22 მარტი, 2014
მითი თუ რეალობა - როგორ ამოვიცნოთ ჯადო?
როცა ზარი ირეკება, ყურმილს იღებთ და არავინ გპასუხობთ. ასეთ დროსაც შეიძლება სადენის მეორე მხარეს ვიღაც შელოცვას ბუტბუტებდეს ჯადოების, შელოცვების, ავი თვალის ბევრს სჯერა. ადამიანთა გარკვეული კატეგორია, მათ შორის რელიგიური ხალხიც, ამას ცრურწმენას უწოდებს და ადამიანებს ურჩევს, ნაკლებად მისდიონ მსგავს რამეებს.

თუმცა ფაქტია, რომ ჩვენ გარშემო მკითხავები, ჯადოქრები თუ მაგები მომრავლდნენ და ათასგვარი ჯადოს გაკეთებაზე თუ პირიქით, ჯადოს მოხსნაზე მუშაობენ. ასე რომ, ეს მასალა მათთვისაა, ვისაც ჯადოების სჯერა.

თურმე, ფოტოსურათები განსაკუთრებულ მოფრთხილებას საჭიროებს, რადგან ეს სულაც
არ ყოფილა უბრალო ქაღალდის ნაგლეჯი, არამედ მასზე თქვენ შესახებ ინფორმაცია და თქვენი ენერგეტიკაა აღბეჭდილი, რაც შეიძლება არაკეთილისმსურველმა გამოიყენოს. ხანდახან ერთადერთ ფოტოს მთელი ცხოვრების შეცვლაც შეუძლია.

ავი თვალი და ფოტო

გარკვეული პერიოდის წინ მეცნიერებმა საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს. ახალგამოჩეკილი ოთხი წიწილა ფოტოზე აღბეჭდეს, მერე კი საგანგებო ნიშნები გაუკეთეს ზურგებზე, რომ მოგვიანებით ერთმანეთისგან განესხვავებინათ. ამის შემდეგ სამი წიწილის ფოტო გვერდზე გადადეს, მეოთხესი კი გაამრავლეს და ნაცნობ-მეგობრებს დაურიგეს.

ფოტოსთან ერთად ნაცნობები დაარიგეს: თუ ცხოვრებაში რაიმე პრობლემა ექნებოდათ ან უბრალოდ მოწყენილები იქნებოდნენ, ყურადღებით დაკვირვებოდნენ ფოტოზე გამოსახულ ყვითელ არსებას და ფიქრებით ეცადათ, ამ წიწილისგან აეღოთ ძალები.
შედეგად, ექსპერიმენტის „მსხვერპლად“ ქცეული წიწილა ყველას თვალწინ შეიცვალა. ცუდად ვითარდებოდა, სხვებს ჩამორჩებოდა, ბოლოს ძალიან მოდუნდა, ნაკლებს მოძრაობდა და ცოტა ხანში მოკვდა კიდეც.

სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ეს ექსპერიმენტი შესანიშნავი ნიმუშია იმისა, როგორ შეიძლება ფოტოსურათის მეშვეობით ენერგეტიკული პოტენციალის გარღვევა და გამოწოვა. ექსტრასენსთა აზრით კი, ფოტოს „გათვალვა“ ძალიან იოლია. ძირითადად, გათვალვა შეუძლია შურიან ან გაბრაზებულ ადამიანს. თქვენი ფოტო რომ დაიცვათ, მასზე რაიმე წარწერა გააკეთეთ.

თუ ფოტოს საჩუქრად აძლევთ, წააწერეთ რაღაც ასეთი: „სამუდამო მეგობრობის ნიშნად“ ან სხვა. ეს დაგეხმარებათ გათვალვის თავიდან აცილებაში. თუმცა არა ჯადოს მოცილებაში.

ჩვეულებრივ ადამიანს ხომ ქვეცნობიერად, უნებურადაც შეუძლია გათვალვა ან დაწყევლაც კი, ჯადოს გაკეთება კი მხოლოდ მაგებს ხელეწიფებიათ, რომლებიც შესანიშნავად ერკვევიან ბედის განვითარების წესებში. რაც უფრო სუსტია ადამიანი ფსიქოლოგიურად და ემოციურად, მით უფრო იოლია მისი მოჯადოება და მით უფრო დრამატული იქნება მასზე შელოცვის მოქმედება.

თურმე, ფოტოსურათზე გაკეთებული ჯადო ადამიანის აურაში გადადის, რადგან ადამიანსა და მის ფოტოს შორის გარკვეული ენერგეტიკული კავშირი არსებობს. ნურასდროს ნუ გადააგდებთ ფოტოებს, მით უმეტეს, სახლის გარეთ. ალბომებში ან კოლოფებში შეინახეთ. ნუ აჩუქებთ ფოტოს ნაკლებად ნაცნობ ადამიანებს და ნურც ყოფილ ცოლებსა და ქმრებს დაუტოვებთ. თქვენ ხომ არ იცით, როგორი პარტნიორები ეყოლებათ მათ მომავალში და რამდენად ეჭვიანები იქნებიან ისინი.

სხვადახსვა სახის ჯადო

ჯადო მრავალგვარი არსებობს. მაგალითად, თქვენი ნებისყოფის შესამცირებელი და სხვისი ბრძანების შესასრულებელი - ეს ჯადო ქარზე, მტვერზე კეთდება. არის ჯადო უნაყოფობაზე, იმპოტენციაზე. ბევრს გაუგია ათასგვარი ჯადოები ცვილის ფიგურებით, დახოცილი ცხოველებით თუ დამპალი მცენარეულობით.

როცა ზღურბლზე ნაგავი ყრია, არასდროს არის ეს კარგი. ხშირად ზღურბლზე მზესუმზირას ყრიან, რომ ოჯახში უფულობა შეიტანონ. რგოლად შეკრული თოკები და ძაფები - სიმსივნეებისა და მამაკაცური იმპოტენციის მომტანია, ბუმბულები, ბეჭდები - მარტოობაზე გაკეთებული ჯადოა. რასაც კარის ზღურბლზე ყრიან, ყველაფერი შეიძლება ჯადოდ იქცეს პატრონის უყურადღებობის შედეგად. ამიტომ, არასდროს აიღოთ არაფერი, ძალიან ძვირფასიც კი, რაც თქვენს კართან გარეთ დევს. ჯობია, ჯოხით ან ტოტით გადააგდოთ სახლიდან შორს. თუ საშუალება გაქვთ, კვალი წყლითაც მოასუფთავეთ. ასევე არ არის სასურველი გზაჯვარედინზე რაიმეს აღება. ესეც შეიძლება იყოს ჯადო, რომელიც თქვენზე გადმოვა.

ჯადო ტელეფონით?

ხანდახან ადამიანს კენტი რიცხვის ყვავილებისგან შემდგარ თაიგულს შეგნებულად ჩუქნიან, თანაც, წვრილ ყვავილებს ირჩევენ, რომ ეს თვალში მოსახვედრი არ იყოს; თუ სახლში ბეწვის ქულა იპოვეთ, არადა, შინაური ცხოველები არ გყავთ, ე.ი. ვიღაცა თქვენს ოჯახში უსიამოვნების შეტანას ცდილობს. ასევე ტოვებენ კარის წინ ცარიელ ბოთლებს - ეს იმას ნიშნავს, რომ ოჯახის უფროსს ალკოჰოლისკენ უბიძგებენ. თუ მოულოდნელად გაქრა ფოტო ან უცებ იპოვეთ დახეული, ან სხვა ფოტოსთან მიწებებული, ესეც ჯადოს ნიშანია.

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი - არ ღირს თურმე ალვის ხესთან და იფანთან ფოტოს გადაღება, რადგან ეს ხეები ენერგიას აცლიან. ფოტოებისთვის საუკეთესო ხეებია არყი, ალუბალი, ასევე სხვა ნაყოფიერი ხეები, რადგან მათი ენერგეტიკა დადებითად მოქმედებს.
სხვათა შორის, თურმე ჯადოს გაკეთება ტელეფონითაც შეიძლება. მაგალითად, როცა ზარი ირეკება, ყურმილს იღებთ და არავინ გპასუხობთ. ასეთ დროსაც შეიძლება სადენის მეორე მხარეს ვიღაც შელოცვას ბუტბუტებდეს. ამიტომ, თუ ტელეფონში სიჩუმეა, მაშინვე დაკიდეთ ყურმილი.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 24 /
მამუკა
რას წარმოადგენს ჭადრაკის პატარა დაფები ,სამგზავრო,რომლებიც არ მქონდა და რაღაცა ქაღალდში გახვეულთან ერთად აღმოვაჩინე სურნელებაც ჰქონდა?
14:10 / 26-04-2016
გამოხმაურება / 0 /
თიკო
ჩემს მეუღლეს აღმოვუჩინე საფულეში ფურცელი სადაც ეწერა სხავადასხვა ფერები, ოჯახშიც დიდი დაძაბულობა გვაქვს, იქნებ მირჩიოთ კეთდება ასეთი სახის ჯადოები ან რას ნიშნავს ეს ფერები?
10:57 / 11-11-2015
გამოხმაურება / 0 /
მარი
მაინტერესებს ვინმემ თუ იცით ხელოვნურ ფრჩხილზე (რომ იწეპებენ) იმაზე თუ კეთდება ჯადო და რა სახის?
10:57 / 17-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ვაი მართლა იმათ პატრონს ვისაც ჯადოების არსებობის არა სჯერავთ
22:28 / 02-06-2015
გამოხმაურება / 0 /
მარინა
რომელ კარზეც კააკაკუნებ' იმას გაგიგებენ,ტუ გმერტი სენტანაა,ჯადო და ესმაკს იკ რა დზალა აკვს
03:42 / 09-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ნანა
მეს მკონდა ასეტი სემტჰვევა რომელის კუტაისელმა დეგენერატმა კალმა კმრის გულისტვის გაამიკეტე სურატები მომპარა დავინ ისის სად და მარჰა.აბა გმერტი მაგას სამაგეუროს გადაუჰდის.ეს კალი არის კუტაისელი სიური ნატრიასვილი და ლოლაია გვარი არ ვისი
19:19 / 08-04-2015
გამოხმაურება / 0 /
მაია
გინდ დაიჯერეთ და გინდ არა, საკუთარ თავზე გამოვცადე, მე მქონდა გაკეთებული....შოკში ვიყავი
14:26 / 07-02-2015
გამოხმაურება / 0 /
ლიზი
სიკეთის არსებობის თუ არ გჯერა,ბოროტების არსებობასაც ვერ დაიჯერებ. დიდი მადლობა ხატიას :)
23:53 / 28-07-2014
გამოხმაურება / 0 /
თამო
ვაი,თქვენს პატრონს!(ვისაც ამის სჯერა)
19:36 / 17-05-2014
გამოხმაურება / 0 /
მაია
ჯადოს საწინააგმდეგო ლოცვაა.
23:20 / 13-05-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS