რა თქმა უნდა, ყველა ამ საქმეში მომღერალს მხარში უდგას მეუღლე, ბიზნესმენი გიორგი კორახაშვილი, რომელთან ქორწინებას, როგორ თავად ნინო ამბობს, საკუთარი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ნაბიჯად მიიჩნევს. მეუღლესთან და შვილთან ურთიერთობაზე მომღერალი ჟურნალ "სარკეს" ესაუბრა. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
- გაიხსენეთ
- როცა გავთხოვდი და გიორგი კორახაშვილს გავყევი ცოლად, აბსოლუტურად შეიცვალა ჩემი ცხოვრება.
- თქვენმა ცოლქმრობამ, ოჯახურმა ცხოვრებამ წლების განმავლობაში როგორი სახე მიიღო, არის ისეთი, როგორიც გინდოდათ, რომ ყოფილიყო?
- როდესაც 17 წელია გასული, ხართ საუკეთესო მეგობრები და სიგიჟემდე გიყვართ ერთმანეთი, ეს არის ძალიან მაგარი. მე, მარიკო და გიორგი სულ ერთად ვართ, ყოველწუთიერად და საათობრივად ვკონტაქტობთ და გვაქვს საერთო ჩათი. ერთმანეთის გარეშე არცერთი ვიღებთ გადაწყვეტილებას. აი, მაგალითად, რაღაც გეგმა თუ მოვიფიქრე, აუცლებლად გავუზიარებ, ყველა საკითხს ერთად გავდივართ. უკვე მარიკოც შემოგვიერთდა და მასაც ვუზიარებთ ყველაფერს. თანასწორნი ვართ, ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს და მიხარია, ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.
- ცალკე დედა-შვილს შორის როგორი ურთიერთობაა, როგორი მიდგომა გაქვთ მარიკოსადმი?
- მეგობრული, არ ვიცი, ეს ცუდია თუ კარგი, მაგრამ მარიკოს ვუდგები, როგორც ჩემს თანატოლს, თანასწორს, როგორც მეგობარს. თვითონაც მაძლევს ამის საშუალებას, ძალიან გონიერი გოგოა და მე თვითონაც არასდროს მაქვს ეს დამოკიდებულება, რომ შენ პატარა ხარ და შენ არ იცი. დაქალებივით ვართ. უკვე 15 წლის არის მარიკო და მიხარია, რომ მაძლევს საშუალებას, ასე ვეურთიერთო. განაგრძეთ კითხვა: