27 ივნისი, 2019
"ეს ინსტიტუტი დიდი ხანია შელახულია, ამას რომელი ქვეყნის პოლიცია აკეთებს?"
მაშინ, როცა საქართველოს მოსახლეობა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობა, დიდ მღელვარებაშია ჩართული, ძნელია შვილს უთხრა, „არ წახვიდე აქციაზე, იმიტომ რომ იქ გესვრიან“, თუმცა, ასევე რთულია, მოუწოდო და გაუშვა შვილი იქ, სადაც იცი, რომ საფრთხეა. ასეთ სიტუაციებში განსაკუთრებით რთულია მშობლის ხვედრი... ამ თემაზე სასაუბროდ ბაია დვალიშვილს მივმართეთ და მიმდინარე მოვლენების შეფასებაც ვთხოვეთ.

- როცა ხედავ, შენი შვილი ქვეყნის, თავისუფლების სადარაჯოზე დგას, უნდა ადგე და შენც გაყვე, შენც მასთან უნდა იყო, ესაა გამოსავალი ასეთ

სიტუაციაში. ახალგაზრდებმა აიღეს ხელში სადავეები,
დიახ, მათ უნდა გადაიბარონ ქვეყანა, ამისთვის კი წვლილიც უნდა ჰქონდეთ შეტანილი მის აღმშენებლობაში, თუ თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ჩემი შვილი ჯერ პატარაა, 13 წლის არ არის. ერთ-ერთ საღამოს, როცა დილიდან გასული სახლში 7 საათზე ძალიან დაღლილი დავბრუნდი, მისაყვედურა, რატომ არ ხარ აქციაზეო. ძალიან დაღლილი ვიყავი და ფიზიკურად ვერ წავედი-მეთქი, ავუხსენი, თორემ ჩემი მეუღლე და მისი მეგობარი ახლაც იქ არიან და მეც ვაპირებ წასვლას. დღეს, საჭიროა ყველა ერთად იდგეს, ჩემი თაობაც, უფროსებიც და ახალგაზრდებიც.

- სამწუხაროდ, ყველა თაობის წარმომადგნელებს სხვადასხვა დროს მაინც უწევდათ და უწევთ პარლამენტის წინ შეკრება...

- საუბედუროდ, ასეა, იმიტომ რომ ჩვენმა თაობამ და მთავრობამ ბოლომდე ვერ მიიყვანა ის, რაც გასაკეთებელი იყო, შედეგად დღესაც იგივე პრობლემების წინაშე ვდგავართ და უკვე ჩვენი შვილების თაობას უწევს ბრძოლა.

- რა არის გამოსავალი, რა უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენ შვილებს მაინც აღარ მოუხდეთ მიტინგებზე გამოსვლა?

- ის, რასაც ახლა ვაპროტესტებთ ყველა ერთად, ბოლომდე უნდა იქნას მიყვანილი. ჩვენ ძალიან ბევრ რამეს მივუყრუეთ ყური, მთავრობას ძალიან ბევრი რამ გაუვიდა, ამის ფონზე სიმართლე გითხრათ, იმედიც არ მქონდა, რომ ახალგაზრობა ოდესმე რაიმეს გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოვიდოდა, იმიტო რომ ვფიქრობდი, ნიჰილისტები არიან, საკუთარი ინტერესები აქვთ და საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობენ-თქო, მაგრამ მოხდა ის, რომ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანს - თავისუფლებას შეეხნენ და გამოვიდნენ ქუჩაში. თუ საშუალება მომეცემა, ახალგაზრდებს ჩემი დამოკიდებულების გამო, ბოდიშსაც მოვუხდი. ახლა როდესაც ძალიან მნიშვნელოვანი საქმე დაიწყეს, ბოლომდე უნდა მიიყვანონ და ჩვენ უფროსმა თაობამ ზურგი უნდა გავუმაგროთ, რომ ეს ყველაფერი არ გადაიზაროს პერმანენტულ მიტინგობაში. ახლა უნდა შესრულდეს მოთხოვნები, უნდა იდგეს ხალხი რუსთაველზე, გაჩერება არაფრით არ შეიძლება. განაგრძეთ კითხვა:



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
,,,
თანახმა ხართ, სამი საათის განმავლობაში გცემოთ, ქვები გესროლოთ, კორიდორში ყველას ვაცემინო თქვენი თავი? და თქვენ რას იზამთ? ხელს არ შემომიბრუნებთ? არ შემაგინებთ? არ დამარტყამთ ხელს? იარაღი რომ გქონდეთ არ გაისვრით? ბევრი რამ იცით? უყურებთ ტელევიზიებს, კითხულობთ პრესას?
10:54 / 01-07-2019
გამოხმაურება / 0 /
ნატო
ეს ბაია ტუ მაია ორსიტკას ვერ აბავს ერტმანეტს ამის დამოზგვრა ვის ცჰირდება გვარანიას მონა,
23:36 / 29-06-2019
გამოხმაურება / 0 /
ქაჯანა
მაგ სიმართლით გაიხარეთ, ჯალათების დამცველო
18:00 / 28-06-2019
გამოხმაურება / 0 /
ნათი
ქ-ნო პოლიტიკის არაფერი გაგეგებათ და თავშეკავება კარგი იქნებოდა თქვენი მხრიდან.ბევრი არასასიამოვნო კომენტარის წაკითხვა მოგვიწია შენი და ეს არ არის მოსაწონი ისიც მსახიობიდან.ბუნტის და დაუმორჩილებლობის მოკარნახებს არ უნდა აქებდეთ.
17:13 / 28-06-2019
გამოხმაურება / 0 /
devi
ეს ქალბატონი, რუსთავი2-ის თანამშრომელი ხომ არ არის? ნაციონალების ,,ავატარშას" წააგავს.
19:44 / 27-06-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS