრო აინ­ტე­რე­სებს, ვიდ­რე პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი.

ჟურ­ნალ "თბი­ლი­სე­ლებ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, რომ კაპ­რო­ვან­ში ბედ­ნი­ე­რე­ბა და­იბ­რუ­ნა და სხვებ­საც მშვი­დი და აპო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს.





გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს მა­მუ­კა ღლონ­ტის ინ­ტერ­ვი­უ­დან, რო­მე­ლიც ჟურ­ნალ­მა "თბი­ლი­სე­ლე­ბი" ჩა­წე­რა:

- წლე­ბია, თბი­ლი­სი­დან წახ­ვე­დით და აქ­ტი­ურ ცხოვ­რე­ბას
ჩა­მო­შორ­დით. რა აღ­მო­ა­ჩი­ნეთ კაპ­რო­ვან­ში ისე­თი, რა­მაც სა­ბო­ლო­ოდ და­გა­ვი­წყათ ურ­ბა­ნუ­ლი გა­რე­მო და მა­ში­ნაც კი, როცა მძი­მე სო­ცი­ა­ლურ-პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცი­აა, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თქვე­ნი კა­ტი­სა და ძაღ­ლის მოთვი­ნი­ე­რე­ბის ამ­ბებს გვიყ­ვე­ბით...




- ეს ჩვე­ნი და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ნი­შა­ნია. სა­ქარ­თვე­ლო დე­და­მი­წის ჭიპი გვგო­ნია და ვფიქ­რობთ, და­ინ­გრა ქვე­ყა­ნა. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ყვე­ლა­ფე­რი გაზ­ვი­ა­დე­ბუ­ლია, ამი­ტო­მაც მგო­ნი სწო­რია, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა მა­ინ­ცდა­მა­ინც არ უნდა მო­იკ­ლან თავი პო­ლი­ტი­კუ­რი ამ­ბე­ბით. პო­ლი­ტი­კის გა­რე­შეც მშვე­ნივ­რად გრძელ­დე­ბა ცხოვ­რე­ბა.

ჩემი პოს­ტე­ბით ვცდი­ლობ, უამ­რავ ადა­მი­ანს, ვი­საც დიდი ხა­ნია კარ­გი არა­ფე­რი ეს­მის, ხა­ლი­სი­ა­ნი ამ­ბე­ბიც გა­ვა­გო­ნო. მე აქ ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ და მინ­და, სხვე­ბიც გავ­ხა­დო ბედ­ნი­ე­რი.



თბი­ლის­ში ცხოვ­რე­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­გი­ჟეთ­ში ცხოვ­რე­ბა გახ­და, იშ­ვი­ა­თად ჩა­მოვ­დი­ვარ - ორ თვე­ში ერთხელ.


...რაც კაპ­რო­ვან­ში სა­ცხოვ­რებ­ლად გად­მო­ვე­დი, და­ვიბ­რუ­ნე და­კარ­გუ­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბა. აქ არ ვფიქ­რობ იმა­ზე, სა­ი­დან შე­მო­მიგ­დებს ბომბს მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლი ან სა­ი­დან შე­მო­მი­ტევს ბი­ძი­ნა. აქ ვფიქ­რობ შვი­ლებ­ზე, შვი­ლიშ­ვი­ლებ­ზე... ქა­ლიშ­ვი­ლი ზა­ფხულ­ში სვა­ნეთ­ში გა­და­სახ­ლდა, მის მე­უღ­ლეს აქვს სახ­ლი და "გესთ ჰა­უ­სი" გა­ა­კე­თეს. ბიჭი ჩვენ­თან არის, მე­სა­მე შვი­ლი ჯერ პა­ტა­რაა და სულ ჩვენ­თა­ნაა. აქ ვზრუ­ნავ ჩემს ძაღ­ლებ­ზე, კა­ტებ­ზე... გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS