18 ივნისი, 2019
"არ მგონია, "ჩემი" ამდენი სისულელე ჩიკამ ბოლომდე აიტანოს" - რა მოლოდინები აქვს ქეთი წიქვაძეს "ლეკასთან" დაკავშირებით და რას ამბობს მაკა ჩიჩუაზე
ქეთი წიქ­ვა­ძე ცნო­ბი­ლი ხე­ლო­ვა­ნე­ბის ოჯახ­ში გა­ი­ზარ­და. მსა­ხი­ო­ბის პრო­ფე­სი­ის და­უფ­ლე­ბა­ზე უფიქ­რია, თუმ­ცა, სა­ბო­ლო­ოდ, გა­ნათ­ლე­ბა მა­ინც სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­ი­ღო. სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" ქეთი ჩი­კას ერთ-ერთი და­ქა­ლის რო­ლით გა­მოჩ­ნდა, რომ­ლის თავ­საც ბოლო დროს სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბე­ბი ხდე­ბა...

- თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ტელე-კი­ნოპ­რო­დი­უ­სინ­გის ფა­კულ­ტეტ­ზე ვსწავ­ლობ­დი (მგო­ნი, ეს ფა­კულ­ტე­ტი სულ რა­ღაც 4 წელი არ­სე­ბობ­და) - კოკა ყან­დი­აშ­ვი­ლის ჯგუ­ფი იყო. წი­ნათ სამ­სა­ხი­ო­ბო სფე­როს­თან შე­ხე­ბა არ მქო­ნია. "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" ლე­კას როლი ჩემ­თვის პირ­ვე­ლია.

- ამ სე­რი­ალ­ში რო­გორ მოხ­ვდი?

- რე­ჟი­სო­რი გი­ორ­გი ლი­ფო­ნა­ვა,
რო­მელ­საც უბ­რა­ლოდ, "გა­მარ­ჯო­ბით" ვიც­ნობ­დი, კლუბ­ში შემ­ხვდა, პირ­და­პირ მო­ვი­და და მი­თხრა, - ხვალ სინ­ჯზე მო­დიო. მე­ო­რე დღეს მი­ვე­დი, ოღონდ თვი­თონ არ დამ­ხვედ­რია - კას­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რი დამ­ხვდა. როცა გა­მო­ვე­დი, რე­ჟი­სორ­მა, - ვა, მოხ­ვე­დიო? წი­ნა­ დღეს ისე ვე­სა­უბ­რე, რომ ეტყო­ბა, ბო­ლომ­დე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი არ იყო, თუ მი­ვი­დო­დი... მე­ო­რე დღეს და­მი­რე­კეს და მი­თხრეს, რომ სას­წრა­ფოდ გა­და­ღე­ბე­ბი უნდა დაგ­ვე­წყო.


- "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" შენს როლ­ზე ვი­სა­უბ­როთ: ლე­კას­თან რა სა­ერ­თო და მკვეთ­რად გან­მას­ხვა­ვე­ბე­ლი თვი­სე­ბე­ბი გაქვს?

- სა­ერ­თოს ვე­რა­ფერს ვპო­უ­ლობ. რო­ლის შეს­რუ­ლე­ბი­სას, შე­იძ­ლე­ბა, ჩემი მი­მი­კა ან ღი­მი­ლი "გა­მე­პა­როს" (რა­საც ვცდი­ლობ, არ და­მე­მარ­თოს), მაგ­რამ აი, რად­გან პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი არ ვარ, ეტყო­ბა, ყო­ველ­თვის არ გა­მომ­დის (იღი­მის). შე­საძ­ლოა, ამას მხო­ლოდ მე ვამ­ჩნევ. და­ნარ­ჩენს (ხა­სი­ა­თი, იმი­ჯი, ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი...) რაც შე­ე­ხე­ბა, მგო­ნი, ჩვენ შო­რის ყვე­ლა­ფე­რი აც­დე­ნი­ლია. თა­ვის ქება არ მიყ­ვარს, მაგ­რამ ეს გოგო ისე­თი შტე­რია, რომ ძი­რი­თა­დად, დუბ­ლე­ბის ჩაშ­ლა და ახ­ლის ჩა­წე­რა გვჭირ­დე­ბა იმის გამო, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად თა­ვის "გა­დე­ბი­ლე­ბა" მი­წევს, რა­ზეც ხან­და­ხან ძა­ლი­ან მე­ცი­ნე­ბა.



- ყო­ფილ პირ­ველ ლე­დის­თან - მაკა ჩი­ჩუ­ას­თან სა­ერ­თო ეპი­ზო­დებ­ზე რას გვე­ტყვი?

- მას­თან პირ­ვე­ლი შე­ხე­ბა 2 დღის წინ მქონ­და. რომ მო­ვი­და, რა­ტომ­ღაც მე­გო­ნა, რომ ამ ქალს ვიც­ნობ­დი. შე­იძ­ლე­ბა იმი­ტომ, რომ ოდეს­ღაც სად­მე შევ­ხვედ­რი­ვართ. რო­გორც ახ­ლო­ბელს, ისე და­ვუ­წყე ლა­პა­რა­კი. თა­ვა­დაც ასე მო­იქ­ცა. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო, მო­მე­წო­ნა. პირ­ველ რიგ­ში, ჩემ­თვის ატ­მოს­ფე­რო შე­იც­ვა­ლა, რად­გან რე­ა­ლუ­რად, სე­რი­ალ­ში ერ­თსა და იმა­ვე კა­ფე­ში ან სამ­ზა­რე­უ­ლო­ში გო­გო­ნე­ბი ვის­ხე­დით და უაზ­როდ ვტლი­კი­ნებ­დი. ახლა ისე მოხ­და, რომ სხვა გო­გო­ებ­თან ერ­თად წა­ვე­დი, აზრს სხვებს ვე­კი­თხე­ბი. სცე­ნარ­ში ჯერ არ ჩანს, მაგ­რამ ვფიქ­რობ, რომ ამ გო­გო­ე­ბის "სას­ტავ­თან" ხში­რად "გა­და­ვიკ­ვე­თე­ბი", რად­გან არა მგო­ნია, "ჩემი" ამ­დე­ნი სი­სუ­ლე­ლე ჩი­კამ ბო­ლომ­დე აი­ტა­ნოს (იცი­ნის). განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS