24 აპრილი, 2019
ზალიკო ბერგერი აპირებს, შვილი სუროგატ დედას გააჩენინოს - "დედაჩემი ორ რამეზე ნერვიულობს: რომ ვსვამ და შვილი არ მყავს
დი­ზა­ი­ნე­რი ზა­ლი­კო ბერ­გე­რი ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ­სად მუ­შა­ობს, თუმ­ცა, ყველ­გან არის, სა­დაც ცხოვ­რე­ბა ჩქეფს და ფუ­ფუ­ნე­ბაა. ის მე­გობ­რებს დაჰ­ყავთ სა­მოგ­ზა­უ­როდ და მის­თვის არც ძვირ­ფას სა­ჩუქ­რებს იშუ­რე­ბენ. ამ სა­ჯა­რო მხი­ა­რუ­ლი შო­უ­ე­ბის მიღ­მა, ზა­ლი­კო ბევრ რა­მეს მა­ლავს, მათ შო­რის ასაკ­საც, რო­მე­ლიც ვერც ერთ ტე­ლე­შო­უ­ში ვერ ათ­ქმე­ვი­ნეს. თუმ­ცა, საყ­ვა­რელ ჟურ­ნალ "სარ­კეს­თან" ზა­ლი­კომ ასა­კი გა­ამ­ხი­ლა და სხვა დე­ტა­ლებ­ზეც გუ­ლახ­დი­ლად ისა­უბ­რა.

გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

- ყველ­გან თქვენს ქე­იფ­ზე, სმა­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ. მარ­თლა სე­რი­ო­ზუ­ლად დგას ალ­კოჰოლ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის პრობ­ლე­მა?

- მაქვს დღე­ე­ბი, რო­დე­საც სა­ერ­თოდ არ
მინ­და და­ლე­ვა. მა­შინ არც ტე­ლე­ფონს ვპა­სუ­ხობ, არც სახ­ლი­დან გავ­დი­ვარ. როცა ნას­ვა­მი ვარ, მა­შინ მიყ­ვარს ქუ­ჩა­ში სი­ა­რუ­ლი, გა­და­ცე­მებ­ში მის­ვლა და ხალ­ხთან კონ­ტაქ­ტი. კარ­გი სას­მე­ლის სულ მცი­რე დო­ზაა საკ­მა­რი­სი, რომ ხა­ლი­სი­ა­ნი ვიყო. ან თქვენ რად გინ­დათ უხა­სი­ა­თო და სტა­ტი­კუ­რი ზა­ლი­კო?!

- ანუ სას­მე­ლის გა­რე­შე უხა­სი­ა­თოდ ხართ?

- ასე გა­მო­დის. როცა მქონ­და ჩემი გა­და­ცე­მა "ზა­ლი­კოს ღამე", იქ პრო­დი­უ­სე­რებ­მა და­ლე­ვა ამიკ­რძა­ლეს და უნდა გე­ნა­ხათ, რო­გო­რი სა­ხით ვხვდე­ბო­დი სტუმ­რებს. თუმ­ცა, გა­და­ღე­ბა რომ და­ი­წყე­ბო­და, ძა­ლებს ვიკ­რებ­დი და ისევ ისე­თი მხი­ა­რუ­ლი ზა­ლი­კო ვხდე­ბო­დი, რო­გო­რიც ხალ­ხს ვუყ­ვარ­ვარ. კარ­გი ხა­სი­ა­თის თა­მა­შიც შე­მიძ­ლია. განაგრძეთ კითხვა
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS