ჟურნალ "თბილისელებთან" ინტერვიუში ამბობს, რომ კაპროვანში ბედნიერება დაიბრუნა და სხვებსაც მშვიდი და აპოლიტიკური ცხოვრებისკენ მოუწოდებს.
გთავაზობთ ამონარიდებს მამუკა ღლონტის ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალმა "თბილისელები" ჩაწერა:
- წლებია, თბილისიდან წახვედით და აქტიურ ცხოვრებას
- ეს ჩვენი დამახასიათებელი ნიშანია. საქართველო დედამიწის ჭიპი გვგონია და ვფიქრობთ, დაინგრა ქვეყანა. ხშირ შემთხვევაში ყველაფერი გაზვიადებულია, ამიტომაც მგონი სწორია, რომ ადამიანებმა მაინცდამაინც არ უნდა მოიკლან თავი პოლიტიკური ამბებით. პოლიტიკის გარეშეც მშვენივრად გრძელდება ცხოვრება.
ჩემი პოსტებით ვცდილობ, უამრავ ადამიანს, ვისაც დიდი ხანია კარგი არაფერი ესმის, ხალისიანი ამბებიც გავაგონო. მე აქ ძალიან ბედნიერი ვარ და მინდა, სხვებიც გავხადო ბედნიერი.
თბილისში ცხოვრება, ფაქტობრივად, საგიჟეთში ცხოვრება გახდა, იშვიათად ჩამოვდივარ - ორ თვეში ერთხელ.
...რაც კაპროვანში საცხოვრებლად გადმოვედი, დავიბრუნე დაკარგული ბედნიერება. აქ არ ვფიქრობ იმაზე, საიდან შემომიგდებს ბომბს მიშა სააკაშვილი ან საიდან შემომიტევს ბიძინა. აქ ვფიქრობ შვილებზე, შვილიშვილებზე... ქალიშვილი ზაფხულში სვანეთში გადასახლდა, მის მეუღლეს აქვს სახლი და "გესთ ჰაუსი" გააკეთეს. ბიჭი ჩვენთან არის, მესამე შვილი ჯერ პატარაა და სულ ჩვენთანაა. აქ ვზრუნავ ჩემს ძაღლებზე, კატებზე... გაგრძელება