სალომე ჩიტაძემ გასულ კვირას თბილისის 150-ე საჯარო სკოლა დაამთავრა. ამბობს, რომ მეოცნებე, თავგადასავლების მაძიებელი გოგოა, ყველაფერი და ყველა უყვარს და მიიჩნევს, რომ ბედნიერი ადამიანია.
სანამ იმ საქმიანობაზე ვისაუბრებდეთ, რომლითაც სალომეს წარდგენას თქვენ წინაშე ვაპირებთ და რითაც
- როგორც გავიგე, ვეტერინარიის განხრით აპირებ სწავლის გაგრძეებას და ამ თემაზე აღტაცებით საუბრობ. საიდან დაიწყო შენში ცხოველების ასეთი სიყვარული?
- ჩემს ოჯახში ცხოველების ჩემნაირი მოყვარულები არ არიან, ასე არ გიჟდებიან ცხოველებზე. მე არანორმალურად მიყვარს ამ სამყაროს წარმომადგენლები... ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ბაბუაჩემმა, დედაჩემის მამამ, ცხოველების სიყვარული ჩამინერგა, რასაც დღემდე ნანობს, - ეს რა გავაკეთეო... თუმცა, მე ამისთვის მისი უზომოდ მადლიერი ვარ. პატარა რომ ვიყავი, ისეთი საერთაშორისო ტელეარხებს მაყურებინებდა, სადაც ეგზოტიკურ ცხოველებზე იყო ხოლმე გადაცემები. როდესაც ადამიანს რაღაც უყვარს, რაღაცისთვის ცხოვრობს, ეს ყველაზე დიდი შვება და ბედნიერებაა. მოკლედ, დიდი მადლობა ბაბუას, რომ ჩემი თავი მაპოვნინა და ჩემში ასეთი სიყვარული ჩანერგა.
- როგორც აღნიშნე, შენთვის მნიშვნელოვანია, როდესაც ცხოველებს ეხმარები. რას გულისმობ ამ დახმარებაში?
- სულ სპეციალურ ლიტერატურაში ვიქექები, რომ მეტი და მეტი ინფორმაცია მოვიპოვო ცხოველთა დაავადებებზე, რომ უფრო ხარისხიანად დავეხმარო ექიმს იმ კლინიკაში, სადაც ახლა ვმუშაობ, პრაქტიკანტი ვარ. მინდა, რომ ჩემი წვლილი შვიტანო ამ საქმეში. შესანიშნავი ექიმი გვყავს, მაგრამ მეც მინდა, ასეთ დონეს და შედეგს მივაღწიო, რომ ყველაფერს თვალდახუჭული ვატარებდე. არ შემეშინდეს ჩემი დასმული დიაგნოზის, - მოკლედ, მინდა, თანაბრად და ხარისხიანად ვფლობდე ყველაფერს. ასე რომ, ყველაფერი უნდა ვისწავლო.
ცხოველთა დახმარებაში კი აი, რას ვგულისხმობ: თუნდაც ის, რომ ცხოეველს ჭრილობას ვუსუფთავებ, ვუვლი იმისთის, რომ ნაოპერაციები მალე შეუხორცდეს. ვუკეთებ ნემსებს, გადასხმებს, რომ ასევე ოპერაციის შემდეგ ან მანამდე გაუწყლოება არ დაემართოს. მათი თერაპიული რეაბილიტაცია არის პრაქტიკანტების, ანუ ჩვენი მთავარი საქმე, ანუ რეაბილიტაციაში ცხოველებს ჩვენ ვეხმარებით. ოპერაციებს კი შესანიშნავი ქირურგი - ირაკლი ნარჩემაშვილი უკეთებს. ძალიან კარგი სპეციალისტია. განაგრძეთ კითხვა: