გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალ "გზაში" დაიბეჭდა:
"ეს ჩვენი, ქართველების უდიდესი შეურაცხყოფაა და გასაკვირი არცაა, რომ ხალხი გარეთ გამოვიდა. მომხდარის შემდეგ გავაანალიზე, რომ მთავრობა ისევ წარსულში გვაბრუნებს და ეს ძალა სასწრაფოდ არის შესაცვლელი. სირცხვილია,
ქართველი ესროდა ქართველს რუსის გამო.
"მთავრობა იმართება ერთი პირისგან, რომელსაც არ აქვს ქართული მენტალური ხასიათი, ქვეყანასა და ხალხს არათუ პროგრესისკენ, არამედ რეგრესისკენ მიათრევს. მათი არასწორი ნაბიჯების შედეგად ხალხი ღარიბდება, რაც თავისთავად, ქვეყნის გაღარიბებას იწვევს და ეს ყველაფერი ქაოსს ქმნის..."
"თითქოს ერთ ტერიტორიაზე გვკეტავენ და სურთ, გაღარიბებულ ხალხზე იბატონონ. 2012 წელს მთავრობის ცვლილება ძალიან სწორი და წინგადადგმული ნაბიჯი იყო, მაგრამ როგორც ყველა ნორმალურ ქვეყანაში, საჭიროა, რომ 8 წელში ერთხელ შეიცვალოს მთავრობა, რადგან მათი მმართველობა ტირანიაში არ გადაიზარდოს..."
"მე მყავს 3 წლის გოგო და 2 თვის ბიჭი. მათ, პირველ რიგში, ვასწავლი ჰუმანურობას, სიყვარულსა და ყველაფერ ღირებულს, რაც გაგვაჩნია ადამიანებს. დედა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ფიგურაა ყველას ცხოვრებაში და ყოველთვის ვეცდები, ვიყო მათთვის საუკეთესო მეგობარი. პატრიოტიზმი კი, ჩემი აზრით, არ ისწავლება, ეს ყველა ჩვენგანში თავისით ჩნდება გარემოდან გამომდინარე. ჩვენი შვილები თავად სწავლობენ იმ ადგილის სიყვარულს, სადაც იბადებიან და იზრდებიან..."
სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 4 ივლისის ნომერში წაიკითხავთ.
ნინო ჯავახიშვილი