ექიმი და ტელეწამყვანი ყოველთვის ფორმაშია - უვლის თავს და ძვირადღირებულ სამოსზეც არ ამბობს უარს. ცოტა ხნის წინ, პროდიუსერ ნოე სულაბერიძისა და მოდელ ჯანეტ ქერდიყოშვილის ქორწილში უმშვენიერესი თეთრ-ვარდისფერი გამოსასვლელი კაბა-შარვლით წარსდგა.

საღამოს კაბა იტალიელი სამოდელო ბრენდის Elisabetta Franchi-ის უახლესი, 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის
ნინო კუზანოვამ ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში ჩაცმის სტილზე, ცხოვრების წესსა და ოჯახზე ისაუბრა. გთავაზობთ ნაწყვეტებს ინტერვიუდან:
"ხირად მაკრიტიკებენ, რატომ გაქვს ამდენი ტანსაცმელიო... ვიღაცეები დაბადების დღეებზე რომ დარბოდნენ, მე სახლიდან ცხვირს არ ვყოფდი და წიგნებს თავში ვირტყამდი. ვშრომობდი იმისთვის, რომ დღევანდელი ცხოვრება მქონოდა. 23 წელია, საავადმყოფოდან არ გამოვსულვარ და 17 წელი ყოველ მესამე დღეს ვმორიგეობდი.

რაღაც ხომ უნდა შევცვალო ცხოვრებაში? ქმარს არ ვცვლი, არც სამსახურს, ქვეყანას არ ვიცვლი და ტანსაცმელიც აღარ შევცვალო ხოლმე?! ჩემს გულს რაც გაუხარდება, საკუთარ თავს ყველაფრის უფლებას ვაძლევ. დღეს ჯინსი მინდა, ხვალ - შორტი, ზეგ - გამოსასვლელი კაბა.
- ნოე სულაბერიძის ქორწილში ელიზაბეტა ფრანჩის კაბა გეცვათ, ალბათ ძვირი დაგიჯდათ...
- ასატანი თანხა გადავიხადე. ქალს ასაკს, კაბის ღირებულებას და ხელფასს არ ეკითხებიან, სახელმწიფო ბიუჯეტის ფულით ხომ არ მიყიდია?!
როდესაც ეს კაბა "ფეშენ ტივიზე" პირველად ვნახე, მაშინვე მომეწონა. მოულოდნელად, თბილისის ერთ-ერთი მაღაზიიდან დამირეკეს და მითხრეს, ესა და ეს კაბა გვაქვს ჩამოტანილიო. ასე უნებურად ამიხდა სურვილი. იმასაც კი ვოცნებობდი, იქნებ არ მომიხდეს და ყიდვას გადავრჩე-მეთქი, მაგრამ, სამწუხაროდ, მომიხდა. განაგრძეთ კითხვა: