

ლიკა ტელეწამყვანი და მოდელია. რამდენიმე წლის წინ მიხეილ სააკაშვილის ნათესავზე, ნიკა ალასანიაზე იყო დაქორწინებული და ამერიკაში ცხოვრობდა. მასთან ლიკას ორი შვილი ჰყავს, ქალ-ვაჟი - ანა-სოფია და ალექსანდრე.
მეუღლეს დაშორებულია ნიკა კოჩაროვიც, მუსიკოსსაც ყოფილი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს.
ცოტა ხნის წინ ლიკა ევგენიძე

- ლიკა, დროა ამ ისტორიაში ნიკა კოჩაროვი შემოვიყვანოთ. როდის გაიცანი?

- შორიდან ადრეც ვიცნობდი, გადაცემებში იყო ჩვენთან რამდენჯერმე. უბრალოდ ისე, გამარჯობით ვიცნობდი, ცხადია, ვიცოდი მისი მუსიკაც. მერე უცნაური ამბავი მოხდა: მამამ კომპოზიცია დაწერა და გადაწყვიტა, რომ მისი სიმღერა მე და ნიკას ერთად გვემღერა.
- მერე?
- მერე არაფერი, ეს სიმღერა აღარ ჩაიწერა.
- და თქვენ შეგიყვარდათ ერთმანეთი, მომიყვები თუ ვერა?
- ვერა. ძნელია, აღწერო და მოყვე ის, რაც ორ ადამიანს შორის ხდება, რა კოსმოსური ენერგია ახვედრებს ამ ადამიანებს ერთმანეთს. ერთი შემიძლია ვთქვა, რომ ეს ყველაფერი ახლოა ჩემთან, ჩემი ოჯახიდან გამომდინარე. ირგვლივ სულ ხელოვანი ხალხი მყავდა, მთელი ბავშვობა ისე ვერ ვიძინებდი, თუ სახლში სიჩუმე იყო. სულ მუსიკის ხმა უნდა ყოფილიყო. ჩემი და ნიკას ამბავი, თითქოს სახლში დაბრუნებას ჰგავს, ბავშვობაში. განაგრძეთ კითხვა: