როგორც თავად ამბობს, მისი გარეგნობა გენეტიკის დამსახურებაა, თუმცა გენეტიკას, ზრუნვაც სჭირდება, რაც აშკარად კარგად გამოსდის, საკუთარ რჩევებს დალი ჩიტალაძე AMBEBI.GE-ს მკითხველს უზიარებს.
- ქალბატონო დალი, მუდმივად შესაშურ ფორმაში ხართ, რაშია თქვენი საიდუმლო?
- გავმეორდები და ვიტყვი, რომ პოზიტივია ჩემი გარეგნობის საიდუმლო. არაერთხელ მოუწერიათ, ეს

- სტრესის მართვა წლებთან ერთად ისწავლეთ?
- ახალგაზრდა როცა ვიყავი, ყველაფერს განვიცდიდი, მაგრამ წყენა და ნერვიულობა დიდხანს არ მიმყვებოდა, მეორე დღეს მავიწყდება ცუდი. როცა ჩემი და გარდაიცვალა, საშინელ რეალობასთან დავდექი, რა უნდა მექნა? მივიღე ეს როგორც ნიშანი და მაგალითი ღვთისგან და მას შემდეგ მივხვდი, რომ არაფრის გამო არ უნდა ინერვიულო. სწორედ ამ ტრაგედიამ მასწავლა, რომ ვიზრუნო საკუთარ თავზე და ჯანმრთელობაზე, რადგან თუ შენ ცუდად იქნები, ცუდად იქნებიან შენი შვილებიც და ოჯახის წევრებიც.
ჩემთვის დიდი შოკი იყო ჩემი დის გარდაცვალება, ამ ყველაფრის გადატანაში ეკლესია და მეგობრები დამეხმარა. მათი მეშვეობით შევძელი ცხოვრების გაგრძელება. ეს ურთულესი იყო, მაგრამ რას იზამ? ყველა ადამიანს აქვს ტკივილი, პრობლემა, დარდი... მე ჩემს დარდს არავის ვაჩვენებ. ბედნიერი ვარ იმით, რომ ცოცხალი ვარ და ვიცინი. მივხვდი, დაბერება დიდი მადლია. მითუმეტეს, თუ ჯანმრთელობა ხელს გიწყობს ამაში. ჩემს მეგობრებს ვეხუმრები კიდეც, როცა გარდავიცვლები, წითელი ლაკის ფეხსაცმელი ჩამაცვით და ისე დამკრძალეთ-მეთქი. დალხენილი არავინ არის ჩვენს ქვეყანაში, ჩემი ქმარი ხშირად ამბობს, დიდ ფულს დიდი პრობლემები მოაქვსო, არ არსებობს ადამიანი პრობლემების გარეშე, მაგრამ ერთხელ გვაქვს ცხოვრების შანსი, ნუ დავლანძღავთ ერთმანეთს და პოზიტიურები უნდა ვიყოთ.
- თქვენს ფოტოებზე ჩანს, რომ ბავშვობიდან გამორჩეული სილამაზის გოგონა იყავით, ფაქტია, გენეტიკაც ხელს გიწყობთ...
- გენეტიკას დიდი მნიშვნელობა აქვს. ბავშვობიდან გამორჩეული ვიყავი, მიღებდნენ ფილმებში, ვსწავლობდი კონსერვატორიაში, ჩემს სიმღერებს მღეროდნენ და პირველად მუსიკალური კლიპების გადაღება სწორედ ჩვენ დავიწყეთ. მაშინ ერთადერთი ტელევიზია იყო პირველი არხი და იქ ხდებოდა ამ კლიპების ჩვენება. ერთი თაობა ვართ მე, დათო ევგენიძე, სანდრო ვახტანგოვი, ნინო ზაუტაშვილი და თეა გადაბაძე, მაშინ ენთუზიაზმზე ვმუშაობდით, ბევრი კარგი გასახსენებელი გვაქვს. ჩემი ტკივილების მიუხედავად, მდიდარი ცხოვრება მქონდა და ამით ვამაყობ. "ფეისბუქზე" საშინელ კომენტარებს როცა შევხვდები, ვბლოკავ და ვშლი, როცა არ გიცნობენ შეშურდებათ, ზოგს ბოღმა აქვს და შენზე აფრქვევს, ამიტომ ვცდილობ, ეს ნეგატივი ავიცილო.

- ბავშვობიდან ვარჯიშობთ?
- ჩემს ბავშვობაში შემოვიდა მოდაში ჯეინ ფონდას აერობიკა. მაშინ თბილისში არ იყო სავარჯიშო დარბაზები, ამიტომ სახლში ვიკრიბებოდით, ჩავრთავდით ამ კასეტებს და ვვარჯიშობდით. მერე, ამერიკაში როცა წავედი, მივხვდი, თუ არ ივარჯიშებ, ხარ ცუდად. ვარჯიში საოცარია, ხალხო, კოლაგენიც მუშაობს, ყველა ორგანო ჩართულია და თავს კარგად გრძნობ. ასევე, ვცდილობ, ჯანსაღად ვიკვებო. რაღაც პერიოდი სიგარეტს ვეწეოდი, მერე თავი დავანებე, მერე ისევ დავიწყე და მივხვდი, ეს იყო საშინელება, ამიტომ 5 წელია, აღარ ვეწევი. პლასტიკური ქირურგიისთვისაც მიმიმართავს, მაგრამ სწორად უნდა შეარჩიო ექიმი და ნორმის ფარგლებში უნდა მოხდეს პლასტიკური ქირურგის ჩარევა. ეს არც უნდა შეგეტყოს და თავიც უფრო კარგად უნდა იგრძნო.
- თქვენ რომელ პლასტიკურ ქირურგს მიმართეთ და რა პროცედურა ჩაიტარეთ? გაგრძელება