
- ნინი, პირველ რიგში, ტრადიციულად დავიწყოთ და წარმოგვიდგინე შენი თავი - ვინ ხარ და როგორ ცხოვრობ?
- მოგესალმებით, მე ვარ ნინი უხურგუნაშვილი, 22 წლის. ვარ ფოტოგრაფი და მომავალი არქიტექტორი.
- რატომ
- თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ფოტოგრაფია ბავშვობიდან მიტაცებს, თუმცა, სერიოზული ინტერესი 3-4 წლის წინ გამიჩნდა და ძალიან აქტიურად დავიწყე ამ კუთხით მუშაობა.
- ქორწილების გადაღება ძირითადად შემოსავლის წყაროა ხოლმე და ფოტოგრაფებს სინამდვილეში ურჩევნიათ, სხვა რამეს იღებდნენ. შენს შემთხვევაში როგორ ხდება?
- ჩემთვის მხოლოდ შემოსავლის წყარო ნამდვილად არ არის. ძალიან საპასუხისმგებლო და სასიამოვნოა ჩემთვის ფაქტი, რომ წყვილები მათთვის უმნიშვნელოვანეს დღეს მანდობენ და სურთ, რომ ეს საოცარი მომენტები ფოტოზე მე აღვბეჭდო.
- როდესაც შენს ფოტოებს ვუყურებ, ყოველთვის ვხედავ, ვგრძნობ მზეს. ფერში, ემოციაში, რომელიც მოაქვს კადრს. ეს მე მეჩვენება, დამთხვევაა თუ შენი მახასიათებელია?
- ყოველთვის ვცდილობ, ჩემს ფოტოებში ჩანდეს გულწრფელი ემოცია. სინათლე და სითბო სიცოცხლის მახალისებელია, ჩემს ნამუშევრებში კი მინდა მაქსიმალურად იგრძნობოდეს ეს ემოცია.
- რა არის მთავარი, კარგი ფოტოს გადასაღებად?
- ამაზე პასუხის გაცემა მიჭირს, რადგან ტექნიკურ საკითხებთან ერთად წყვილების სურვილი და გემოვნება დიდ როლს თამაშობს კომპოზიციური კუთხით.
- წყვილები ხშირად გეურჩებიან? თუ დამჯერი წყვილების წყალობით გამოდის, ასეთი კარგი ფოტო კადრები?
- ორივე კატეგორიასთან მიწევს მუშაობა, ვცდილობ, მაქსიმალურად მოვერგო მათ სურვილებსაც და ამავდროულად ვურჩიო, როგორ იქნება უკეთესი. გარდა იმისა, რომ უმნიშვნელოვანესია ტექნიკური საკითხები, ფოტოს სრულყოფილს ქმნის თავად წყვილის განწობა და მათი გემოვნება. ძალიან მეხმარება ბევრი გარე ფაქტორიც, რომელიც ჩემზე საერთოდ არ არის დამოკიდებული. ვგულისხმობ წყვილის ვიზუალულ მხარეს, დიზაინერების საოცარ ნამუშევრებს და ძალიან ლამაზ კაბებს, ვარცხნილობას, მაკიაჟს. ეს ყველაფერი ერთ მთლიან კომპოზიციას ქმნის. გაგრძელება