22 მაისი, 2019
გაიცანით მაკა ზამბახიძის ქალიშვილი, რომელიც ცხოველებზე უზომოდაა შეყვარებული - "ვეტერინარიას და სიმღერას მშვენივრად ვათავსებ"
იშ­ვი­ა­თად მი­ნა­ხავს გო­გო­ნა, რო­მე­ლიც ასე­თი გა­ტა­ცე­ბუ­ლია ცხო­ვე­ლე­ბით, ფრინ­ვე­ლე­ბი­თა და, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, მღრღნე­ლე­ბით. უვ­ლის მათ იმ­დე­ნად, რომ კლი­ნი­კა­ში მათი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ზეც ზრუ­ნავს... გა­ტა­ცე­ბაც არის და გა­ტა­ცე­ბაც - ის მზად არის ეს ყვე­ლა­ფე­რი უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში პრო­ფე­სი­ად აქ­ცი­ოს, რის­თვი­საც დღეს ენერ­გი­ას არ იშუ­რებს.

სა­ლო­მე ჩი­ტა­ძემ გა­სულ კვი­რას თბი­ლი­სის 150-ე სა­ჯა­რო სკო­ლა და­ამ­თავ­რა. ამ­ბობს, რომ მე­ოც­ნე­ბე, თავ­გა­და­სავ­ლე­ბის მა­ძი­ე­ბე­ლი გო­გოა, ყვე­ლა­ფე­რი და ყვე­ლა უყ­ვარს და მი­იჩ­ნევს, რომ ბედ­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნია.

სა­ნამ იმ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე ვი­სა­უბ­რებ­დეთ, რომლითაც სა­ლო­მეს წარ­დგე­ნას თქვენ წი­ნა­შე ვა­პი­რებთ და რი­თაც
სა­ო­ცა­რა­დაა გა­ტა­ცე­ბუ­ლი, გე­ტყვით, რომ ის შე­სა­ნიშ­ნა­ვად მღე­რის კი­დეც, რაც გა­საკ­ვი­რი სუ­ლაც არაა, სა­ლო­მე მომ­ღე­რალ მაკა ზამ­ბა­ხი­ძის შვი­ლია. რო­გორც გვე­უბ­ნე­ბა, ბენდში მღე­რის და მისი პრო­დი­უ­სე­რი მა­მუ­ლი­ჩა, კახა მა­მუ­აშ­ვი­ლია. „ერთი წე­ლია, „ნონ­სტო­პის“ სო­ლის­ტი ვარ, სა­ო­ცარ რე­ჟიმ­ში ვმუ­შა­ობთ, გვაქვს კონ­ცერ­ტე­ბი. ვმღე­რით სხვადსხვა ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე და ამ საქ­მი­ა­ნო­ბას სწავ­ლას­თან და ჩემს საყ­ვა­რელ გა­ტა­ცე­ბას­თან ერ­თად, მშვე­ნივ­რად ვა­თავ­სებ, რად­გან ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან მიყ­ვარს. სწავ­ლი­თაც კარ­გად ვსწავ­ლობ, ცუდი მოს­წავ­ლე არ ვყო­ფილ­ვარ. ად­ვი­ლად ვით­ვი­სებ იმ სა­განს, რაც მომ­წონს“, - გვე­უბ­ნე­ბა გო­გო­ნა.

- რო­გორც გა­ვი­გე, ვე­ტე­რი­ნა­რი­ის გან­ხრით აპი­რებ სწავ­ლის გაგ­რძე­ე­ბას და ამ თე­მა­ზე აღ­ტა­ცე­ბით სა­უბ­რობ. სა­ი­დან და­ი­წყო შენ­ში ცხო­ვე­ლე­ბის ასე­თი სიყ­ვა­რუ­ლი?


- ჩემს ოჯახ­ში ცხო­ვე­ლე­ბის ჩემ­ნა­ი­რი მოყ­ვა­რუ­ლე­ბი არ არი­ან, ასე არ გიჟ­დე­ბი­ან ცხო­ვე­ლებ­ზე. მე არა­ნორ­მა­ლუ­რად მიყ­ვარს ამ სამ­ყა­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი... ყვე­ლა­ფე­რი კი იმით და­ი­წყო, რომ ბა­ბუ­ა­ჩემ­მა, დე­და­ჩე­მის მა­მამ, ცხო­ვე­ლე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი ჩა­მი­ნერ­გა, რა­საც დღემ­დე ნა­ნობს, - ეს რა გა­ვა­კე­თეო... თუმ­ცა, მე ამის­თვის მისი უზო­მოდ მად­ლი­ე­რი ვარ. პა­ტა­რა რომ ვი­ყა­ვი, ისე­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო ტე­ლე­არ­ხებს მა­ყუ­რე­ბი­ნებ­და, სა­დაც ეგ­ზო­ტი­კურ ცხო­ვე­ლებ­ზე იყო ხოლ­მე გა­და­ცე­მე­ბი. რო­დე­საც ადა­მი­ანს რა­ღაც უყ­ვარს, რა­ღა­ცის­თვის ცხოვ­რობს, ეს ყვე­ლა­ზე დიდი შვე­ბა და ბედ­ნი­ე­რე­ბაა. მოკ­ლედ, დიდი მად­ლო­ბა ბა­ბუ­ას, რომ ჩემი თავი მა­პოვ­ნი­ნა და ჩემ­ში ასე­თი სიყ­ვა­რუ­ლი ჩა­ნერ­გა.



- რო­გორც აღ­ნიშ­ნე, შენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რო­დე­საც ცხო­ვე­ლებს ეხ­მა­რე­ბი. რას გუ­ლის­მობ ამ დახ­მა­რე­ბა­ში?


- სულ სპე­ცი­ა­ლურ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ვი­ქე­ქე­ბი, რომ მეტი და მეტი ინ­ფორ­მა­ცია მო­ვი­პო­ვო ცხო­ველ­თა და­ა­ვა­დე­ბებ­ზე, რომ უფრო ხა­რის­ხი­ა­ნად და­ვეხ­მა­რო ექიმს იმ კლი­ნი­კა­ში, სა­დაც ახლა ვმუ­შა­ობ, პრაქ­ტი­კან­ტი ვარ. მინ­და, რომ ჩემი წვლი­ლი შვი­ტა­ნო ამ საქ­მე­ში. შე­სა­ნიშ­ნა­ვი ექი­მი გვყავს, მაგ­რამ მეც მინ­და, ასეთ დო­ნეს და შე­დეგს მი­ვაღ­წიო, რომ ყვე­ლა­ფერს თვალ­და­ხუ­ჭუ­ლი ვა­ტა­რებ­დე. არ შე­მე­შინ­დეს ჩემი დას­მუ­ლი დი­აგ­ნო­ზის, - მოკ­ლედ, მინ­და, თა­ნაბ­რად და ხა­რის­ხი­ა­ნად ვფლობ­დე ყვე­ლა­ფერს. ასე რომ, ყვე­ლა­ფე­რი უნდა ვის­წავ­ლო.

ცხო­ველ­თა დახ­მა­რე­ბა­ში კი აი, რას ვგუ­ლის­ხმობ: თუნ­დაც ის, რომ ცხო­ე­ველს ჭრი­ლო­ბას ვუ­სუფ­თა­ვებ, ვუვ­ლი იმის­თის, რომ ნა­ო­პე­რა­ცი­ე­ბი მალე შე­უ­ხორ­ცდეს. ვუ­კე­თებ ნემ­სებს, გა­დას­ხმებს, რომ ასე­ვე ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ ან მა­ნამ­დე გა­უ­წყლო­ე­ბა არ და­ე­მარ­თოს. მათი თე­რა­პი­უ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია არის პრაქ­ტი­კან­ტე­ბის, ანუ ჩვე­ნი მთა­ვა­რი საქმე, ანუ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­ში ცხო­ვე­ლებს ჩვენ ვეხ­მა­რე­ბით. ოპე­რა­ცი­ებს კი შე­სა­ნიშ­ნა­ვი ქი­რურ­გი - ირაკ­ლი ნარ­ჩე­მაშ­ვი­ლი უკე­თებს. ძა­ლი­ან კარ­გი სპე­ცი­ა­ლის­ტია. განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS