10 ივლისი, 2019
"ტკივილების მიუხედავად, მდიდარი ცხოვრება მქონდა" - რა არის დალი ჩიტალაძის სილამაზის საიდუმლო
დალი ჩი­ტა­ლა­ძე სი­ლა­მა­ზი­თა და გლა­მუ­რუ­ლი დახ­ვე­წი­ლო­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი ქარ­თვე­ლი ქალ­ბა­ტო­ნია. სა­კუ­თა­რი გა­რეგ­ნო­ბი­სა და სტი­ლის წყა­ლო­ბით, ის ბავ­შვო­ბი­დან იქ­ცევ­და ყუ­რა­დღე­ბას. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობ­და, სა­დაც ცნო­ბილ ვარ­სკვლა­ვებ­თან მუ­შა­ობ­და და მათ იმიჯ­ზე ზრუ­ნავ­და კი­დეც.

რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, მისი გა­რეგ­ნო­ბა გე­ნე­ტი­კის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, თუმ­ცა გე­ნე­ტი­კას, ზრუნ­ვაც სჭირ­დე­ბა, რაც აშ­კა­რად კარ­გად გა­მოს­დის, სა­კუ­თარ რჩე­ვებს დალი ჩი­ტა­ლა­ძე AMBEBI.GE-ს მკი­თხველს უზი­ა­რებს.

- ქალ­ბა­ტო­ნო დალი, მუდ­მი­ვად შე­სა­შურ ფორ­მა­ში ხართ, რა­შია თქვე­ნი სა­ი­დუმ­ლო?

- გავ­მე­ორ­დე­ბი და ვი­ტყვი, რომ პო­ზი­ტი­ვია ჩემი გა­რეგ­ნო­ბის სა­ი­დუმ­ლო. არა­ერ­თხელ მო­უ­წე­რი­ათ, ეს
ქალი სხვის ჯი­ნა­ზე ცდი­ლობს ბედ­ნი­ე­რი გა­მოჩ­ნდე­სო, მაგ­რამ ასე ნამ­დვი­ლად არ არის. ვინც ბავ­შვო­ბი­დან მიც­ნობს, იცის, გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი ოპ­ტი­მის­ტი ვარ. თუ ცუდი რამ შე­მემ­თხვა, ვამ­ბობ ამა­ზე ცუდი არა­ფე­რი იქ­ნე­ბა-მეთ­ქი. ღმერ­თის­გან ყო­ველ­თვის ვი­ღებ იმ მო­ცე­მუ­ლო­ბას, რაც მაქვს, მად­ლო­ბე­ლი ვარ და ბედ­ნი­ე­რი. სხვა ფაქ­ტო­რებს რაც შე­ე­ხე­ბა, ვცდი­ლობ, სწო­რად ვიკ­ვე­ბო, ვი­ვარ­ჯი­შო და ასე­ვე შე­მიძ­ლია სა­კუ­თა­რი სტრე­სის მარ­თვა. ყო­ველ­დღე უამ­რა­ვი სა­ში­ნე­ლე­ბა ხდე­ბა, მაგ­რამ ასე­თი დე­ვი­ზი მაქვს, რა­ტომ უნდა ვი­ნერ­ვი­უ­ლო იმა­ზე, რა­საც არ ეშ­ვე­ლე­ბა? ასეთ დროს ძა­ლი­ან მშვე­ლის ვარ­ჯი­ში. ეს არის ჩემი ნარ­კო­ტი­კი.

Rating

- სტრე­სის მარ­თვა წლებ­თან ერ­თად ის­წავ­ლეთ?

- ახალ­გაზ­რდა როცა ვი­ყა­ვი, ყვე­ლა­ფერს გან­ვიც­დი­დი, მაგ­რამ წყე­ნა და ნერ­ვი­უ­ლო­ბა დიდ­ხანს არ მიმყვე­ბო­და, მე­ო­რე დღეს მა­ვი­წყდე­ბა ცუდი. როცა ჩემი და გარ­და­იც­ვა­ლა, სა­ში­ნელ რე­ა­ლო­ბას­თან დავ­დე­ქი, რა უნდა მექ­ნა? მი­ვი­ღე ეს რო­გორც ნი­შა­ნი და მა­გა­ლი­თი ღვთის­გან და მას შემ­დეგ მივ­ხვდი, რომ არაფ­რის გამო არ უნდა ინერ­ვი­უ­ლო. სწო­რედ ამ ტრა­გე­დი­ამ მას­წავ­ლა, რომ ვიზ­რუ­ნო სა­კუ­თარ თავ­ზე და ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე, რად­გან თუ შენ ცუ­დად იქ­ნე­ბი, ცუ­დად იქ­ნე­ბი­ან შენი შვი­ლე­ბიც და ოჯა­ხის წევ­რე­ბიც.

ჩემ­თვის დიდი შოკი იყო ჩემი დის გარ­დაც­ვა­ლე­ბა, ამ ყვე­ლაფ­რის გა­და­ტა­ნა­ში ეკ­ლე­სია და მე­გობ­რე­ბი და­მეხ­მა­რა. მათი მეშ­ვე­ო­ბით შევ­ძე­ლი ცხოვ­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა. ეს ურ­თუ­ლე­სი იყო, მაგ­რამ რას იზამ? ყვე­ლა ადა­მი­ანს აქვს ტკი­ვი­ლი, პრობ­ლე­მა, დარ­დი... მე ჩემს დარდს არა­ვის ვაჩ­ვე­ნებ. ბედ­ნი­ე­რი ვარ იმით, რომ ცო­ცხა­ლი ვარ და ვი­ცი­ნი. მივ­ხვდი, და­ბე­რე­ბა დიდი მად­ლია. მი­თუ­მე­ტეს, თუ ჯან­მრთე­ლო­ბა ხელს გი­წყობს ამა­ში. ჩემს მე­გობ­რებს ვე­ხუმ­რე­ბი კი­დეც, როცა გარ­და­ვიც­ვლე­ბი, წი­თე­ლი ლა­კის ფეხ­საც­მე­ლი ჩა­მაც­ვით და ისე დამ­კრძა­ლეთ-მეთ­ქი. დალ­ხე­ნი­ლი არა­ვინ არის ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, ჩემი ქმა­რი ხში­რად ამ­ბობს, დიდ ფულს დიდი პრობ­ლე­მე­ბი მო­აქ­ვსო, არ არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნი პრობ­ლე­მე­ბის გა­რე­შე, მაგ­რამ ერთხელ გვაქვს ცხოვ­რე­ბის შან­სი, ნუ დავ­ლან­ძღავთ ერ­თმა­ნეთს და პო­ზი­ტი­უ­რე­ბი უნდა ვი­ყოთ.



- თქვენს ფო­ტო­ებ­ზე ჩანს, რომ ბავ­შვო­ბი­დან გა­მორ­ჩე­უ­ლი სი­ლა­მა­ზის გო­გო­ნა იყა­ვით, ფაქ­ტია, გე­ნე­ტი­კაც ხელს გი­წყობთ...

- გე­ნე­ტი­კას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. ბავ­შვო­ბი­დან გა­მორ­ჩე­უ­ლი ვი­ყა­ვი, მი­ღებ­დნენ ფილ­მებ­ში, ვსწავ­ლობ­დი კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში, ჩემს სიმ­ღე­რებს მღე­როდ­ნენ და პირ­ვე­ლად მუ­სი­კა­ლუ­რი კლი­პე­ბის გა­და­ღე­ბა სწო­რედ ჩვენ და­ვი­წყეთ. მა­შინ ერ­თა­დერ­თი ტე­ლე­ვი­ზია იყო პირ­ვე­ლი არხი და იქ ხდე­ბო­და ამ კლი­პე­ბის ჩვე­ნე­ბა. ერთი თა­ო­ბა ვართ მე, დათო ევ­გე­ნი­ძე, სან­დრო ვახ­ტან­გო­ვი, ნინო ზა­უ­ტაშ­ვი­ლი და თეა გა­და­ბა­ძე, მა­შინ ენ­თუ­ზი­აზმზე ვმუ­შა­ობ­დით, ბევ­რი კარ­გი გა­სახ­სე­ნე­ბე­ლი გვაქვს. ჩემი ტკი­ვი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მდი­და­რი ცხოვ­რე­ბა მქონ­და და ამით ვა­მა­ყობ. "ფე­ის­ბუქ­ზე" სა­ში­ნელ კო­მენ­ტა­რებს როცა შევ­ხვდე­ბი, ვბლო­კავ და ვშლი, როცა არ გიც­ნო­ბენ შე­შურ­დე­ბათ, ზოგს ბოღ­მა აქვს და შენ­ზე აფ­რქვევს, ამი­ტომ ვცდი­ლობ, ეს ნე­გა­ტი­ვი ავი­ცი­ლო.

Rating

- ბავ­შვო­ბი­დან ვარ­ჯი­შობთ?

- ჩემს ბავ­შვო­ბა­ში შე­მო­ვი­და მო­და­ში ჯეინ ფონ­დას აე­რო­ბი­კა. მა­შინ თბი­ლის­ში არ იყო სა­ვარ­ჯი­შო დარ­ბა­ზე­ბი, ამი­ტომ სახ­ლში ვიკ­რი­ბე­ბო­დით, ჩავ­რთავ­დით ამ კა­სე­ტებს და ვვარ­ჯი­შობ­დით. მერე, ამე­რი­კა­ში როცა წა­ვე­დი, მივ­ხვდი, თუ არ ივარ­ჯი­შებ, ხარ ცუ­დად. ვარ­ჯი­ში სა­ო­ცა­რია, ხალ­ხო, კო­ლა­გე­ნიც მუ­შა­ობს, ყვე­ლა ორ­გა­ნო ჩარ­თუ­ლია და თავს კარ­გად გრძნობ. ასე­ვე, ვცდი­ლობ, ჯან­სა­ღად ვიკ­ვე­ბო. რა­ღაც პე­რი­ო­დი სი­გა­რეტს ვე­წე­ო­დი, მერე თავი და­ვა­ნე­ბე, მერე ისევ და­ვი­წყე და მივ­ხვდი, ეს იყო სა­ში­ნე­ლე­ბა, ამი­ტომ 5 წე­ლია, აღარ ვე­წე­ვი. პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი­ის­თვი­საც მი­მი­მარ­თავს, მაგ­რამ სწო­რად უნდა შე­არ­ჩიო ექი­მი და ნორ­მის ფარ­გლებ­ში უნდა მოხ­დეს პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გის ჩა­რე­ვა. ეს არც უნდა შე­გე­ტყოს და თა­ვიც უფრო კარ­გად უნდა იგ­რძნო.

- თქვენ რო­მელ პლას­ტი­კურ ქი­რურგს მი­მარ­თეთ და რა პრო­ცე­დუ­რა ჩა­ი­ტა­რეთ? გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS