19 მარტი, 2014
რა ეტაპზეა ''ნაციონალების'' გალახვის საქმე - ''ნიკა მელია ზონდერ-ბრიგადირი იყო ''
დავით საყვარელიძემ უბრძანა, ჩხუბის დაწყებამდე ერთი წუთით ადრე აქვს დარეკილი და რამდენიმე მესიჯი გამოგზავნილი მანჩო გიორგობიანი საზოგადოებამ ''ლა ტრუფეს'' სკანდალის შემდეგ გაიცნო. მაშინ კაფეში მანჩო მეგობრებთან ერთად იყო, როდესაც ''ნაციონალური მოძრაობის'' ელიტასთან ხელჩართულ ჩხუბში მოხვდა. ამ თემას პრესა და ტელევიზია ერთი თვის განმავლობაში აქტიურად აშუქებდა. ამ სკანდალური ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე ნიკა მელიაც გახლდათ. მელია ამჯერად ''ნაციონალური მოძრაობის'' მერობის კანდიტატი გახლავთ.


- მანჩო, როგორი რეაქცია გქონდათ, როდესაც გაიგეთ, რომ მერის არჩევნებში ნიკა მელია იყრის კენჭს? თავის
დროზე ის თქვენი წყალობით გახდა პოპულარული...
- ჩემი ბრალია ხომ, მერობის კანდიდატი რომ არის (იცინის)?!. როგორ უნდა შევაფასო? სამარცხვინო ნაძირალაა. ნიკა მელია ზონდერ-ბრიგადირი იყო, 7 ნოემბრის დარბევის კადრებშიც მყავს ნანახი, სააკაშვილმა ამ ''დამსახურებებისთვის'' უბოძა ძველი თბილისის გამგებლობა...
კაფეში მომხდარ კონფლიქტზე რა გითხრათ...… ჩვენთვის ვისხედით, ნაციონალებს რამდენიმე მაგიდა ჰქონდათ დაკავებული, სააკაშვილი წავიდა თუ არა, კლასიდან რომ მასწავლებელი გავა, ისეთი ხმაური ატყდა, ერთი სართულიდან მეორეზე უყვიროდნენ ერთმანეთს სადღეგრძელოებს, ღრეობა დაიწყო. გაოცებულ სახეებზე ალბათ აშკარად გვეტყობოდა, რომ ნაციონალები არ ვიყავით და ვფიქრობ, მაშინ გადაწყვიტეს, რომ გავეყარეთ. პირდაპირ მელია მოგვადგა ძველბიჭურად, მეგობართან ერთად. მას, როგორც მერე მივხვდი, ჩვენთან მოსვლა დავით საყვარელიძემ უბრძანა, ჩხუბის დაწყებამდე ერთი წუთით ადრე აქვს დარეკილი და რამდენიმე მესიჯი გამოგზავნილი.
მელიამ საუბარი დაგვიძაბა, მოვთხოვეთ დაეტოვებინა ჩვენი მაგიდა და ამაზე ატეხა ყვირილი და ჩემს მეგობარს, ბექა მაზიაშვილს დაარტყა ხელი, მელიას მეგობარმა კი - მე. რიგში საყვარელიძე და ვაშაძე იდგნენ, შემდეგ დანარჩენებიც. მოკლედ, გიენებივით მოგვესივნენ.… ჯერ მელიას მოხვდა საპასუხო, მერე საყვარელიძეს გაუტყდა ცხვირი, ვაშაძეს - თავი.. გოროზიას - ხელი. ჩხუბის ბოლოს, თვალებში კარგად რომ გამოვიხედე, ყველა მიმალული იყო. ამასობაში, მათ დასახმარებლად სააკაშვილის დაცვა მობრუნდა და შემოსასვლელიდანვე ბექას და მამუკა ბაკურიას დაესხნენ თავს. ძალიან უნდოდათ ჩვენთვის ''ჭკუის სწავლება", ვერ გამოვიდნენ ''წარსულის შარავანდედიდან''. ძველი დრო რომ ყოფილიყო, ალბათ, სანდრო გირგვლიანივით დავამთავრებდით. კიდევ კარგი, პატრულიც ამ დროს მოვიდა და შეაჩერეს პრეზიდენტის დაცვა. პატრულში მხოლოდ ერთი ზარია შესული, ისიც ჩვენი მეგობრის ხათუნა დარბაისელისგან. მათგან, ძველი თბილისის გამგებელმა, დეპუტატებმა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ე.წ ოპოზიციური პარტიის ლიდერმა მერაბიშვილმა, მათმა თანმხლებმა პირებმა, ქალებმაც კი, თურმე ვერავინ მოიფიქრა პატრულის გამოძახება. ილეწებოდა რესტორანი. ალბათ არც უნდოდათ, მაგას როგორ წარმოიდგენდნენ, რომ იქით გაილახებოდნენ (იცინის).

Rating

- ''ნაციონალური მოძრაობიდან'' რამდენი ადამიანი იყო?
- ძალიან ბევრი, ჩვენებების მიხედვით 52 მოწმეა, ამას მიუმატეთ მერაბიშვილი და სალაყაია, რომლებიც პროკურატურამ თვითნებურად არ დაკითხა, ოთხნი ჩვენ ვართ, 5-6 ადამიანი კაფეში მომსახურე პერსონალი, დანარჩენი სულ ნაციონალები - რამდენიმე მათი თანხმლები ქალისმაგვარი და დანარჩენი ამ კაცისმაგვარებიდან, დაახლოებით ოცი ჩხუბობდა. სასაცილოა, მაგრამ ყველა მათგანი ისეთ ჩვენებას იძლევა, თითქოს თვითონ ''აშველებდა'' და ყველა დანარჩენი იყო კონფლიქტში ჩართული, ერთმანეთს ადებენ ხელს...
- დღეს რა ეტაპზეა ''ლა ტრუფეს'' სკანდალის საქმე?
- სასამართლო მიდის, მოწმეებს კითხავენ. ნეიტრალური მოსამართლე გვყავდა, ახლა შეგვიცვალეს და უსამართლო განაჩენებით ცნობილი ზვიად აკობია დაგვინიშნეს, მის ერთ-ერთ საქმეში ცრუ მოწმედ ნიკანორ მელიაც ფიგურირებდა. ჩვენს საქმეზე მელიას ხულიგნობის მუხლი აქვს წაყენებული, 239-ე ხულიგნობის მუხლის პირველი ნაწილით. სინამდვილეში მეორე ნაწილი - ჯგუფური უნდა ჰქონდეთ. გამოძიების მსვლელობიდან გამომდინარე, ბექა მაზიაშვილს თავდაცვისთვის ხულიგნობის მუხლი რომ აქვს წაყენებული, არ მაქვს რეალური მოძალადეების დასჯისა და სამართლიანი განაჩენის იმედი, მაგრამ არ მედარდება, მეორედაც რომ მოხდეს, იმავენაირად მოვიქცეოდი, კიდევ დავიმატებდი ერთ-ორ კაცს და იქნებ, სულაც ამომექოლა იმ კაფეში მთელი ''ნაციონალები'', დაისვენებდა სრულიად საქართველო (იცინის).
- ცნობილი კონფლიქტის შემდეგ პრესაში მელიას ხშირად ახსენებდნენ, რომ კაფეში ქალბატონმა გალახა...
- რეალურად, ამ საქმეში მესამე მხარე არ არსებობს, ჩვენ ვართ, ნაციონალები და ადგილობრივი პერსონალი. ალბათ ეგონათ, რომ ძალიან შეგვეშინდებოდა ხულიგნურად, ''აბიჟნიკურად" რომ მოგვადგებოდნენ, გავიქცეოდით. როდესაც შედეგს ვერ მიაღწიეს, მერე ერთმანეთს ასწრებდნენ. პროკურატურამ საყვარელიძე-მელიას, ჩხუბამდე ერთი წუთით ადრე, ტელეფონზე რეკვის და მესიჯების საკითხი არ განიხილა, არ მგონია, რომ სხვა თემაზე მესიჯობდნენ. არც ის განიხილა, რომ სააკაშვილის დაცვა მობრუნდა ჩვენ დასასჯელად. არადა, გვერდით სადარბაზოს კამერის ჩანაწერი ამოვიღეთ, სააკაშვილის დაცვის მანქანის ნომერიც ფიქსირდება. კაფეს კამერის ჩანაწერი გამქრალია, ტელეფონზეც იწერდნენ, მაგრამ ეტყობა შერცხვათ გამოჩენის. მეორე დღეს სრულიად ნაცელიტა გვაბრალებდა პოლიტიკურ ანგარიშსწორებას, კრიმინალს, ''პოლიტპატიმრობას". სინამდვილეში, არც ერთი პარტიის წევრი არ ვართ, არც კრიმინალები ვყოფილვართ, არც ეჭვმიტანილები კრიმინალში, მათგან განსხვავებით. ცრუ ბრალდებისთვის ჩვენ და პოლიტპატიმრებმა შევიტანეთ სარჩელი, მაგრამ სასამართლომ არ მიიღო წარმოებაში.

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 12 /
კგ
ვაი, ვაი, ღირსეულ მელიას ეს ეკადრება? უსინდისო კაცია და ასევე აგრძელებს თავის ერთგულ "სანჩოსთან" ერთად))))
14:22 / 25-02-2015
გამოხმაურება / 0 /
მარი მელიქიშვილი
ქნ. მანჩო გემჩნევათ "სერიალების" აქტიური მაყურებელი ხართ
08:15 / 27-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ნატა
ალბათ საქართველოს ისტორიას არ ახსოვს ,შემთხვევა , როცა 30 კაცი სამმა კაცმა გალახა ,აქედან ერთი ქალი იყო და ორი მამაკაცი , მე მაგათ ადგილას სამარცხვინოდ სასამართლოში არ შევიტანდი,ეტყობა გოგლიმოგლს მიირთმევდნენ ხშირად.
14:22 / 26-03-2014
გამოხმაურება / 0 /
დგფჰგვბკმნ
ნაცებოოოო...მოიდა ცოცხები, ერთი გაბედეთ და რამე დაიწყეთ, მაშინ ნახავთ თქვენს ამოძირკვას დედაბუდიანად!!! ერთი რამე დაიწყეთ რაააა....
21:23 / 25-03-2014
გამოხმაურება / 0 /
Vereli
ამ ქალს რა აქვს თქვენი დასაწუნი, დიახაც ,საამაყოდ აქვს საქმე, ბევრი მიზეზის გამო და მხოლოდ ამ ამბით არ დაამახსოვრებს ყველას თავს, ისეთი დედის შვილია . გარეგნობას რაც შეეხება, ტანი აქვს მარტო ისეთი, რომ სიზმარშიც არ გინახავთ, ნუ, სარკეში, თავისთავად ნათელია, ნანახიც არ გექნებათ, ისეთ ბოღმას ანთხევთ და სახესთან დაკავშირებით, მგონი, ფოტოების ხარისხს ხედავთ და პიქსელების გამო არ ჩანს კარგად. მოკლედ, ჯერ თქვენს მახინჯ სიფათებს შეხედეთ, სანამ სხვისაზე მოაღებდეთ თქვენს პროგნათიულ-პროგენიულ ყბებს . პატივისცემითა და საუკეთესო სურვილებით . ☺
11:24 / 25-03-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS