19 მარტი, 2014
აქვს თუ არა კანონიერ ქურდს ცოლის ყოლის უფლება - რომელ კლანს შეეწირა დათო ''კრასნოდარსკი''?
დაკავების და დაკითხვის შემდეგ სამართალდამცავებმა "კრასნოდარსკი" ადიღეს გზას გაუყენეს, ხოლო ბონდო კაზაკსკი,"როგორც ირკვევა, შემთხვევითი მსხვერპლია - ნასამართლევი ხარ?
- არა.
- მუშაობ სადმე?
- არა.
- ესე იგი, არ მუშაობ?
- არა, ბავშვობიდან ინვალიდი ვარ.
- თქვენს თავს ქურდად მიიჩნევთ?
- არა მარტო მე მივიჩნევ, ყველა ქურდად მიცნობს".

დათო კრასნოდარსკის (დათო ჯანგიძის) დაკითხვის ოქმიდან.

2014 წლის 13 მარტს რუსული მედიით ცნობილი გახდა, რომ მოსკოვში, ბიზნეს ცენტრ "მოსკვა სიტიში" სამართალდამცავებმა ორი კანონიერი ქურდი დააკავეს. ერთი იყო
30 წლის დათო "კრასნოდარსკი", მეორე - საქართველოს მოქალაქე, ასევე კანონიერი ქურდი ბონდო კაზაკსკი (ბონდო სტურუა). ვინაიდან ქურდულ სამყაროში დათო "კრასნოდარსკის" სახელით რამდენიმე ქურდია. კრიმინალური წრეები და მედია ერთხანს თავს იმტვრევდნენ, რომელი დათო კრასნოდარსკი მოჰყვა ბადესო. საბოლოოდ, ის აღმოჩნდა კანონიერი ქურდი დათო ჯანგიძე, რომელზეც უკვე ერთი წელია, ფედერალური ძებნაა გამოცხადებული - ადიღეში გამოძალვის ბრალდებით იძებნება.

დაკავების და დაკითხვის შემდეგ სამართალდამცავებმა "კრასნოდარსკი" ადიღეს გზას გაუყენეს, ხოლო ბონდო კაზაკსკი,"როგორც ირკვევა, შემთხვევითი მსხვერპლია (დამკავებლებს ყალბი პასპორტი წარუდგინა), სამართალდამცავების სამიზნე მხოლოდ დათო ჯანგიძე გახლდათ.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს კრიმინალური ავტორიტეტების დაკავება ქურდული სამყაროსთვის უცხო არ არის, დათო "კრასნოდარსკის" დაჭერამ კრიმინალური წრეები შეაფიქრიანა, როგორც საქმეში ჩახედულები ამბობენ, ამ ფაქტმა ცხადყო, რომ ქურდულ კლანებს შორის ყუბანისთვის ბრძოლა განახლდა.

მოგეხსენებათ, ყუბანი (კრასნოდარის მხარე) რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი მხარეა, ამიტომ ქურდული სამყარო მის ხელში ჩაგდებას"დიდხანს ცდილობდა; მეტიც, ყუბანს ხუმრობით "ქურდულ კრემლადაც" მოიხსენიებენ და ამბობენ, ვის ხელშიცაა ყუბანი, ის პოსტსაბჭოეთის კრიმინალური სამყაროს გვირგვინსაც ფლობსო...

წლების განმავლობაში ყუბანს ქართული ქურდული კლანები აკონტროლებდნენ. ტარიელ ონიანისა და და ჰასან უსოიანის ("დედ ჰასანი") ცნობილი დაპირისპირების მიზეზიც სწორედ ყუბანი გახლდათ. მათ შორის ქურდული ომი საბჭოურ სივრცეს გასცდა და უკვე უკრაინა, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, უნგრეთი, შვეიცარია, ბალტიისპირეთი, იტალია, ესპანეთი, საბერძნეთი, თურქეთი, კანადა, აშშ, სამხრეთი კორეა, ფილიპინები და პაკისტანი მოიცვა.

დათო ჯანგიძის დაკავებით ყუბანი კვლავ "უპატრონოდ" რჩება.…

იხილეთ სრულად


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS