ის "ტაში ბიჭო გიორგუნას" და ცეკვა "რაჭულის" შემქმნელი, ჯგუფ "შინ"-ისა და "ეგარის" წევრი გახლდათ.
ისე წავიდა ამქვეყნიდან, რომ შვილი არ ჰყოლია. ნანატრი ვაჟი იმ დღეს დაიბადა, როდესაც დათუნიკა სხირტლაძე დაკრძალეს.
ხელოვანის ცოლ-შვილს მძიმე პირობებში უწევს ცხოვრება. ჩვენ დათუნიკა სხირტლაძის ქვრივს, მზია ჯინჭარაძეს ვესაუბრეთ.
გთავაზობთ ამონარიდებს
ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალ "გზაში" დაიბეჭდა:
"დათუნიკას გარდაცვალების შემდეგ, ძალიან გამიჭირდა ცხოვრება, თუმცა, ვახერხებ, ჩემს პატარა დათუნიკას, რომლის
"ამბროლაურის საავადმყოფოში ვმუშაობდი. როცა დათუნიკა ანსამბლ "რუსთავში" გადავიდა, მეც გამოვყევი თბილისში, რადგან მას აქ ვჭირდებოდი და შესაბამისად, სამსახური დავკარგე. დათუნიკას გარდაცვალების შემდეგ კი, როცა არანაირი შემოსავალი აღარ მქონდა, ვცადე სამსახურის დაწყება, მინდოდა ამბროლაურის კულტურის ცენტრში მის ადგილას მე ვყოფილიყავი, თავიდან თითქოს დამეხმარა გუბერნატორი, დეპუტატი გოჩა ენუქიძეც, რომელიც ჩვენი პატარა დათუნიკას ნათლიაა, მაგრამ საბოლოოდ არაფერი გამოვიდა. ვფიქრობ, მებრძვიან..."
"დათუნიკას გარდაცვალების შემდეგ მიუღებელი აღმოვჩნდი ბევრისთვის, მაგრამ არ ვაპირებ დანებებას. მის მიწა-წყალზე გავზრდი პატარა დათუნიკა-თევდორეს და რამე გამოჩნდება. დათუნიკას ძეგლი დავდგი რაჭაში, ჩვენი სოფლის შესასვლელში, ხალხის შემოწირულობებით გავაკეთე ეს კარგი საქმე, მაგრამ აქაც პრობლემები შემექმნა, ელექტრონული აუქციონით გაიყიდა მიწის ის ნაწილი, სადაც ძეგლი იდგა..."
იხილეთ სრულად: