17 ივლისი, 2019
"მგონია, რომ ბიკინიში ფოტოს გადაღება ყველაზე უხერხული საქციელია" - სად და როგორ დასვენებას ანიჭებს უპირატესობას ნანუკა გულუა
დოჩი ალიშ­ბა­ი­ას ("ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი") რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელ - ნა­ნუ­კა გუ­ლუ­ას ზა­ფხუ­ლის არ­და­დე­გე­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს. რა თქმა უნდა, ისიც ვკი­თხეთ, რო­გო­რია დოჩი ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე და თა­ვად რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა პლაჟ­ზე.

- ზა­ფხულ­ზე ვგიჟ­დე­ბი, ისე მიყ­ვარს! ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი წლის ამ დროს ვარ - სა­ზა­ფხუ­ლო არ­და­დე­გე­ბი ძა­ლი­ან მი­ხა­რია! სა­ერ­თოდ, ჩემ­თვის ზღვა დას­ვე­ნე­ბის ერ­თა­დერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბაა.

- რა ასაკ­ში ნახე ზღვა პირ­ვე­ლად და რო­გო­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მი­ი­ღე?

- ალ­ბათ, ძა­ლი­ან მცი­რე ასაკ­ში ვნა­ხე, რად­გან ანაკ­ლი­ას­თან ახ­ლოს ვცხოვ­რობ. ზღვის ნახ­ვი­სას გა­მოწ­ვე­უ­ლი პირ­ვე­ლი ემო­ცი­აც
არ მახ­სოვს.


- სა­ზღვაო სე­ზო­ნის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ემ­ზა­დე­ბი?

- გან­სა­კუთ­რე­ბულს არა­ფერს ვა­კე­თებ, მაგ­რამ რო­გორც ყვე­ლა, მეც ვცდი­ლობ, ამ პე­რი­ოდ­ში უფრო მე­ტად "ვი­დი­ე­ტო", სხე­უ­ლის კარგ ფორ­მა­ში ყოფ­ნის­თვის პრო­ცე­დუ­რე­ბი ჩა­ვი­ტა­რო, თუმ­ცა ამ მხრივ, წელს სი­ახ­ლე მაქვს - მა­ინ­ცდა­მა­ინც ახლა გა­ვაძ­ლი­ე­რე კვე­ბა, როცა ზღვის სე­ზო­ნი დად­გა. ალ­ბათ, ეს იმის ნი­შა­ნია, რომ ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი სი­ახ­ლე მექ­ნე­ბა.

- ოდეს­მე, სა­ცუ­რაო კოს­ტი­უმ­ში გა­მო­წყო­ბილს, პლაჟ­ზე გა­მო­ჩე­ნის კომ­პლექ­სი გქო­ნია?

- სხვა­თა შო­რის, არა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არ ვმა­ლავ - ძა­ლი­ან დიდი წო­ნის გახ­ლდით, თა­ვად ამ წო­ნის რე­ა­ლუ­რად აღ­ქმა მი­ჭირ­და, ამას მოგ­ვი­ა­ნე­ბით მივ­ხვდი. სხე­უ­ლის ისე­თი ფორ­მე­ბით, რო­გო­რიც მქონ­და, მე­გო­ნა, რომ ძა­ლი­ან კარ­გად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბო­დი. ამი­ტომ არ მახ­სენ­დე­ბა, რომ პლაჟ­ზე გას­ვლის, სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მის ჩაც­მის კომ­პლექ­სი მქო­ნო­და. ეს კომ­პლექ­სი ახლა უფრო მაქვს, ვიდ­რე მა­შინ, რად­გან მგო­ნია, რომ ხალ­ხი ახლა მე­ტად მაკ­ვირ­დე­ბა, უფრო მეტ ყუ­რა­დღე­ბას ვგრძნობ...



- ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე გა­რუ­ჯვას, დას­ვე­ნე­ბას ახერ­ხებ? ალ­ბათ, ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბას ბევ­რი გთხოვს, შენ­თან გა­მო­ლა­პა­რა­კე­ბას ცდი­ლო­ბენ...


- რთუ­ლად, მაგ­რამ მა­ინც ვა­ხერ­ხებ, რო­გორ არა! ჩემს სა­ნა­ხა­ვად გო­ნიო და კვა­რი­ა­თი­დან არ მო­დი­ან, რომ ფოტო გა­და­მი­ღონ - ბრიტ­ნი სპირ­სის ამ­ბი­ცი­ე­ბი არ მაქვს, მაგ­რამ იქვე პე­რი­მეტრში, სა­დაც ვარ, მო­დი­ან, ფო­ტოს გა­და­ი­ღე­ბენ და მორ­ჩა. ეს რამ­დე­ნი­მე­წუ­თი­ა­ნი პრო­ცე­სია. დამ­ღლე­ლი ნამ­დვი­ლად არ არის. წინა ზა­ფხულს ასე იყო: მე და სა­ლო­მე შარ­ვა­ძე ერ­თად ვის­ვე­ნებ­დით. პლაჟ­ზე ხან სა­ლო­მე შარ­ვა­ძე იც­ვამ­და, ხან - მე. ცო­ტა­თი "ჩაც­მუ­ლი რუჯი" გვქონ­და, მაგ­რამ ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა, როცა პო­პუ­ლა­რულ სე­რი­ალ­ში ერთ-ერთი მთა­ვა­რი გმი­რის რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ხდე­ბი, ანუ რაც ამ ყვე­ლა­ფერს თან ახ­ლავს, ამის­თვის მზად ვართ. ნამ­ზე­ურ­ზე მეტ სი­ა­მოვ­ნე­ბას, ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლი­სა და ყუ­რა­დღე­ბის­გან ვი­ღებ.

- სა­ცუ­რაო კოს­ტი­უმ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი ფო­ტო­ებს არ იღებ?

- არა, რა თქმა უნდა, რად­გან მი­მაჩ­ნია, რომ სა­ცუ­რაო კოს­ტი­უმ­ში გა­მო­წყო­ბილ­მა ფოტო მხო­ლოდ მან უნდა გა­და­ი­ღოს, ვინც მო­დე­ლია და ეს ყვე­ლა­ფე­რი პორ­ტფო­ლი­ოს­თვის სჭირ­დე­ბა. და­ნარ­ჩენ შემ­თხვე­ვებ­ში, მგო­ნია, რომ ბი­კი­ნი­ში ფო­ტოს გა­და­ღე­ბა ყვე­ლა­ზე უხერ­ხუ­ლი საქ­ცი­ე­ლია. ყვე­ლა ფოტო რა­ღა­ცას გა­მო­ხა­ტავს. ბი­კი­ნი­ში ფო­ტოც ერ­თგვა­რი მე­სი­ჯია, მე კი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ისე­თი მე­სი­ჯე­ბი არ მაქვს, რომ ბი­კი­ნი­ში გა­მო­წყო­ბილ­მა მი­ვა­წო­დო. ამი­ტომ მათ­თვის პო­ზი­რე­ბას ჩაც­მუ­ლი გან­ვაგ­რძობ. გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS