გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:
"ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს რწმენას ღმერთის მიმართ. ეს ენერგია და ძალა, რომელსაც მე სიყვარულს ვუწოდებ,
არის ღმერთი. ამოუცნობია, ის მატარებს მთელი ცხოვრება და
"პოლიტიკოსებმა უნდა მიიკეტონ თავიანთი კარები, საქმეები ერთმანეთში ჩვენს გარეშე არკვიონ, მოქალაქეებს თავი დაგვანებონ. მთელ მსოფლიოს მოვუწოდებ, ჩამოვიდნენ საქართველოში და ისიამოვნონ. ამ ქვეყანაში საოცარი ენერგიის აღება შეიძლება. ამ სამოთხეზე ყველგან ვლაპარაკობ, სადაც კი ხმა მიმიწვდება. ვინც აქ ერთხელ მაინც ჩამოსულა, უთქვამთ, სად არ ვიყავით და თვალწინ სულ თბილისი და საქართველო გვიდგასო. მაგალითად, ფლორიდაში სულ ქვიშაა, იმ ადგილის გასაკეთილშობილებლად მილიარდებია დახარჯული და იქ რომ ხარ, სწორედ ამ მილიარდების კომფორტს გრძნობ. ჩვენ ღმერთმა სამოთხე ბუნებრივად მოგვცა..." გაგრძელება