როგორც მოგეხსენებათ, 17 მაისს საპატრიარქო ოჯახის სიწმინდის დღის
მომღერალმა თამრიკო ჭოხონელიძემ გალა-კონცერტში მონაწილეოებაზე უარი იმ მოტივით განაცხადა, რომ არ სურდა საზოგადოებაში დაპირისპირებისთვის შეეწყო ხელი. ახლა კი, აი, რა გვითხრა:
- 17 მაისს თუ მხოლოდ ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება, მაშინ დიდი სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას საპატრიარქოს მიერ დაგეგმილ გალა-კონცერტში... ბუნებრივია, ამას მე ვერ შევთავაზებ, თვითონ თუ დამიკავშირდებიან და კიდევ აქვთ სურვილი ჩემი მიწვევის, არაფერი მოსარიდებელი არ არის! თუ აღარ აქვთ ის წყენა, რაც ხალხში, მე ვიტყოდი, უნამუსოდ გავრცელდა... ერთი პატარა ფეხის დაცდომა და იმ წუთას გადაგთელავენ!
- თქვენ ხომ არ თვლიდით, რომ ეს ფეხის დაცდომა იყო და კონცერტში მონაწილეობაზე უარი გააზრებულად თქვით...
- დიახ, რა თქმა უნდა! ყველაფერი გააზრებულად გადავწყვიტე და მაშინვე ცილი დამწამეს, სამშობლოს და პატრიარქს უღალატაო... შემეჯიბროს ყველა საქართველოს და პატრიარქის სიყვარულშიც, ასევე ოჯახის სიწმინდის მიმართულებით! მთელი ჩემი ცხოვრების წესით ვამტკიცებ, მგონი, ამ ყველაფერს! ამიტომ არავის მივცემ იმის უფლებას, ასე ერთი ხელის მოსმით გადამთელონ!
აღმოჩნდა, რომ თურმე სასულიერო პირებისგანაც ყოფილა ჩემზე თავდასხმა. მითხრეს, მათი არასწორი და არასამართლიანი გამონათქვამების შესახებ და ყველას ვთხოვ, თავიანთ ცხოვრებას მიხედონ განურჩევლად მრწამსისა... თქვენი მედიის საშუალებით მივმართავ საპატრიარქოს, 17 მაისს თუ მხოლოდ კონცერტი იქნება და საჭირო ვიქნები, დამიკავშირდნენ და ნებისმიერ დროს მზად ვარ მონაწილეობის მისაღებად!
მაქსიმალურად თავს ვარიდებ სოციალურ ქსელს, ამდენი ბოროტება და ცილისწამება რომ თავიდან ავიცილო! შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ჩემს პრესტიჟს და ღირსებას ვერაფერს დააკლებენ, რამდენიც უნდა, იმდენი წეროს უსინდისო ხალხმა! იხილეთ სრულად