04 ივლისი, 2019
მერსი სულხანიშვილის თავის მოვლის რუტინა და ტანის სკრაბის საიდუმლო რეცეპტი
ჟურნალისტი და ტელეწამყვანი მერსი სულხანიშვილი ყოველთვის ლამაზად გამოიყურება. ის მუდამ ცდილობს, ფორმაში იყოს. ზაფხულში კანს განსაკუთრებული მოვლა და მზის სხივებისგან დაცვა სჭირდება. ამავე დროს, ლამაზი რუჯიც.

ყველა ქალს საკუთარი თავის მოვლის ხრიკები აქვს. როგორია მერსი სულხანიშვილის ზაფხულის თვის მოვლის რუტინა და რა არის მისი სილამაზის საიდუმლო, თავად გაგვიმხელს.

მერსი ზაფხულში როგორ უვლი სახის კანს?


- სახის მოვლას სეზონი არ სჭირდება. ყველა სეზონზე ერთნაირად ვიტარებ სხვადასხვა სახის პროცედურებს, ჩემს დერმატო კოსმეტოლოგს ვანდობ გარეგონობას. ყოველთვის
საუკეთესო პროცედურებს
მთავაზობს და მეც თვალდახუჭული ვენდობი. მან უკეთ იცის, რა სჭირდება ჩემს კანს. სიმართლე რომ გითხრათ, სახლის პირობებში განსაკუთრებულს არაფერს არ ვიკეთებ. მინიმალური ყოველდღიური რუტინა მაქვს. სახლის პირობებში ვცდილობ, ნატურალური პროდუქცია გამოვიყენო.


რომელ ნატურალურ პროდუქტებს ანიჭებ უპირატესობას?

- ერთ-ერთი ჩემი საყვარელი პროდუქტია ქოქოსი, კაკაო, შია. სხვათა შორის, ქოქოსის კარაქს ვიყენებ მაკიაჟის მოსაცილებლადაც. ამ პროდუქტების შემთხვევაში, ქართულს ვანიჭებ უპირატესობას. ზაფხულის სეზონზე ძალიან მიყვარს მარწყვის ნიღაბი. უმარტივესია მისი მოხმარება. მარწყვი უნდა დავჭყლიტოთ და წავისვათ დაბანილ სახეზე, გავიჩეროთ 15 წუთი და ჩამოვიბანოთ თბილი წყლით.

თვალის ირგვლივ კანს როგორ უვლი?
- ამ ბოლო დროს ძალიან პოპულარულია „პაჩები“ თვალების ქვეშ. სხვათა შორის, მოლოდინს გადააჭარბა, იმდენად კმაყოფილი ვარ. სულ რაღაც 15 წუთში დგები ფორმაში. მაკიაჟამდე აუცილებლად მაგას ვიყენებ. ასევე, ჩემი აღმოჩენა თერმული წყალია, რომელიც ჩემი ფავორიტია დღის განმავლობაში.

რაიმე შენი საფირმო ნიღბის რეცეპტი თუ გაქვს?
- ერთი ძალიან მაგარი ტანის სკრაბის რეცეპტს გაგიმხელთ, რომლის მომზადება ნებისმიერ ქალბატონს შეუძლია სახლის პირობებში. ის არის არაჩვეულებრივი, არა მხოლოდ მკვდარ უჯრედებს მოგაშორებით სხეულიდან, არამედ არაჩვეულებრივი დამატენიანებელი ეფექტიც აქვს. ასევე, იქიდან გამომდინარე, რომ ერთ-ერთი ინგრედიენტი ვაშლის ძმარია, ცელულიტის პრევენციაშიც მცირედით, თუმცა, წვლილს აუცილებლად შეიტანს.

3 სუფრის კოვზი ნალექიანი ყავა;
1 სუფრის კოვზი მარილი;
2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი;
1 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი; განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS